რუსეთში Twitter-ის მუშაობა შეიზღუდა

რუსეთში Twitter-ის მუშაობა შეიზღუდა

access_time2021-03-10 20:00:42

10 დეკემბრიდან რუსეთის კომუნიკაციების ზედამხედველობის კომიტეტმა (როსკომ ნადზორმა) სოციალური ქსელის Twitter-ის მუშაობის სიჩქარის შენელება დაიწყო.


ზომები ყველა მობილურ მოწყობილობას და სტაციონარული კომპიუტერების 50%-ის შეეხო. სახელმწიფო უწყების მიერ გამოყენებული მექანიზმი ვიდეო და ფოტომასალების გადაცემას ბლოკავს, თუმცა, ტექსტურ შეტყობინებების არ ეხება.


ეს პირველი შემთხვევაა რუსეთის, როდესაც ხელისუფლება სოციალური ქსელის მიმართ ამგვარ ზომებს იღებს. კომუნიკაციების ზედამხედველობის კომიტეტის ინფორმაციით, ამის მიზეზი უკანონო კონტენტის წაშლაზე უარის თქმა იყო. უწყების ცნობით 2017 წლიდან Twitter-ს კონტენტის მოხსნის 28 000 მოთხოვნა გაეგზანვა, თუმცა, დღემდე წაუშლელი რამდენიმე ათასი მასალა რჩება. მათ შორის 2596 არასრულწლოვანებს შორის სუიციდის წახალისებას, 450 ბავშვთა პორნოგრაფიას შეიცავს, 149 კი ნარკოტიკებთანაა დაკავშირებული.


კომუნიკაციების ზედამხედველობის კომიტეტის ქმედებები გამაფრთხილებელი ხასიათისაა და თუ უწყების მოთხოვნების იგნორირება გაგრძელდება, Twitter რუსეთის ტერიტორიაზე მთლიანად დაიბლოკება.


პირველი დღეს სოციალურ ქსელში შეღწევის პრობლემების წინაშე ისეთი მსხვილი კომპანიები აღმოჩნდნენ, როგორც Сбербанк, ВТБ, Альфа-банк, Тинькофф Банк, QIWI, და ა.შ.



რუსეთის პარლამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების და კავშირგაბმულობის კომიტეტის თავჯდომარის ანტონ გორელკინის თქმით, რუსეთში მუშაობის შენელების შემდეგი კანდიდატია Facebook, თუმცა სოციალურ ქსელს სახელმწიფო უწყებების პრეტენზიების გათვალისწინებისთვის საკმარისი დრო აქვს.


რუსეთის კანონმდებლობით, სახელმწიფო უწყების მიერ მითითებული კონტენტის წაშლა, სავალდებულოა და მოთხოვნის იგნორირება მუშაობის მთლიანი ან ნაწილობრივი დაბლოკვით ისჯება.


ასევე 2019 წლის კანონით, ყველა ინტერნეტ-პროვაიდერი ვალდებულია დაიყენოს აღჭურვილობა, რომელსაც აუცილებლობის შემთხვევაში ნებისმიერი რესურსის მთლიანი ამ ნაწილობრივი დაბლოკვის საშუალებას იძლევა. შესაბამისად, როსკომ ნადზოს საკუთარი გადაწყვეტილების აღსრულება არ გაუჭირდება, მით უმეტეს ხელისუფლების მხრიდან ინტერნეტ-პროვაიდერებზე სრული კონტროლის პირობებში.


თუმცა, რუსეთის ელექტრონული კომუნიკაციების ასოციაციის ანალიტიკოსის კარენ კაზარიანის თქმით, ტექნიკური თვალსაზრისით, ეს საკმაოდ რთული ოპერაციაა, თანაც ნაკლებად ეფექტური, რადგანაც შეზღუდვების თავიდან აცილება საკმაოდ მარტივია.


სადღეისოდ რუსეთში Twitter-ს 11,4 მლნ. ადმიანი იყენებს და შემოღებული შეზღუდვების პირობებში, მომხმარებლები ვიდეოს, სურათებს და სხვა „მძიმე კონტენტს“ ვერ ჩატვირთავენ.


ზომების ამოქმედების შემდეგ სოციალურ ქსელში არიხსნება ისეთი უწყებების საიტები როგორც პარლამენტი, მთავრობა, რამდენიმე სამინისტრო და თავად კომუნიკაციების ზედამხედველობის კომიტეტი. უმეტეს შემთხვევებში არა მხოლოდ ვიდეო და ფოტო მასალების, არამედ ტექსტური ინფორმაციის ნახვაც შეუძლებელია, იმის მიუხედავად, რომ ამ სეგმენტს შეზღუდვები არ უნდა შეხებოდა.


თუმცა, კომუნიკაციების ზედამხედველობის კომიტეტის და როსტელეკომის განცხადებებით, 10 მარტს დაფიქსირებული ხარვეზები მიღებულ ზომებთან არავითარ კავშირშია არაა და გამოწვეულია მხოლოდ პროვაიდერების ტექნიკური პრობლემებით. ის, რომ ეს ყველაფერი კომიტეტის სანქციებთან პარალელურად ხდება, უბრალოდ დამთხვევაა.


Rbc.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
Twitter



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up