რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

access_time2020-08-11 18:00:56

1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია.


ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი.


Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ გამოცხადდა, 9 აგვისტომდე ბილეთების დაჯავშნის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 32%-ით გაიზარდა. ეს მაშინ, როდესაც ავიაბილეთების ფასი 30%-ითაა გაზრდილი. საუბარი არაა თურქული მიმართულების პოპულარობის განსაკუთრებულ ზრდაზე, ადგილი აქვს გადადებულ მოთხოვნას ანუ ადამიანები დღეს ასრულებენ თავიანთ გეგმებს, რომლებიც დაკეტილმა საზღვრებმა ჩაშალა. თუმცა, არავინარ უკვეთავს ბილეთებს დიდი ხნით ადრე, რადგან გაურკვეველ სიტუაციაში ყველა ცდილობს გრძელვადიანი დაგეგმარებისგან თავის შეკავებას.



პარალელურად ინდივიდუალური ტურიზმის პოპულარობა იზრდება, ხოლო ორგანიზებული ჯგუფური ტურების გაყიდვა გასულ წელთან შედარებით 64%-ით შემცირებულია. ესეც დღევანდელი დღის ტრენდია - ყველა ცდილობს იმოგზაუროს მხოლოდ თავის ახლობლებთან ერთად და უცხო ადამიანებთან რაც შეიძლება ნაკლებად იკონტაქტოს. ეს მაშინ, როდესაც ტრადიციულად აგვისტოში თურქეთში 1 მლნ.-ზე მეტი რუსი ტურისტი ჩადის და წინა წლებში მათი 80% სწორედ ორგანიზებულ ტურებზე მიდიოდა.


სადღეისოდ, სპეციალისტების პროგნოზით, აგვისტოში თურქეთში რუსი ტურისტების რაოდენობა 600 000-ს მიაღწევს. თურქეთი რუსებისთვის ყველაზე პოპულარული და გასაგები მიმართულებაა, ამიტომაც, მოთხოვნა შესაძლოა სექტემბერ-ოქტომბერშიც შენარჩუნდეს.


თურქული მიმართულება ასევე მაშველი რგოლია კრიზისში მყოფი რუსული ავიასექტორისთვის, ფრენების აღდგენამ მათ დანაკარგების თუნდაც ნაწილობრივი კომპენსირების საშუალებას აძლევს. ექსპერტების აზრით, თურქულ კურორტებზე ეპიდემიოლოგიური სტაბილურობის შემთვევაში, მაღალი მოთხოვნა შესაძლოა ნოემბრამდე, ან სულაც წლის ბოლომდე შენარჩუნდეს.


წყარო Kommersant.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up