რუსთაველის გამზირზე 90-იანი წლების პოლიტიკური ბატალიები დაბრუნდა - როგორ აფასებენ “ქართული ოცნების“ დეპუტატები დღეს პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას

რუსთაველის გამზირზე 90-იანი წლების პოლიტიკური ბატალიები დაბრუნდა - როგორ აფასებენ “ქართული ოცნების“ დეპუტატები დღეს პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას

access_time2019-07-11 09:00:11


მიმდინარე წლის იანვრიდან საქართველოს პარლამენტი თავის ძველ ლოკაციას დაუბრუნდა და ქუთაისიდან  თბილისში გადმოვიდა. ჯერ მხოლოდ ორი სესია (ზამთარი-გაზაფხული) ჩატარდა, თუმცა ამ მოკლე დროში რუსთაველის გამზირი საზოგადოებისა და ხელისუფლების დაპირისპირების მთავარ პოლიტიკურ ცენტრად იქცა. საქართველოს პარლამენტმა ძველი, 90-იანი და შემდგომი წლების  საპროტესტო  პათოსი სრულად დაიბრუნა.



რა თქმა უნდა, ბოლო რამდენიმე წელი რომ გავიხსენოთ, ვიდრე  საქართველოს პარლამენტი ქუთაისში იყო, რუსთაველის გამზირზე აქციები იმართებოდა - დაწყებული მარიხუანას ლეგალიზაციით, სარალიძე-მაჩალიკაშვილის თემებით დასრულებული. თუმცა 20 ივნისის ღამე განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა - პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატის, კომუნისტი გავრილოვის აღმოჩენის გამო, რუსთაველის ცენტრალურ საპროტესტო ადგილზე შეკრებილ მოსახლეობას ხელისუფლება რეზინის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დაუპირისპირდა, ოფიციალურ მიზეზად პარლამენტის შენობაში ძალისმიერად შეჭრა დასახელდა, რომელიც მოგვიანებით პროკურატურამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით  დააკალიფიცირა და ამჟამად სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. 



არადა, თავის დროზე „ქართულ ოცნებას“ საკმაო დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ  საქართველოს საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან თბილისში დაებრუნებინა. მაშინ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ოფიციალურ კომენტარებში აცხადებდნენ - პარლამენტის დედაქალაქიდან რეგიონში გადატანის მთავარი მიზანი წინა ხელისუფლებისთვის იყო ის, რომ რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციებისგან გაენეიტრალებინა, რაც არასწორიაო. იყო საპირისპირო მოსაზრებებიც, მაგრამ ამაზე აღარ შევჩერდებით.  ფაქტია,  დიდი ხნის მანძილზე ჩაწყნარებული რუსთაველის გამზირი დღევანდელი მმართველი გუნდისთვის მთავარი ბარიერი  გახდა.


დაუბრუნდა თუ არა რუსთაველის გამზირს 90-იანი წლების სულისკვეთებას და გახდა თუ არა კვლავინდებურად პოლიტიკური ბატალიების ეპიცენტრი? 


რას ფიქრობენ დღეს “ქართული ოცნების“ ლიდერები, რომლებმაც ხმა მისცეს საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას, თუ ჰქონდათ გააზრებული, რომ პულტზე ხელის დაჭერით რუსთაველის გამზირს, რომელიც წლების განმავლობაში იყო ჩაწყნარებული, პოლიტიკური ბატალიების ცენტრად აქცევდნენ, ანუ შესაბამისად, ის რაც მოხდა 20 ივნისის ღამეს - პარლამენტში შესვლის მცდელობა, ხომ არ გამოიწვია მათმა  დაუფიქრებელმა გადაწყვეტილებამ? და იყო თუ არა მათი გადაწყვეტილება მცდარი - ამ კითხვით „კომერსანტმა“ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა.



პაატა კვიჟინაძე  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, მაჟორიტარი დეპუტატი


„სააკაშვილმა თავის დროზე ზუსტად იმიტომ გადაყარა წყალში 400 მილიონი, რომ ამდენი ხალხი ვერ გამოსულიყო რუსთაველის გამზირზე და პარლამენტი გადაიტანა ქუთაისში. ეს იყო მისი გეგმა და ჩვენ ეს ვიცით. ამიტომ, დღესაც  კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა იცის, რომ არჩევნებით ხელისუფლებაში ვეღარ მოვა, შესაბამისად ის გეგმა ჰქონდათ განსაზღვრული, რაც დღეს ხდება“.


 როდესაც მხარი დაუჭირეთ პარლამენტის თბილისში დაბრუნებას, პირადად თქვენ არ გიფიქრიათ რომ შესაძლოა ეს გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებისთვისაც“ პრობლემა იქნებოდა  - ახლა ზუსტად ამ მოვლენების მომსწრენი ვართ...



