რუსი ბიზნესმენის ბლოგი «Эхо Москвы»-ზე - აფხაზეთი ქაოსის და დაუსჯელობის მორევში ჩაიძირა

რუსი ბიზნესმენის ბლოგი «Эхо Москвы»-ზე - აფხაზეთი ქაოსის და დაუსჯელობის მორევში ჩაიძირა

access_time2019-01-29 21:00:19


რუსი ბიზნესმენი მიხაილ პანოვი თავის ბლოგში გავლენიანი რუსული რადიოსადგურის «Эхо Москвы»-ს საიტზე აღწერს დღევანდელ სიტუაციას აფხაზეთში:


„ბანდიტებმა წამართვეს აფხაზეთში ქარხანა, ერთადერთი საწარმო აფხაზეთში, რომელიც უშვებდა პოლიმერის მილებს  - პირველ რიგში, სამშენებლო პროექტებისთვის, რომლებიც ფინანსდება რუსეთის ბიუჯეტიდან.


თუმცა, მსურს უფრო დეტალურად გავაგებინო რუსულ აუდიტორიას, რა ხდება სინამდვილეში ამ რესპუბლიკაში და რა საფრთხეებს შეიცავს რუსეთისთვის იქ შექმნილი მდგომარეობა.


მშენებლობა დაიწყო 2010 წელს. ჩვენს წინაში იყო ქვეყანა ბევრი გადაუწყვეტელი პრობლემით, სუსტი ხელისუფლებით, დაბალი ხარისხის სახელმწიფო ინსტიტუტებით, თუმცა, ამავე დროს იმედის მომცემი, რადგანაც რუსეთმა აიღო იქ თავის თავზე მენტორის როლი.


რუსულმა ბიზნესმა ირწმუნა რუსეთის ხელისუფლების ავტორიტეტის, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა ელოდა ნორმალური სამუშაო ადგილების შექმნას.


თუმცა, გავიდა 8 წელი და დღეს რესპუბლიკა ჩაიძირა უკანონობის, ქაოსის და დაუსჯელობის მორევში. აფხაზეთშია ყველაზე მძიმე კრიმინოგენული მდგომარეობა მთელს კავკასიაში, ადამიანები იღუპებიან საავტომობილო ავარიებში გაცილებით ხშირად, ვიდრე რომელიმე პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში. რესპუბლიკაში შეიქმნა კატასტროფული მდგომარეობა ნარკოტიკების მხრივ - „ჩათრევის ასაკი“ შემცირდა 13-14 წლამდე, ახალგაზრდობა ვერ ხედავს პერსპექტივას, რადგანაც თავის რჩენა პატიოსანი შრომით თითქმის შეუძლებელია.


ქვეყანაში არ არსებობს სოციალური ლიფტები და სამართლიანობა, ძირითადად მნიშვნელობა აქვს ნათესაურ და კლანურ კავშირებს.


აფხაზეთში დესტრუქციულმა ძალებმა დაამარცხეს კანონიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და მოსახლეობას შეუძლია ნებისმიერი დანაშაულის ჩადენა სასჯელის გარეშე. ადგილობრივი მოსახლეობა, უცხოელი ინვესტორი, რუსი გადასახადის გადამხდელები - ყველანი არიან მძევლების როლში, ხოლო სიტუაცია ხელსაყრელია მხოლოდ აფხაზი კრიმინალური ჯგუფებისთვის, რომლებიც მიეტმასნენ რუსული ფინანსური დახმარების ჩრდილოვანი განაწილების არხებს.


ვისაც არ სურს იარაღით ხელში კლანურ საქმის გარჩევებში მონაწილება, ვერც მთავრობის მხრიდან დაცვის იმედი ექნება - საუბარია ეთნიკურ უმცირესობებზე, რუსულ ბიზნესზე და, სავარაუდოდ, რუს ჩინოსნებზე, რომლებსაც, გარკვეული მიზეზების გამო, არ სურთ ღია ლაპარაკი რესპუბლიკაში შექმნილ სიტუაციაზე.


რუსული ბიზნესის პრობლემები აფხაზეთში რესპუბლიკაში შექმნილი მდგომარეობის შედეგია.


პირობითი „მოსკოვისთვის“ აფხაზეთში ზომების მიღების დრო მოვიდა. იქ არის ძალები, რომლებსაც ჰქვია „კანონიერი ხელისუფლება“, არის ადამიანი, რომელსაც ჰქვია „პრეზიდენტი“, არიან ჩინოვნიკები და დეპუტატები - ისინი ყველანი აგებენ პასუხს აფხაზეთში შექმნილი ვითარების გამო.


აფხაზ ბიზნესმენებს აშკარად ძარცვავენ აფხაზეთში, ამის შესახებ იციან რუსეთში, თუმცა, ეს საკითხები მხოლოდ ფორმალურადაა მოსკოვს და სოხუმს შორის ურთიერთობების დღის წესრიგში.


