მილიარდერი დიმიტრი ბასოვი საკუთარ სახლში, მოსკოვის სააგარაკო გარეუბან ოდინცოვოში გარდაცვლილი იპოვეს - იტყობინება РИА Новости სამართალდამცავ ორგანოებში წყაროზე დაყრდნობით.
მოსკოვის ოლქის საგამომძიებლო კომიტეტში განაცხადეს, რომ სავარაუდოდ, ნათესავებმა სახლში 52 წლის მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს - თუმცა, მისი გვარი არ დასახელდა.გამოძიების ერთ-ერთი ვერსია თვითმკვლელობაა.
დიმიტრი ბასოვი ჯგუფ Аллтек-ის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე იყო. მისი ბიზნესის ძირითადი მიმართულება იყო ნახშირის და ანტრაციტის მოპოვება.
Forbes-ის მონაცემებით რუსეთის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში ის 86-ე ადგილს იკავებდა. მისი ქონება 1,1 მლრდ. დოლარს შეადგენდა.
წყარო: ria.ru
მოამზადა თენგიზ აბლოთიამ