 რა თქმა უნდა გვიფიქრია, მაგრამ მთელს მსოფლიოში მიღებული ფორმაა სახელმწიფო უწყებებთან აქციების გამართვა. საზოგადოება თავის პოზიციას ამგვარად აფიქსირებს და ამაში უცნაური არაფერია. არ იქნებოდა რუსთაველის გამზირი, იქნებოდა კანცელარია, სასამართლო... არ აქვს ამას მნიშვნელობა. მთავარია, ადგილი არ ჰქონდეს ძალადობრივ ქმედებებს, თორემ მშვიდობიანი მიტინგი ყველგან დასაშვებია.


 რადგან ძალადობა ახსენეთ, რამდენად უშვებთ იმ ფაქტს, რომ 20 ივნისის ღამე შესაძლოა ქუთაისის პარლამენტში იმგვარად არ განვითარებულიყო, როგორც თბილისში? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ სააკაშვილი ახსენეთ და ამ ლოგიკით  შესაძლოა ასეთ შემთხვევაში შენობაში შეჭრის ფაქტზე საქმე არ აღძრულიყო ან ამდენი ხალხი არ გამოსულიყო ქუჩაში.


 შეიძლება ამდენი ხალხი ქუთაისში მართლაც არ მოსულიყო, მაგრამ კიდევ ერთხელ - მთავრობა კანცელარიაშიცაა და საზოგადოება შეიძლება იქ მისულიყო. შენობაში შეჭრის ფაქტსაც ვერ გამოვრიცხავთ ქუთაისის შემთხვევაში. მოკლედ, ყველაფერი შეიძლება.



 ესე იგი, მიიჩნევთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება პარლამენტის თბილისში გადმოტანა ,სწორია...


რა თქმა უნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში იხარჯებოდა დიდი ოდენობით თანხები, დეპუტტატები სულ გზაში იყვნენ და პირველ რიგში, ეს აზიანებდა თავად პოლიტიკურ პროცესებს.




ცოტნე ზურაბიანი  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, მაჟორიტარი დეპუტატი



„პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის მთავარი მიზეზი იყო საქმიანობის ხარისხი, ფინანსური ნაწილი და ა.შ. ეს გადაწყვეტილება რუსთაველზე აქციების რაოდნებას გაზრდიდა თუ არა, ვფიქრობ, მსჯელობის საგანს მოკლებულია.“



რომ არა  რუსთაველის გამზირი, შესაძლოა შენობაში შეჭრის ფაქტი არც მომხდარიყო... არც ათასობით ადამიანი გამოსულიყო ქუჩაში, რადგან  რეგიონში მასის მობილიზება ბევრად რთულია, ვიდრე დედაქალაქში. ამას ვხედავთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე და ჩნდება განცდა, თითქოს რუსთაველის გამზირი კვლავ 90-იან წლებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური დანიშნულების ცენტრად გადაიქცა...


ადამაინები თავიანთ პროტესტს გამოხატავენ ისე, როგორც სურთ. სახელმწიფო ინსიტუტებთან მიმართებაში საპროტესტო აქციებიც ნორმალური პროცესია, ამიტომ კავშირს ვერ ვხედავ ამ ორი ფაქტს შორის.

იცით რა, პარლამენტის საკომიტეტო მიმართულება თბილისში იყო მანამდეც და ფუნქციონირებდა, ამიტომ ხალხს ხელს არაფერი შეუშლიდა.


ეთანხმებით, მაგრამ ფაქტია, ბოლო დროინდელი მოვლენები ბევრად მძაფრია, ვიდრე მანამდე...


მაშინ ასე გეტყვით, თავის დროზე სააკაშვილის მიერ პარლამენტის თბილისში გადატანის ერთ-ერთი მიზეზი გახდა ის, რომ პროტესტის მუხტი შენელებულიყო და დიდი მასა არ გამოსულიყო ქუჩაში. სამწუხაროდ, ასეთი პრეზიდენტი გვყავდა.  თუმცა მე ამ ლოგიკას არ ვეთანმდები.


-თქვენი ამ არგუმენტით თავადაც ადასტურებთ, რომ ლოკაციას შეუძლია გააძლიეროს ან შეანელოს პროტესტი...


 ვერ გეტყვით, ეს სააკაშილის ლოგიკაა და არა ჩემი...



კახა ოქრიაშვილი  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, მაჟორიტარი დეპუტატი


ბატონო კახა, ხალხის პროტესტი გამოიწვია პარლამენტში რუსი დეპუტატის დანახვამ და ამაზე არავინ დავობს. ამ შემთხვევაში გვაინტერესებს მასშტაბების ნაწილი - როგორ ფიქრობთ, რამდენად დასაშვებია რომ ქუთაისში მოვლენები იმგვარად არ დამძიმებულიყო, როგორც რუსთაველზე?


ამ ლოგიკით წავიდეთ და ჩვენი პარლამენტი სადღაც დედოსფლის წყაროს ტერიტორიაზე, შირაქის ველში არსებულ უდაბნოში უნდა გავაკეთოთ.. ეგრე არ გამოვა. დიახ, რუსთაველი ცხელ ტერიტორიად იქცა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ პოლიტიკოსებმა ისე კარგად ვიმუშაოთ მიტინგისთვის ხალხი არ გამოვიდეს.


