რუსი ფერმერები შრომითი მიგრანტების მოზიდვას ითხოვენ

რუსი ფერმერები შრომითი მიგრანტების მოზიდვას ითხოვენ

access_time2021-06-23 20:00:05

იმის მიუხედავად, რომ   ცენტრალური აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან რუსეთში ჩასული მიგრანტები იქ მტრულ გარემოს და აშკარა ქსენოფობიას ხშირად ხვდებიან, აღმოჩნდა რომ რუსეთის ეკონომიკას მათი იაფი და უპრეტენზიო მუშახელი სასიცოცხლოდ ესაჭიროება.

 

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და რკინიგზა აგრარულ სექტორში სეზონურ სამუშაოებზე მიგრანტების ჩამოსაყვანად სპეციალური ჩარტერული მატარებლების გაშვებას გეგმავს.

 

რუსული გამოცემა «Коммерсант»–ის ინფორმაციით, ეს საკითხი სოფლის მეურნეობის სამინისტროში აქტიურად განიხილება. უწყებამ დაადსტურა, რომ შესაძლოა, მსხვილი ფერმების და აგროჰოლდინგების მოთხოვნის საფუძველზე დაინიშნოს სპეცრეისები ცენტრალურ აზიაში, საიდანაც 2021 წლის მანძილზე სეზონურ სამუშაოებზე მინიმუმ 38 200 ადამიანის ჩაყვანა იგეგმება.

 

2020 წლის მარტში რუსეთმა უცხოელების შესვლა კორონავირუსის პანდემიის გამო აკრძალა, რამაც აგრარულ სექტორში კადრების მწვავე დეფიციტი გამოიწვია. ამის გამო, უკვე 2021 წლის მარტში მთავრობამ შრომითი მიგრანტების მოწვევის უფლება მისცა მსხვილ კომპანიებს, სადაც მინიმუმ 250 ადამიანი მუშაობს, ხოლო შემოსავალი 2,5 მლრდ რუბლს აჭარბებს.

 

ფერმერები ახალი კრიტერიუმებით უკმაყოფილოები იყვნენ და მიიჩნევდნენ, რომ მთავრობის მიერ დადგენილ წესებს ფერმერების და საშუალო ბიზნესის დიდი ნაწილი ვერ დააკმაყოფილებს, რაც მათ მიერ მოსავლის აღებას საფრთხის ქვეშ დააყენებს.


 

ამის შემდეგ, მაისში, კრიტერიუმები შერბილდა მუშახელისთვის ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან, თუმცა, ტექნიკური პრობლემები დარჩა – რუსეთს და ცენტრალურ აზიას შორის ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომი სარკინიგზო მიმოსვლა ჯერაც არ აღდგა და ამ ქვეყნების მოქალაქეებს რუსეთში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზით შეუძლიათ, ეს კი ძალიან ძვირია მათთვის.

 

საბოლოო ჯამში კი ეს პირველ რიგში თავად აგრარული სექტორის დანახარჯებს ზრდის და სწორედ ამიტომ ორი უწყება ჩარტერულ სარკინიგზო რეისებზე ალაპარაკდა.

 

სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა რუსეთის სოფლის მეურნეობას ზრდის შესაძლებლობას მისცემს.

 

თუმცა, ზოგიერთი დარგისთვის ეს ინიციატივა უკვე დაგვიანებულია. მაგალითად,  სამუშაო ძალის დეფიციტის გამო რუსეთში კენკრის მოსავალი წინა წელთან შედარებით თითქმის მესამედით ნაკლები იყო, ხოლო კენკრის კრეფის სეზონი 2–3 კვირაში დასრულდება და აზიელი მუშახელი მუშაობაში ჩართვას ვერ მოასწრებს.

 

თუმცა, იაფ მუშახელზე მოთხოვნა კვლავ მაღალია  ბოსტნეულის წარმოებაში  – კარტოფილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა ტატიანა გუბინამ განაცხადსა, რომ მოსავლის აღება ივლისის შუა რიცხვებში დაიწყება და მეურნეობები იმედოვნებენ, რომ იმ დროისთვის სახელმწიფო უცხოეთიდან მიგრანტების მოზიდვას მოახერხებს, წინაამღდეგ შემთხვევაში მოსავლის აღება კითხვის ქვეშ დადგება.

kommersant.ru






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up