გადაურიცხა თუ არა რუსლან აბაშიძემ სალომე ზურაბიშვილს თანხა პროკურატურაში დაწყებული გამოძიების სანაცვლოდ

გადაურიცხა თუ არა რუსლან აბაშიძემ სალომე ზურაბიშვილს თანხა პროკურატურაში დაწყებული გამოძიების სანაცვლოდ

access_time2018-10-09 19:00:54

როგორც „კომერსანტისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, საგანგებო დავალებათა ყოფილ ელჩს და მოდელ თაკო ჩხეიძის მეუღლეს რუსლან აბაშიძეს  კომპანია Tbilisi Hills Golf & Residences-ის ხელმძღვანელობა ბრალს სდებს დიდი ოდენობით  თანხის მითვისებაში. ამ ფაქტზე პროკურატურაში გამოძიებაა დაწყებული.


რუსლან აბაშიძის გვარი აქტუალური მას შემდეგ გახდა, როცა გამჟღავნდა, რომ მან სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო კანპანიისთვის  – 59 958 ლარი გადაურიცხა, მისმა მეუღლემ კი 6000 ლარი.


პოლიტიკოსების ვარაუდით, მმართველი პარტიის რჩეული კანდიდატისთვის ამ ოდენობის თანხის გადარიცხვა, სწორედ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება.


როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, მიმდინარე წლის აპრილის თვემდე რუსლან აბაშიძე მართლაც გახლდათ  ესტონური კომპანიის Tbilisi Hills Golf & Residences-ის დირექტორი. სწორედ ამ პერიოდში დაატოვებინეს  თანამდებობა და პარალელურად სამართალდამცავ ორგანოებს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოსთხოვეს.


ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „კომერსანტი“ დაუკავშირდა თავად რუსლან აბაშიძეს, რომელმაც საუბარი არ ისურვა, მათ შორის არ გვიპასუხა კითხვაზე - უკავშირდება თუ არა სალომე ზურაბიშვილისთვის თანხის გადარიცხვა პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას. მან ყველა კითხვაზე პასუხის მისაღებად თავის ადვოკატ  დიმიტრი გაბუნიასთან გადაგვამისამართა.



დიმიტრი გაბუნია  გავრცელებულ ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ამ საქმეს ზურაბიშვილთან არანირი კავშირი არ აქვს, თუმცა მხარეებს შორის დავის ფაქტს ადასტურებს. მეტიც, მისი თქმით, რუსლან აბაშიძესა და კომპანია Tbilisi Hills Golf & Residences-ს შორის თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო დავაც მიმდინარეობს.


დიმიტრი გაბუნია: „პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ამ ფაქტს კავშირი არ აქვს ზურაბიშვილთან, რადგან რუსლან აბაშიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს აპრილის თვეში. პროკურატურიდან ჩვენ ჯერჯერობით არავის დავუბარებივართ. რაც შეეხება სასამართლო დავას,  ჩვენ ვითხოვთ კომპენსაციას, ხოლო მეორე მხარე მოითხოვს პრემიის სახით აღებული თანხის უკან დაბრუნებას. ამას გარდა ჩვენ გავასაჩივრეთ ის ფაქტიც, რომ რუსლან აბაშიძე, რომელიც იმ პერიოდში სამსახურებრივ მივლინებაში იყო, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს. კომპანიას ასევე ვედავებით საკმაოდ სოლიდურ თანხებზე და გვაქვს სამხილები, მტკიცებულებები, რა ფულსაც ატრიალებს „თბილისი ჰილსი“ საქართველოში.


დიმიტრი გაბუნიას მტკიცებით, ზოგადად საინტერესოა თავად ესტონელი ინვესტორის ოლეგ ოსინოვსკის პიროვნებაც, რომლის მიმართ უკვე საფუძვლიანი ეჭვებიც არსებობს.


„ის ლანძღავს საქართველოს ხელისუფლებას ნებართვებს არ მაძლევენო, საინვესტიციო კლიმატი არ არსებობსო და ა.შ. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ თამაშში მარტო არ მოქმედებს და კარგი იქნება თუ პოლიტიკურ საფუძველს არ მისცემს ამ ყველაფერს. ამასთან დაკავშირებით ვაპირებთ სპეციალური ბრიფინგის ჩატარებასაც“,- განაცხადა გაბუნიამ.


დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ უკვე დაუკავშირდა პროკურატურას. პასუხის მიღებისთანავე, ინფორმაციას შემოგთავაზებთ. 


რუსლან აბაშიძე პროფესიით დიპლომატია. მას ბოლო დეკლარაცია 2014 წელს აქვს შევსებული, რომლის მიხედვითაც ის საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩად მუშაობდა. მანამდე აბაშიძე ესტონეთში საქართველოს ელჩი იყო.


სალომე ლემონჯავა





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up