„რუსეთზე ეკონომიკურად და პოლიტიკურად უფრო დამოკიდებული ვხვდებით, რაც დასავლური ინვესტიციებისთვის საფრთხეა“

„რუსეთზე ეკონომიკურად და პოლიტიკურად უფრო დამოკიდებული ვხვდებით, რაც დასავლური ინვესტიციებისთვის საფრთხეა“

access_time2020-02-13 10:00:21

ევროკავშირის პალატამ (EuCham) ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც საინვესტიციო მიმზიდველობით საუკეთესო ქვეყნების გამოსავლენად, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსებია გამოყენებული.


საქართველოს პოზიცია რეიტინგში 2 საფეხურით გაუარესდა და მე-18 ადგილი დაიკავა. წინა წელთან შედარებით, გაუარესდა საქართველოს სარეიტინგო ქულაც და 100-დან 70-მდე შემცირდა.




ანალიტიკოსი ნიკა ობოლაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ინვესტიციები დაუცველია, რაზეც დიდ გავლენას მართლმსაჯულების სისტემა და პოლიტიკური სიტუაცია ახდენს. აქედან გამომდინარე, ის რეიტინგებში გაუარესების ტენდენციის გაგრძელებას მომავალშიც არ გამორიცხავს.



„იმისთვის, რომ ინვესტიციები ქვეყანაში შევიდეს ისინი დაცული უნდა იყოს, ამ დაცულობას კი ორი მთავარი რამ უზრუნველყოფს -საგარეო და საშინაო ფაქტორები. ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით, საგარეო ფაქტორები სამწუხაროდ ყოველწლიურად უარესდება, ჩვენ ვხდებით რუსეთზე ეკონომიკურად და პოლიტიკურად უფრო დამოკიდებული და მისი გავლენა იზრდება, რაც დასავლური ინვესტიციებისთვის საფრთხეა. რაც შეეხება ქვეყნის შიდა სიტუაციას, აქ რამდენიმე ფაქტორია, რაც ინვესტიციების დაცულობაზე ახდენს გავლენას, ერთი არის მართმსაჯულების სისტემა და მეორე პოლიტიკური სიტუაცია. ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია უარესდება და ერთპიროვნული მმართველობიდან ავტორიტარიზმისკენ მივდივართ. გასაკვირი არის ის ოფიციალური რიცხვებიც რაც საქართველოში ინვესტიციების რაოდენობას განსაზღვრავს, აქედან დიდი ნაწილი არის ოფშორების გავლით, ასევე უმრავლესობის უკან არც კი ვიცით ვინ დგას და შეიძლება რაღაც ინტერესების გამო ბიძინა ივანიშვილიც იყოს. საბოლოო ჯამში ის, რომ თუ სიტუაცია გაუარესდა ლოგიკურია, მაგრამ ალბათ მაჩვენებლები იმაზე მეტადაა გაუარესებული, ვიდრე ამას სტატისტიკა აჩვენებს“, - ამბობს ნიკა ობოლაძე.


რეიტინგში საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით საქართველოს ჩამოქვეითებას, „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტი“ რამაზ გერლიანი რეგულაციებს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ რეგულაციური ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, ამ ტიპის აქტივობას ყოველთვის ამცირებს.


„ინვესტიციების კუთხით აშკარა კლების ტენდენცია გვაქვს, შესაბამისად, ინდექსებში ამის ასახვა არც არის გასაკვირი. თავის მხრივ ინვესტიციების კლებაც უკუკავშირს განაპირობებს და უფრო უარეს შედეგს იწვევს. რეგულაციური ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს, ამ ტიპის აქტივობას ყოველთვის ამცირებს. მსგავსი ინდექსები არის იმ პროცესების გამოვლინება რაც ეკონომიკაში მიმდინარეობს. ეს მონაცემები ასახავს წინა პერიოდს, შესაბამისად ახალში კიდევ უფრო გაუარესებული მონაცემები იქნება, რადგან განცხადებები აშშ-ს და ევროკავშირის მხრიდან, პრაქტიკულად ქვეყნის იმიჯს კიდევ უფრო უკან სწევს. ეს არის მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებისთვის მესიჯი, რომ ჩვენი ქვეყანა არასანდო პარტნიორი ხდება, შესაბამისად ეს აისახება ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ინვესტიციური ნაკადების მხრივ. რეგულაციური პოლიტიკის გატარება სამშენებლო და საფინანსო სექტორში, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე აქტივების საკუთრებაში გადაცემის აკრძალვა - ინვესტორებს აფრთხობს, რადგან თუ დღეს ამ კუთხით არის აკრძალვები, ხვალ შეიძლება სხვაც აკრძალონ. ეს ყველაფერი ქვეყნის იმიჯს ყველა მიმართულებით ლახავს და მიმდინარე წელს ნებისმიერი ტიპის ინდექსში გაუარესება გვექნება“, - აცხადებს რამაზ გერლიანი.


EuCham-ის კვლევა 46 ევროპულ ქვეყანას მოიცავს. მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე დანიაა, მას შვედეთი და ნორვეგია მოსდევს. ბოლო - 46-ე ადგილს კი უკრაინა იკავებს.

 

ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up