რუსეთის მთავრობამ სამკურნალო დანიშნულებით კანაფისა და ყაყაჩოს მოყვანაზე აკრძალვა გააუქმა

რუსეთის მთავრობამ სამკურნალო დანიშნულებით კანაფისა და ყაყაჩოს მოყვანაზე აკრძალვა გააუქმა

access_time2020-02-18 18:00:49

რუსეთში ყაყაჩოს ველების მოშენებისთვის ემზადებიან.  მთავრობამ სამრეწველო მიზნით კანაფისა და ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანაზე აკრძალვა გააუქმა.  დადგენილების მიზანი ტკივილგამაყუჩებლების საწარმოებლად აუცლებელი ნედლეულის მარაგის შექმნაა. ამასთან, გაიზრდება არანარკოტიკული კანაფის მინდვრებიც, რისგანაც უკვე მზადდება სხვადასხვა საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, აქსესუარები, სამშენებლო მასალები. გარემოსდამცველები დიდი ხანია ცდილობენ იმის მიღწევას, რომ მცენარემ პლასტმასის პროდუქცია შეცვალოს.


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას,  რომლის მიხედვით კანაფისა და ყაყაჩოს გაშენება დაშვებულია სამრეწველო, სამედიცინო და ვეტერინარული დანიშნულებისთვის.  


ოპიუმის ყაყაჩოს მოშენებაზე აკრძალვის მოხსნას დიდი ხანია ითხოვენ რუსეთის დუმასა და მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში. „ეს აუცილებელია, რათა ჩაანაცვლდეს იმპორტირებული ნედლეული“, აცხადებენ სამინისტროში.


„ოპიუმით წარმოებული 13 რეგისტრირებული პრეპარატიდან 9 მათგანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლების კატეგორიას მიეკუთვნება“ - ამბობს ჯანდაცვის კომიტეტის წევრი ალექსანდრე პეტროვი.


„ყაყაჩოსგან მოპოვებული მორფინი გამოიყენება ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების საწარმოებლად, ახლა მისი იმპორტირება გვიწევს ესპანეთიდან. გასული წლის ბოლო 11 თვის მანძილზე ქვეყანაში ეს ნედლეული 150 კილოგრამამდე შემოვიდა“. - ამბობს ნიკოლაი ბესპალოვი, ანალიტიკური კომპანია RNC Pharma-ს განვითარების დირექტორი.



როგორც ბესპალოვი აღნიშნავს, რუსეთში საწარმოო დანიშნულებისთვის ყაყაჩოს მოყვანა რთული არ არის და არ მოითხოვს ზედმეტ ენერგიასა და რესურსებს. ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანიები რომელთაც მისი მოშენების ნებართვა ექნებათ მკაცრად გაკონტროლდებიან, თუმცა ეს შეიძლება სულაც ერთი კომპანია იყოს.


„ეს არ ნიშნავს აკრძალული ნივთიერებების წარმოებისა და მოხმარების ლეგალიზაციას“ - ამბობს სამედიცინო ექსპერტი.


ყაყაჩოსგან განსხვავებით,  კანაფის ველები საწარმოო მიზნებისთვის რუსეთში 2007 წლიდან არსებობს, რაც მთავრობის დადგენილებით დაშვებულია.პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში შეტანილია კანაფის დამატებითი სახეობა, რომელიც აკრძალვისგან თავისუფლდება.


რუსეთის ბაზარზე კანაფი მთელი რიგი პროდუქტების საწარმოებლად აქტიურად გამოიყენება. პოპულარულია კანაფის მცენარეული ზეთი და როგორც ამბობენ,  ჯანსაღად კვებას უწყობს ხელს. მათი რეკლამირება ხდება, როგორც დიეტური პროდუქტის, რომელიც სასარგებლოა ორგანიზმისთვის.  ასევე ცნობილია, კანაფის ცომისგან დამზადებული მაკარონებიც.


რაც შეეხება ტექსტილის სფეროს,კანაფისგან დამზადებული სამოსი და ფეხსაცმელი, თეთრეული, ჩანთები და აქსესუაარები ქვეყანაში აქტიურად იყიდება. ამბობენ, რომ ასეთი ნაჭერი ნაკლებად დეფორმირდება და ხანგრძლივად გამოყენებადია.  


საბჭოთა პერიოდში კანაფი ყოველწლიურად თითქმის 1 მილიონი ჰექტარზე მოჰყავდათ.დარგის ექსპერტების თქმით, მთავრობის დადგენილება კანაფის მინდვრების სტიმულირებას უახლოეს წლებში მაქსიმუმ 20-300 ათას ჰექტარზე მოახდენს.

 

მარიამ მორგოშია

gazeta.ru




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up