რუსი მილიარდერი და ბიზნესჯგუფი, რომელიც რამდენიმე ქართულ მინერალური წყლის კომპანიას ფლობს

რუსი მილიარდერი და ბიზნესჯგუფი, რომელიც რამდენიმე ქართულ მინერალური წყლის კომპანიას ფლობს

access_time2019-07-21 13:40:10

მიხაილ ფრიდმანი მსოფლიოს 79-ე და რუსეთისმეშვიდე უმდიდრესიმოქალაქეა. მან რუსეთის ერთ-ერთი პირველი ბანკი Alfa ჯერ კიდევ 1989 წლის ბოლოს დააფუძნეს. 2018 წელს ამ ბანკის წმინდა მოგებამ $1,3 მილიარდი შეადგინა, ხოლო თავად მიხაილ ფრიდმანის ქონება კი, $16,1 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

ფრიდმანის ძირითად აქტივს დღეს საინვესტიციო ჰოლდინგიAlfa Group-ი წარმოადგენს. ამ ჰოლდინგში 8 კომპანია და მათ შორის, თავად "ალფა ბანკიც" ერთიანდება. ამ რვა კომპანიიდან ერთი - არის IDS Borjomi International-ი. ჰოლდინგი IDS Borjomi International არის იმაზე უფრო დიდი, ვიდრე ეს შეიძლება საქართველოდან ჩანდეს, რადგანაც ის საკუთარ თავში აერთიანებს მინერალური და მტკნარი წყლის ჩამომსხმელ საწარმოებს უკრაინის კარპატებში (ქალაქ მირგოროდსა და მორშინში), რომელიც მინერალურ წყალ Моршинськ-ს ასხამს. კომპანია ასევე ფლობს რუსეთის ერთ-ერთ წამყვან მტკნარი წყლის ბრენდს Святой источник-ს. ამ წყლის ჩამოსხმა ქალაქ კოსტრომაში ხდება. 

"ბორჯომმა" საქართველოს დამოუკიდებლობის 28 წლის განმავლობაში რამდენიმე ძირითადი მფლობელი გამოიცვალა. 1990-იან წლებში კომპანიის პრივატიზების შემდეგ მისი დამფუძნებელი პარტნიორი ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე იყო, ამ პერიოდში "ბორჯომი" ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართულ ბიზნესად იქცა. 2000-იანი წლების დასაწყისში აქტივის მართვაში ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაფუძნებული Salford Capital Partners-ი შევიდა. 2002 წელს დაფუძნდა კომპანია  IDS Borjomi International-ი. სწორედ ამ დროს მოხდა მმართველობით დონეზე "ბორჯომისა" და უკრაინული წყლის ჩამომსხმელი კომპანიების კონსოლიდაცია. 

2006 წელს კომპანიამ ბაზარზე ახალი ბრენდები - "ლიკანი", "მიტარბი" და "ბაკურიანი" წარადგინა. ამავე წელს, მინერალური წყლების მწარმოებლის მთავარი ბაზარი - რუსეთი დაიხურა. 

იმის გამო, რომ ბადრი პატარკაციშვილს სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარი ქონება არ ჰქონდა მყარად დასაბუთებული და დამტკიცებული, მისი გარდაცვალების შემდეგ, ეს აქტივები დავის საგნად იქცა. 2008 წელს, ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილის მემკვიდრეებს შორის Salford-ის აქტივებზე, სასამართლო დავა დაიწყო, რომელიც 2012 წლის სექტემბერში მორიგებით დასრულდა. ბერეზოვსკიმ სადაო აქტივები, მათ შორის, IDS Borjomi ოფიციალურად, პატარკაციშვილის ოჯახს დაუთმო. 2012 წლის დეკემბრის ბოლოს კი, კომპანია რუსული Alfa Group-იაკუთრება გახდა. ასეთ ფონზე, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, "ბორჯომი" რუსეთის ბაზარზე ბრუნდება.

