“რუსეთში ხორბლის ბაზრის ჩაკეტვაზე საუბრები უკვე დაიწყო“ - ხორბლის იმპორტიორები მარაგებს ითვლიან

“რუსეთში ხორბლის ბაზრის ჩაკეტვაზე საუბრები უკვე დაიწყო“ - ხორბლის იმპორტიორები მარაგებს ითვლიან

access_time2019-06-25 12:00:38

არაოფიციალური წყაროებით  ჩვენთვის ცნობილია, რომ ხორბლის ბაზრის ჩაკეტვაზე საუბარი რუსეთში უკვე მიმდინარეობს. რისკები თავისთავად არსებობს, თუმცა 2019 წლის დეკემბრის მერე, როცა ხორბალი გაძვირდა და შესაბამისად პურის ფასმაც მოიმატა, ეს გამოწვეული იყო იმით,  რომ ხორბლის გარდამავალი მარაგები კრიტიკულ ზღვარზე იყო ქვეყანაში.  იმის მერე საკმაოდ სერიოზულად იმუშავა კერძო სექტორმა, დიდმა წიქსვილკომოპანიებმა და ტრეიდერებმა, ზღვით და რკინიგზით შემოტანილ იქნა გარკვეული მარაგები და შეიძლება ითქვას, რომ მარაგების მხრივ გარკვეული სტაბილიზაცია გვაქვს ქვეყანაში. რუსეთმა ასეთი გადაწყვეტილება რომც მიიღოს და თან მყისიერად,  ეს არ აისახება ფქვილის და შემდგომ პურის ფასზე.  სიტყვაზე, ხვალ რომ გადაგვიკეტონ რუსებმა ბაზარი,  გვაქვს დაახლოებით ორი თვის მარაგი, თუმცა არის კიდევ კონტრაქტები,  რომელიც ამას შეავსებს და მალე ხორბლის მოსავალი იქნება საქართველოში, რაც ძალიან დაგვეხმარება.  - აცხადებს მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა



სილაგავა აცხადებს, რომ მოსალოდნელი სურათი, რუსეთის მხრიდან ხორბლის ემბარგოსთან დაკავშირებით, საქართველოს მისცემს საშუალებას იზრუნოს ბაზრის დივერსიფიცირებაზე და ამისთვის სპეციალური მექანიზმი უნდა შეიქმნას, რომელიც ახალი ბაზრების ათვისებასა და ხორბლის არსებული მარაგის კონტროლს უზრუნველყოფს.



„აუცილებელია მექანიზმების შექმნა, რომ სტრატეგიული მარაგების მონიტორინგი ხდებოდეს სახელმწიფოს მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანოების მიერ ისე, როგორც ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ. 2008 წლის მსოფლიო კრიზისის შემდეგ გაეროს რეკომენდაციაა,  რომ ხორბლის მარაგი ქვეყანაში 2 წლის სამყოფი მაინც უნდა იყოს, რათა უსაფრთხოდ იყოს მოსახლეობა კრიზისის სიტუაციაში. ამაზეა მიმართული დივერსიფიცირების თემაც, რაზეც დიდ ყურადღებას ვამახვილებთ ბოლო პერიოდში.  ვიცით, რომ ყაზახეთთან ურთიერთობაში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა სატრანსპორტო ტარიფების კუთხით და ამის შედეგს სექტემბერში ველოდებით.



რაც შეეხება ხორბლის ფასებს, ეს დამოკიდებულია მსოფლიოში მიმდინარე ფასების ტენდენციაზე.  ჩვენ ჩვენი სამყოფი არ გვაქვს - მთლიანი მოხმარების მხოლოდ 10 პროცენტი გვაქვს. რადგან აქამდე რუსეთიდან შემოდის ხორბალი, თუ ეს შეიცვალა ამ დროს მნიშვნელოვანია გარდამავალი მარაგების არსებობა.  სანამ ალტერნატიული ბაზრებიდან შემოიტანს ქვეყანა ხორბალს, გვაქვს დაახლოებით 2 თვე,  რომ ქვეყანა გადაერთოს სხვა ბაზრებზე. რუსეთის ხორბლის ფასთან დამოკიდებულებაში უკრაინული, რუმინული თუ უნგრული (ამის პრაქტიკა 7-8 წლის წინ გვქონდა) ხორბალი  შეიძლება იყოს უფრო ძვირი, თუმცა არ მგონია,  იმდენად ძვირი იყოს, რომ გამოიწვიოს ფქვილის  ფასის კრიტიკული მატება.




საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს იმაზე, რომ სხვა ალტერნატიულ ბაზრებთან  ტრანსპორტირების ან ხორბლის ფასების მხრივ მიღწეული იყოს გარკვეული შეთანხმებები. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ამ კვირაში ვხვდებით ეკონომიკის მინისტრსაც ხორბლის თემაზე და ერთი დიდი შეხვედრა იგეგმება, სადაც სამინისტრო და უწყებები ჩაერთვებიან, იქნება განხილვა და გარკვეული მექანიზმის შემუშავება.“ - აცხადებს ლევან სილაგავა.


კომპანია აგროკომში აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან ხორბლის ექსპორტის აკრძალვით მოიძებნება სხვა ბაზრების ათვისების ალტერნატიული გზები და ნაცვლად დაბალფასიანი რუსული ხორბლისა, საქართველოს მოსახლეობას ბევრად ხარისხიანი ხორბლის მიღების შანსი უჩნდება. ამისთვის კი მთავარია ბაზრის დივერსიფიცირება. 


„დილიდან გვირეკავენ ის ადამიანები, ვინც რუსეთში ხორბლის წამოსაღებად დადიან და გვეუბნებიან რომ არსებობს ბაზრის ჩაკეტვის საშიშროება,  რადგან რუსეთის რადიოში მეტნაკლებად ამაზე საუბრები უკვე მიდის. ჭორის დონეზე ვსაუბრობთ, თუმცა ამის ძალიან დიდი შანსია. ჩემი აზრით, თუ რუსეთი აკრძალავს ხორბლის ექსპორტს საქართველოში,   ეს გაცილებით გააუმჯობესებს ბაზარს,  გაცილებით ჯანმრთელ ხორბალს შევჭამთ და იქნება სრულად საერთაშორისო სტანდარტებით შემოტანილი ხორბალი ქვეყანაში და მოვწესრიგებით, იქნება ქვეყანაში მარაგები და არ იქნება იმის შიში,  რომ ხვალ დილას რუსეთმა რომ დაგვიკეტოს ბაზარი, სამი თვე ვიქნებით უჭმელები. ქართული ხორბალი ძალიან ცოტაა,  თუმცა ძალიან წაგვეხმარება, სანამ  სხვა ბაზრებზე გადავერთვებით და ეს იქნება არაჩვეულებრივი, ამას დასჭირდება დრო, თუმცა ამ პერიოდს გადაგვატანინებს ადგილობრივი მოსავალი.“ - აცხადებს კომპანია „აგროკომის“  წარმომადგენელი ქეთი ხაჩიური.



საქართველოს ბოლო სამი წელია ხორბლის 90% რუსეთიდან შემოაქვს. ერთი ტონა მარცვლეული დაახლოებით 244 აშშ დოლარი ღირს. ეს საქართველოსთვის ამჟამად ყველაზე მისაღები ფასია. შუა აზიური ხორბალი 260 დოლარი ჯდება, თუმცა რადგან ყაზახურმა მხარემ ტრანსპორტირების სუდსიდირება თავის თავზე აიღო, პროდუქტის თვითღირებულებაც შემცირდება.






მარიამ მორგოშია




დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up