რუსთაველი, ბალზაკი,  ფიროსმანი და ვაჟა - ინოვაციური ჭურჭლის ბრენდის ახალი კოლექცია

რუსთაველი, ბალზაკი, ფიროსმანი და ვაჟა - ინოვაციური ჭურჭლის ბრენდის ახალი კოლექცია

access_time2021-07-17 12:00:41

„ღმერთო მიიღე ვედრება,

ეს ჩემი სათხოვარია:

არ დამეკარგოს გულიდამ

მე შენი სახსოვარია!

გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,

მამყოფე შეუდრკლადა;

ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო

დაჩაგურლების მცველადა,

ბალახი ვიყო სათიბი,

არა მწადიან ცელობა“.

 

ცნობილი პოეტის, ვაჟა-ფშაველას ლექსი „ჩემი ვედრება“ უკვე ჭურჭელზეა. ინოვაციური ჭურჭლის ბრენდი, „თქმა-ლანკანი“ განვითარებას აგრძელებს და მომხმარებელს სიახლით დაუბრუნდა. რიგით მეხუთე, ახალი კოლექცია გენიალური ქართველი ავტორის ვაჟა-ფშაველას 160 წლის იუბილეს მიეძღვნა. ციტატებით დაპრინტული სერვირების თითოეული ელემენტი შესაძლებელია უკვე თქვენი სადღესასწაულო სუფრის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს.

 

კომპანია „MINIMA“-ს დამფუძნებელი თამთა რაბათელი „კომერსანტს“ უყვება, რომ  ვაჟა–ფშაველას დაბადების დღესთან დაკავშირებით შექმნილი კოლექცია დღევანდელობის კონტექსტს ეხმიანება. მისი თქმით, სიახლეა ასევე შრიფტი. როგორც ის ამბობს, ჭურჭელზე ტექსტები DM Vazha შრიფტითაა დატანილი, რომელიც ვაჟა–ფშაველას კალიგრაფიის იდენტურია. მისი თქმით, ყველა მომხმარებელი, ვინც ამ კოლექციას შეიძენს, პროდუქციას ქართულ ფაფახში ჩალაგებულს მიიღებს, რაც კომპანიის დამფუძნებლის განმარტებით, ქართული შეფუთვის ისტორიაში სიახლეს წარმოადგენს. თამთა რაბათელი ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგების მიუხედავად, „MINIMA“ აქტიურად მუშაობს ანტიკრიზისულ გეგმებზე და მაქსიმალურად ცდილობს შეამციროს ის ზიანი, რომელიც შეიძლება მათ საქმიანობას მიადგეს.

 




„მიუხედავად ობიექტური და სუბიექტური მიზეზებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისა, მზად ვართ არა მარტო ვიმუშაოთ მომხმარებლისთვის სასურველ ნებისმიერ რაოდენობაზე და ნებისმიერი მოცულობის ტექსტზე, უზრუნველვჰყოთ უმოკლეს ვადებში მიწოდება, არამედ შევინარჩუნოთ და უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი - ხარისხი, მოქნილ ფასად.

გარდა ამისა, ჩვენს ყველა მომხმარებელს აქვს -20% ე.წ. LIFE TIME ფასდაკლების ლოალობის პროგრამა, რომელიც ნებისმიერ კოლექციას ეხება, ძველსაც და ახალსაც; აღნიშნული ლოიალობის პროგრამა ქართულ ბაზარზე სიახლეა, ის არამარტო ფართოდ არ არის დანერგილი, არამედ თითქმის არ გვხვდება და მომსახურების აბსოლუტურად სხვა სტანდარტის დამკვიდრებას უწყობს ხელს, რითაც ძალიან ვამაყობთ“, - განაცხადა თამთა რაბათელმა.

 

თქმა-ლანკანი კონკრეტული შინაარსის მატარებელი მაგიდის სერვირებით  ქართულ ბაზარზე 2019 წლის ბოლოს გამოჩნდა.  „ვაჟამდე“ კი  იყო პირველი კოლექცია „ვეფხისტყაოსანი“  -  ქართველების სავიზიტო ბარათი და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სერვირების თითოეულ ელემენტზე დაიპრინტა. კომპანია „MINIMA“-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ ვეფხისტყაოსანი, როგორც ქართული კულტურის identity card-ი და მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი, თქმა-ლანკანის მომხმარებლებშიც უალტერნატივო და საყვარელი სერია გამოდგა;

 



N 2-ე კოლექცია, „ბალზაკი“ 2020 წლის ვალენტინობას მიეძღვნა და მასზე ბალზაკის სასიყვარულო შინაარსის წერილი დაიპრინტა.

 



თამთა რაბათელის თქმით, კოლექცია N3  „ჰაიდეგერი და  ჰანა“ მსოფლიო პანდემიისგან ინსპირირდა და საოცრად სიმბოლური ხასიათი შეიძინა კონტექსტიდან გამომდინარე; COVID-19-ის გლობალური გამოწვევის გამო, იზოლაციამ და კარანტინმა წარმოშვა იდეა, მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა საუზმე, ლანჩი, სადილი, ვახშამი თუ Coffee ან Tea Time და გაეტარებინათ ჰანნა არენდტის და მარტინ ჰაიდეგერის ამაღელვებელ, 50 წლიან მიმოწერასთან ერთად, რომლიდანაც ამონარიდები დატანილი იყო თქმა-ლანკანის სუფრის სერვირების ელემენტებზე. მისი განმარტებით, ამონარიდები გერმანელი ფილოსოფოსის მარტინ ჰაიდეგერის და ებრაული წარმოშობის ჰანნა არენდტის (ტოტალიტარიზმის თეორიის ფუძემდებელი) საოცარი მეგობრობის და სიყვარულის ამბავს ასახავდა, რომელიც მიმდინარეობდა თითქმის 50 წლის განმავლობაში – ვიდრე ჰანნას გარდაცვალებამდე.

 



როგორც რაბათელი გვიყვება, კოლექცია N4  ტურიზმის სფეროში მოღვაწე აქტორების კონკრეტული და მზარდი მოთხოვნის გამო შეიქმნა და ცნობილ ქართველ მხატვარს ფიროსმანს მიეძღვნა. მისი თქმით, ეს კოლექცია თქმა-ლანკანის მიერ პერმანენტულად იქნება წარმოებული და მოცული ექნება, როგორც ფიროსმანის ყველასათვის ცნობილი, ასევე ნაკლებად ცნობილი ნამუშევრებით. MINIMA“-ს დამფუძნებელი, გვიყვება, რომ კოლექცია ამ ეტაპზე MUG-ის ტიპის უნივერსალური დანიშნულების ჭიქებზე დაიპრინტება.

 



„მინიმალისტური თეთრი ჭურჭელი, რომელზეც ეფექტურად ხდება კერძის პრეზენტირება და ასევე მკაფიოდ იკითხება წარწერები, კვლავ საუკეთესო გადაწყვეტილებად რჩება „თქმა-ლანკანი“-სათვის, რადგან შენარჩუნებულია მინიმალიზმი, რაც ფუნქციას, ფორმას და შინაარსს  ერთობლიობაში ისე წარმოადგენს, რომ აღფრთოვანებაში მოჰყავს მნახველი. მიუხედავად უმძიმესი მეორე წლისა ქართული ბიზნესისთვის, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ქართულმა ბაზარმა „თქმა-ლანკანი“ თავსი ფორმით და შინაარსით მიიღო“, - გვითხრა თამთა რაბათელმა.



ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up