Alfa Group-ს საკუთარ ფინანსურ ანგარიშში მინერალური წყლების ბიზნესის შემოსავალს განცალკევებული სახით არ უთითებს, შესაბამისად უცნობია თუ რა შემოსავალი აქვს  IDS Borjomi International-ს. ხელმისაწვდომია მხოლოდ კომპანიის ქართული შვილობილის, შპს “აიდიეს ბორჯომი საქართველო", შპს "აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალის” ფინანსური მაჩვენებლები. კომპანიას 2018 წელს 289,476,060 ლარის შემოსავალი ჰქონდა. 

დღეის მდგომარეობით, კომპანიის მთავარი მმართველი პარტნიორი არის Alfa Group-ი. იმის გამო, რომ "ბორჯომის ჯგუფი" ურთიერთდამოკიდებული კომპანიების ფართო ქსელისგან შედგება და ამ ქსელის მთავარი კომპანიები არაერთი იურისდიქციის, მათ შორის საგადასახადო კონფიდენციალობის მაღალი დონის იურისდიქციებს მიეკუთვნება, ფართო საზოგადოებისთვის უცნობია ფლობენ თუ არა Alfa Group-ის გარდა სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირები "ბორჯომში" წილებს. 



BMG





კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო
access_time2019-12-13 16:33:47
ჩვენი შეფასებით, ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარული სხდომაზე 2020-2022 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა. კობა გვენეტაძემ მაღალი ინფლაციის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში ინფლაციაზე ერთჯერადი ფაქტორების გავლენას ჰქონდა ადგილი, რაც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე...

კინოთეატრ „აპოლოს” რესტავრაცია 2020 წლიდან იგეგმება -ისტორიული შენობა,რომლის ფასადიც ინგრევა

კინოთეატრ „აპოლოს”  რესტავრაცია 2020 წლიდან იგეგმება -ისტორიული შენობა,რომლის ფასადიც ინგრევა
access_time2019-12-13 15:30:31
 კინოთეატრ „აპოლოს“ ფასადი რამდენიმე დღის წინ  ჩამოინგრა,  „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაშია  ისტორიული შენობა-ნაგებობა და  გიორგი გეგელიას დაუკავშირდა, რომელიც  კინოთეატრ  „აპოლოს“ 100%-იანი წილის  მფლობელია და კომპანია „კონფიდენს გრუპის“ ხელმძღვანელია.  როგორც გეგელია  აღნიშნავს,  შენობის ფასადი  სიცოცხლისთვის საშიში არ არის, რადგან  დაზიანებული ფასადის დემონტაჟი...

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა
access_time2019-12-13 13:17:09
„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა.აღნიშნულის შესახებ რეესტრში მონაცემები უკვე აისახა. კერძოდ, სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერი - „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვის“ გადაწყვეტილებით, საბჭოს დატოვებს დავით შონია. როგორც რეესტრშია მითითებული, შონიამ წასვლის შესახებ კომპანიას თავად მიმართა. შეგახსენებთ, რომ დავით შონია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე 2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს....

WIZZ AIR აანონსებს WIZZ AIR ABU DHABI-ს დაარსების სამომავლო გეგმას

WIZZ AIR აანონსებს WIZZ AIR ABU DHABI-ს დაარსების სამომავლო გეგმას
access_time2019-12-13 09:10:25
Wizz Air-მა, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრულმა და წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, დღეს დააანონსა, რომ აბუ-დაბის დეველოპმენტ ჰოლდინდგის კომპანია PJSC (“ADDH”)-თან პარტნიორობით დაარსდება Wizz Air  Abu Dhabi, არაბთა გაერთიანებული საამიროები. ახლადშექმნილი ავიკომპანია იქნება Wizz Air-ის პირველი ავიახაზი ევორპის...

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“
access_time2019-12-12 18:30:34
რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ საფინანსო ბაზარზე არსებული ვითარება შეაჯამა. მისი თქმით, 2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა. „2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდა. 2018 წელს პირველად იყო,როცა პირველ და მეორე...


მსგავსი სიახლეები

up