რუსეთზე  საერთაშორისო სასამართლოების და არბიტრაჟების გადაწყვეტილებები არ გავრცელდება

რუსეთზე საერთაშორისო სასამართლოების და არბიტრაჟების გადაწყვეტილებები არ გავრცელდება

access_time2020-02-27 19:00:50

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკონსტიტუციო შესწორებას, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური და საერთაშორისი სასამართლოების და არბიტრაჟების გადაწყვეტილებების არაღიარებას გულისხმობს,  მხარი დაუჭირა.

 

ამ ინიციატივით  ფედერაციის საბჭოს წევრი კონსტანტინ კოსაჩოვი გამოვიდა.

 

პროექტი ითვალისწინებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება  ექნება  გადაწყვიტოს, აღიარებს თუ არა რუსეთი საერთაშორისო და უცხოური სასამართლოების ამა თუ იმ ვერდიქტს.

 

არგუმენტად კოსაჩოვმა  ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება მოიყვანა, რომელიც რუსეთს კომპანია „იუკოსის“ ყოფილი აქციონერებისთვის 50 მლრდ. დოლარის გადახდას ავალდებულებს.

 

შესწორება წინ აღუდგება ამ და მრავალი სხვა ანტირუსული გადაწყვეტილებების აღსრულებას  - მიიჩნევს დეპუტატი.

 

ვლადიმერ პუტინმა  ეს მიდგომა გაიზიარა.

 


პრეზიდენტმა ასევე დაუჭირა მხარი შესწორებას, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის უცხოური აქტივების ფლობის აკრძალვას.

 

„როდესაც ადამიანი სამუშაოდ უმაღლეს ხელმძღვანელად მიდის ამა თუ იმ საჯარო სტრუქტურაში, მან უნდა გააკეთოს არჩევანი - რა სურს მას - ემსახუროს რუსეთის მოსახლეობას, თუ ფლობდეს აქტივებს უცხოეთში და ამით დამოკიდებული იყოს სხვა ქვეყნებზე“ - განაცხადა პუტინმა.

 

პრეზიდენტმა ასევე მოიწონა შესწორება, რომელიც გულისხმობს რუსული ენის აღიარებას „სახელმწიფოს შემქნელი ერის ენად“.

 

ასევე პუტინმა „ისტორიის ფალსიფიცირების და ომში რუსი ხალხის მიერ გამოჩენილი გმირობის დაკნინების აკრძალვის“ თაობზე შესწორებას მხარი დაუჭირა.

 

„ეს პუნქტი აუცილებლად უნდა შევიდეს კონსტიტუციაში, რადგანაც ბოლო წლებში გარკვეული ძალები ცდილობენ  ჩვენს ქვეყანას  მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება წაართვან“ - განაცხადა პუტინმა.

 

კიდევ ერთი მხარდაჭერილი ცვლილება რუსეთის ტერიტორიის გასხვისებას კრძალავს. 

 

ვლადიმერ პუტინი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ინიციატივით იანვარში გამოვიდა,  რის შემდეგაც სპეციალურმა ჯგუფმა მუშაობა დაიწყო, სადაც ხდება წარდგენილი კანონპროექტების წინასწარი განხილვა.

 

ჯგუფში უკვე შეტანილია 900 წინადადება.

 

Радио Свобода

 თენგიზ აბლოთია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up