რუსი ტურისტები მხარჯველობით ათეულს მიღმა აღმოჩნდნენ

რუსი ტურისტები მხარჯველობით ათეულს მიღმა აღმოჩნდნენ

access_time2021-04-24 12:00:01

მიმდინარე წლის ინავარ-მარტში საქართველოში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 89.9%-ით  134.7 ათასამდე შემცირდა. თითქმის 10-ჯერ შემცირდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალიც. გასულ წელს სექტორმა $3 მლრდ დაკარგა, საუკეთესო შემთხვევაში წელს მხოლოდ დანაკარგის მეოთხედით შემცირებაა შესაძლებელი. რეგულაციების სიმკაცრე, ვაქცინაციის ტემპი და ის თუ რომელი სახემწიფოებიდან ჩამოლვენ ტურისტები საქართველოში შემოსავლების მოცულობას გაზრდის ან შეამცირებს.


იმის გამო, რომ მკაცრი რეგულაციები 2020 წლის მარტის მეორე ნახევრიდან ამოქმედდა, (საზღვრები 18 მარტს ჩაიკეტა) და აპრილიდან სრული კარანტინი გამოცხადდა, მეორე კვარტალში ტურისტების რიცხვის მცირე პროცენტული ზრდაა მოსალოდნელი, თუმცა კომენდანტის საათის პირობებში ეს ზრდა დიდი ვერ იქნება.


პანდემიამდე ტურიზმი მუდმივად იზრდებოდა. 2019 წელს ქვეყანაშ 9.357 მლნ საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა და ქვეყანამ შემოსავლის სახით $3.3 მლრდ მიიღო. 2020 წელს ყველა გათვლებით 10 მლნ-ზე მეტ მოგზაურს საქართველოში $3.5 მლრდ-ზე მეტი უნდა დაეტოვებინა, თუმცა მათი როცხვი 1.747 მლნ-მდე, შემოსავალი კი $0.5 მლრდ-მდე შემცირდა.



ტურისტების რაოდენობის 80%-ს მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული პირები შეადგენდნენ, თუმცა ისინი დიდი მხარჯველობით არ გამოირჩეოდნენ. მათზე გაცილებით მეტს ამერიკიდან, ევროპიდან და არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები ხარჯავნდნენ.


პანდემიამდელ პერიოდში დახარჯული 1326 ლარით რუსი ტურისტები საერთო ჯამში მათი რაოდენობის გათვალისწინებით პირველ ადგილზე იყვნენ, მაგრამ 1 ტურისტის მიერ გაღებული ხარჯის მიხედვით ათეულს მიღმა აღმოჩნდნენ. პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:


  1. საუდის არაბეთი - 3098 ლარი;
  2. აშშ - 3034 ლარი;
  3. ყატარი - 2598 ლარი;
  4. ემირატები - 2595;
  5. ბრიტანეთი - 2393 ლარი;
  6. ნიდერლანდები - 2295 ლარი;
  7. ინდოეთი - 2095 ლარი;
  8. ისრაელი - 1995 ლარი;
  9. ირანი - 1951 ლარი;
  10. ავსტრია - 1907 ლარი.


იმ შესაძლებლობასთან ერთად, რომ წელს ტურიზმი მეტ-ნაკლებად აღდგეს, არსებობს იმის საფრთხეც, რომ მათმა რაოდენობამ შარშანდელის მაჩვენებელსაც კი ვერ მიაღწიოს. შარშან პირველ კვარტალში საქართველოს საზღვარი 1.333 მლნ საეერთაშორისო მოგზაურმა გადმოკვეთა, დარჩენილ 9 თვეში კი 414 ათასმა. თუ ეს რიცხვი მხოლოდ გაორმაგდა 828 ათასი გამოვა რასაც თუ პირველი კვარტალის 135 ათასს დავუმატებთ ჯამში მაინც 1 მლნ-ზე ნაკლებს მივიღებთ. ეროვნული ბანკის პესიმისტური პროგნოზით, იმ შემთხვევაში თუ ტურიზმი არ აღდგა წელს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 1% იქნება.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up