არ ფიქრობთ, რომ პარლამენტის თბილისში გადმოტანამ თავისებური გავლენა მოახდინა აქციების სიმძაფრეზე?


 რ უნდა დავუკავშიროთ ეს გადაწყვეტილება აქციებს. რაღაც სისულეებს თუ გააკეთებს მთავრობა, მაგალითად გავრილოვს დაპატიჟებს პარლამენტში, ხალხმა მიტინგი  უნდა მოაწყოს. გავრილოვის ამბავი იყო სრული იდიოტიზმი და ორგანიზატორიც ასეთივე, ამიტომ ხალმა სამართლიანად გააპროტესტა მოვლენები.


 გეთანხმებით, მაგრამ ეს სხვა საკითხია. ლოკაციის მნიშვნელობასაც გვინდა ხაზი გავუსვათ და ამიტომ გეკითხებით. რუსთაველის გამზირი ისტორიულად მუდმივად ცხელი წერტილი გახლდათ და როდესაც პარლამენტი გადავიდა ქუთაისში, დროებით დაპაუზდა პროცესები. რა თქმა უნდა, აქციები გრძელდებოდა, თუმცა არა ისეთი მძიმე, როგორც პარლამენტის თბილისში ყოფნის დროს...


  ქუთაისიდან იმიტომ გადმოვიტანეთ, რომ 1000 კაცი და პლუს დეპუტატები ყოველდღე მიდი-მოდიოდნენ და  პოლიტიკური პროცესი იყო შეფერხებული. სულ გზაში ვიყავით და ეს ყველაფერი ძალიან ძვირი ჯდებოდა. ქუთაისელებს ეგონათ, რომ ეკონომიკური ზრდა ექნებოდათ ჩვენი იქ ყოფნით, მაგრამ ეს არ არის სერიოზული ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საფუძველი.



რთულია იმის დანამდვილებით თქმა, რომ „ქართული ოცნებამ“ საკუთარი გადაწყვეტილებით (საქართველოს პარლამენტის თბილისში გადმოტანა) თავისივე პოზიციები შეასუსტა, მაგრამ ფაქტია რომ დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა აქცენტს სააკაშვილის პოზიციაზე აკეთებს. სანამ ურთიერთგამომრიცხავი განმარტებები უახლოეს მომავალში უფრო ცალსახა გახდება, მანამდე შეგახსენებთ, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ საკანონმდებლო ორგანო თბილისიდან ქუთაისში გადავიდა. 2019 წლის იანვრიდან კი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით იგი კვლავ თბილისში დაბრუნდა.


ცნობილია, რომ თბილისის პარლამენტის შენობის განახლებასა და მოწყობაზე გაწეულმა ხარჯებმა 22 732 346 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხიდან პარლამენტის შენობის განახლებასა და მოწყობასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების უდიდესი ნაწილი პარლამენტის აპარატმა განახორციელა გამარტივებული შესყიდვის (ერთ პირთან მოლაპარაკების გზით) გზით – რაზეც გაიხარჯა 16 479 613 ლარი. ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელდა 5 656 468 ლარის ღირებულების შესყიდვა, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით – 410 265 ლარის შესყიდვა, ხოლო კონკურსის გზით – 186 000 ლარის შესყიდვა.


უკვე ძველი პარლამენტის მშენებლობა  ქუთაისში  სახელმწიფო ბიუჯეტს 340 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა.







ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
access_time2019-09-21 12:00:06
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა. - ბატონო რამაზ, რადგან ახალ პოლიტიკურ სეზონში პირველად შეგეხმიანეთ, შესაძლოა, ყველაზე აქტუალური თემითაც კი გთხოვოთ საუბრის დაწყება. ყველაზე აქტუალურ თემაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენში პოლიტიკური ცხოვრება ზედმეტადაც კი პოლარიზებულია. პოლარიზებულ...

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში
access_time2019-09-20 21:45:06
არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,- ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე „სირცხვილია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   მისივე თქმით, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს და პრობლემების დაძლევა თავისუფლების გარშემო გაერთიანებით უნდა დაიწყოს.   „ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე...

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან
access_time2019-09-20 18:30:30
გავლენიანი რუსული ინტერნეტ-გამოცემა gazeta.ru ანალიტიკოსების მოსაზრებას აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთის მნიშვნელობა როგორც სავაჭრო პარტნიორის და ინვესტორის შუა აზიასა და კავკასიაში საგრძნობლად გაიზარდა, რამაც ეს რეგიონების, გარკვეულწილად მოსკოვს და პეკინს შორის ბრძოლის არენა გახადა.ყაზახეთი, ყირგიზეთი, და უზბეკეთი არიან საკვანძო ქვეყნები ჩინეთის ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა, რომლის მიზანიცაა ჩინური ტვირთების ნაწილის...


მსგავსი სიახლეები

up