რუსმა ტურისტებმა ყირიმისადმი ინტერესი დაკარგეს

რუსმა ტურისტებმა ყირიმისადმი ინტერესი დაკარგეს

person access_time2016-05-17 12:30:47

სიმფეროპოლის მიმართულებით ავიაბილეთებზე მოთხოვნა 25%–ით შემცირდა გასულ წელთან შედარებით. 2016 წელს ამ მიმართულებაზე ჯავშნების არაუმეტეს 35% მოდის. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ ტუროპერატორებზე დაყრდნობით წერს.

 

„ჩვენ ველოდით ასეთ ეფექტს გასული წლის ზაფხულის სეზონის შედეგებიდან გამომდინარე: ნახევარკუნძულის ინფრასტრუქტურა  ჯერჯერობით ვერ უზრუნველყოფს ისეთივე ხარისხის სერვისს, როგორც რუსებისთვის ნაცნობი თურქეთი და ეგვიპტე. ბევრმა მოგზაურმა, რომელიც იყო ყირიმში, გადაწყვიტა, რომ ჯერჯერობით არ არიან მზად ეს მიმართულება რეგულარული დასვენებისთვის აირჩიონ,“ – განაცხადა კომპანია „სვიაზნოი თრეველის“ კომერციულმა დირექტორმა ანდრეი ოსინცევმა.


მიუხედავად იმისა, რომ კუნძულზე განთავსება 10%–ით იაფია კრასნოდარის მხარესთან შედარებით, წელს დამოუკიდებელი მოგზაურები სოჭს, ანაპასა და გელენჯიკს ამჯობინებენ.

 


ამ მიმართულებებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. 

 

ტუროპერატორების შეფასებით, ამ ზაფხულს ყირიმის სასტუმროებში ტარიფები 15–30%–ით გაძვირდება. აპრილის ბოლოს ყირიმის კურორტებისა და ტურიზმის მინისტრი სერგეი სტრელბიცკი აცხადებდა, რომ ყირიმი გეგმავს დამოუკიდებელი კურორტი გახდეს და არა თურქეთისა და ეგვიპტის შემცვლელი.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთში თურქეთის მიმართულებით ტურების გაყიდვა სანქციების ფარგლებში შეწყდა, რომლებიც ორ ქვეყანას შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობების შედეგია. ეგვიპტესა და რუსეთს შორის კი ავიამიმოსვლა გაურკვეველი დროით მას შემდეგ შეწყდა, რაც რუსული ტურისტული კომპანიის კუთვნილი სამგზავრო ლაინერი სინაის ნახევარკუნძულზე ტერაქტის შედეგად ჩამოვარდა.

 



თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა

თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა
access_time2020-10-21 22:30:43
თავდამსხმელმა 3 მძევლის თანხლებით ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალის შენობა დატოვა.   ერთ-ერთი განთავისუფლებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას ცნობით, პოლიციელებმა თავდამსმხელს ფული მოუტანეს, რის შემდეგაც მან, სამართალდამცველებთან და მძევლებთან ერთად საქართველოს ბანკის ოფისი დატოვა.   გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს გამოსვლისას გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა ხელში.   ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელი პიკაპის ტიპის...

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა
access_time2020-10-21 19:44:46
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 2-მა ქალმა შენობა უკვე...

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა
access_time2020-10-21 19:15:40
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდის მერიაში იმყოფება. მინისტრი ხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზუგდიდის მერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას, შეხვედრას ესწრება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. მერიის შენობის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ასევე, სამართალდამცველები იმყოფებიან „საქართველოს ბანკის“ შენობის პერიმეტრზე და საპოლიციო...

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს
access_time2020-10-21 18:15:49
„მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად“ – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ. ინფორმაციას ამის...

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-10-21 18:00:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2274 ლარი შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up