რატომ?


აფხაზეთის ხელისუფლება ცდილობს წარმოაჩინოს ჩემი საქმე, როგორც შემთხვევითი ანომალია დანარჩენი რუსული ბიზნესის წარმატებული საქმიანობის ფონზე, თუმცა, ეს ასე არაა. თავად ფუძემდებლური პრინციპები, რომლებზეც უწევთ მუშაობა რუს ბიზნესმენებს აფხაზეთში, არის ღრმად კრიმინალური. მე ვიყავი ალბათ პირველი რუსი მეწარმე აფხაზეთში, რომელმაც უარი განაცხადა ე.წ. „დახმარების“ ან „დაცვისთვის“ ფულის გადახდაზე.


მე ვარ ქარხნის ერთადერთ მეპატრონე. მე ავაშენე ის ჩემი ფულით ცარიელ ადგილზე და არავის ვალი არ მაქვს. ალბათ მე შემექმნა პრობლემები იმის გამო, რომ ჩემ კომპანიაში არ იყო ე.წ. „ერთობლივი საწარმოს“ სქემა, ანუ მე ვიყავი ქარხნის ერთადერთი დამფუძნებელი.


აფხაზეთში მუშაობა კი შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ წილში შეიყვან ადგილობრივ „ავტორიტეტულ ადამიანებს“, თუმცა, საბოლოოდ ეს ყოველთვის თავდება მეწილეების მიერ ქონების უზურპაციით. ამ შემთხვევაში ინვესტორი სრულიად დაუცველია და ის რეალურად ხდება „პარტნიორების“ მძევალი.


ეს არის სრულიად ნორმალური და საყოველთაოდ მიღებული სქემა აფხაზეთში - სწორედ ამიტომ ათობით ადგილობრივი ბანდა გამდიდრდა რუსეთიდან ჩამოსული „მეწველი ძროხების“ ხარჯზე.


ტერიტორიაზე დანგრეული ინფრასტრუქტრით, არარსებული შიდა ბაზრით და ცივილიზებული თამაშის წესების გარეშე, ვერ მოიზიდავ ინვესტორებს ვერც ერთი ქვეყნიდან. რესპუბლიკის ხელისუფლება ცდილობს შექმნას ისეთი წარმოდგენა, თითქოს ეკონომიკა ვითარდება და სულ მალე მოსახლეობის კეთილდღეობა დაიწყებს ზრდას. ეს არის ტყუილი, რომელიც ცალსახად ცნობილია ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობისთვის.


2010 წელს აფხაზეთი გამოიყურებოდა, როგორც ზრდადი სახელმწიფო, დიახ, დიდი პრობლემებით, თუმცა, მათი გადაწყვეტის შესაძლებლობით.


თუმცა, რეალობამ დაგვანახა, რომ არის ორი არჩევანი  - ან იღებ თამაშის წესებს ადგილობრივ „მაყურებლებთან“, „კრიშასთან“, „დაცვასთან“, ან თავხედურად გაგძარცვავენ, გაგაგდებენ ქვეყნიდან ან, როგორც სხვა ბიზნესმენების შემთხვევაში, გაგიტაცებენ ან მოგკლავენ.


დღეს რუსეთის ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გადახედოს თავის დამოკიდებულებას აფხაზეთისადმი. ჩვენი ჩინოვნიკები იმედოვნებენ, რომ ყველაფერი დალაგდება თავისით, თუმცა, ამასობაში ამ არეულ სიტუაციაში იხარჯება რუსეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონები.


არაფერი გადაწყდება თავისით, სიტუაცია უარესდება ყოველწლიურად, რაც აყენებს უმძიმეს საიმიჯო ზარალს, როგორც თავად აფხაზეთს, ასევე რუსეთს, რომელთანაც კარგ ურთიერთობებზე აფხაზური ელიტა, როგორც ჩანს, დიდად არ ღელავს,“ - წერს ბიზნესმენი.



თენგიზ აბლოთია





„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე

„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-06-04 21:45:33
“თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო”, – თიბისის გენერალურმა დირექტორმა ბანკის გარდაუვალ ტრანსფორმაციაზე მედიასთან ხუთშაბათის ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა. ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, სწორება უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებთან (ამაზონი, გუგლის) კეთდება. “ბანკი კი ვართ, მაგრამ ამავდროულად ტექნოლოგიური კომპანია ვართ.” ჯგუფი 2 კვირაში სტრუქტურული მოწყობის უფრო დეტალურ ხედვას წარმოადგენს, რისთვისაც 1500-ზე მეტი თანამშრომლის...

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-04 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...


მსგავსი სიახლეები

up