რუსეთში სურსათის იმპორტის ჩანაცვლების პროგრამა ჩავარდა

რუსეთში სურსათის იმპორტის ჩანაცვლების პროგრამა ჩავარდა

access_time2020-12-07 19:00:57

რუსეთის ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ 2014 წელს ევროპიდან და ამერიკიდან კვების პროდუქტების იმპორტის აკრძალვა ადგილობრივი წარმოებს ზრდას და იმპორტის მაშტაბურ ჩანაცვლებას უზრუნველყოფდა. თუმცა, ეროვნული სარეიტინგო სააგენტოს კვლევის თანახმად, ამ პროგრამამ თითქმის არ იმუშავა და ძირითადად მოხდა არა იმპორტის ჩანაცვლება, არამედ იმპორტიორი ქვეყნების შეცვლა. მეტიც, ხშირ შემთხვევაში ადგილი აკრძალული ევროპული და ამერიკული პროდუქციის სხვა ქვეყნებიდან რეექსპორტს აქვს.


8 წლის წინ დამტკიცებულ იმპორტის ჩანაცვლების პროგრამას 2020 წლისთვის კონკრეტული შედეგები 2020 წლისთვის უნდა გამოეღო. ამ დროის მანძილზე რუსეთმა მნიშვნელოვნად, 65%-ით მხოლოდ ერთი პროდუქტის, ხორცის - იმპორტი შემცირდა. თუმცა, ეს 2,9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ვიდრე სტრატეგიაში დაგეგმილი იყო.


2014 წელს ევროკავშირის და დასავლეთის სხვა ქვეყნებიდან ხორცის, თევზის, რძის პროდუქტების და ხილ-ბოსტნეულის იმპორტი რუსეთში აიკრძალა ევროპის და შტატების მიერ ყირიმის ანექსიის გამო შემოღებული სანქციების საპასუხოდ. თუმცა, დიდი იმედების და ასევე დიდი ფინანსური დანახარჯებს მიუხედავად, იმპორტის ჩანაცვლება მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა. მაგალითად, რძის პროდუქტების იმპორტი დაგეგმილ 30%-ს ნაცვლად, 20%-ით შემცირდა, ხილ-ბოსტნეულის - 11%-ით 20%-ის ნაცვლად.


თითქმის არ შესრულდა ბოსტნეულის ადგილობრივი წარმოების ზრდის გეგმა, 2020 წლისთვის ამ კატეგორიის პროდუქტების იმპორტის 70%-ით შემცირება იგეგმებოდა, მაგრამ ფაქტიურად კლებამ მხოლოდ 27% შეადგინა. სავარაუდოდ, მძიმე კლიმატური პირობების გამო, რუსეთი ბოსტნეულის იმპორტიორი კიდევ დიდი ხნის მანძილზე დარჩება.


რუსეთის ხორცის ეროვნული ასოციაციის თავჯდომარის სერგეი იუშინიც თქმით, 2000 წლებში ქვეყანას უცხოეთიდან წელიწადში 3 მლნ.-მდე ტონა ხორცი შემოჰქონდა, დღეს კი 600 000. 2020 წელს რუსეთში წარმოებულ იქნა 5 მლნ. ტონა ქათმის და 4 მლნ. ტონა ღორის ხორცი, მაშინ როდესაც 10 წლის წინ - 800 000 და 1, 6 მლნ. შესაბამისად იყო.


შედარებით ნელი ტემპებით, მაგრამ იზრდება თევზის წარმოებაც, 2019 წელს რუსეთში ორაგულის წარმოებამ 4,2 ტონა შეადგინა, მაშინ როდესაც 2013-ში - 3,6 მლნ  იყო. გაიზარდა ასევე რძის წარმოება, 2019 წელს ზრდამ 11% შეადგინა.



კვლევის თანახმად, სანქციების ქვეშ მოხვედრილი პროდუქტების წარმოებამ რუსეთში საქონლის იმპორტის მაჩვენებელს გადააჭარბა, თუმცა, საუბარი იმპორტის სრულფასოვან ჩანაცვლებაზე ნაადრევია. თანაც ამ კატეგორიაში იმპორტის შემცირება გადამწყვეტი მასშტაბების არ ყოფილა, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 38%-ს შეადგენდა, 2020-ში კი 30%-ს.


თუმცა, აქ ერთი დამატებითი საკითხიც დგას. ევროკავშირიდან და შტატებიდან იმპორტი სხვა ქვეყნებმა ჩაანაცვლეს, მაგრამ თუ დავუკვირდებით დეტალურად, საინტერესო სურათს მივიღებთ. კერძოდ, გარკვეულ მიმართულებებზე ქვეყნები, საიდანაც შემოდის იმპორტული პროდუქცია, მართლაც შეიცვალა. მაგალითად, ემბარგომდე რძის პროდუქტების იმპორტის 42% ევროკავშირზე, დღეს კი ძირითადი ნაწილი ბელორუსიაზე მოდის, იმპორტის 79% (2014 წლამდე 39%).


ბელორუსიამ ევროკავშირის ასევე ხორცის იმპორტში ჩაანაცვლა - 29% (2014 წლამდე - 12%).


მაგრამ ხშირ შემთხვევაში დეტალებში ჩაღრმავება საინტერესო კანონზომიერებებს ავლენს . მაგალითად, 2014 წელამდე რუსეთში თევზის იმპორტის 40% ნორვეგიაზე მოდიოდა, 2014 წლის შემდეგ ეს წილები ჩილემ და ფარერის კუნძულებმა ჩაანაცვლეს. თუმცა, თავად ჩილემ ნორვეგიული თევზის იმპორტი 3-ჯერ გაზარდა.


ხილის იმპორტში ევროკავშირი ეკვადორმა ჩაანაცვლა, თუმცა, თავად ეკვადორმა ევროპიდან ხილის შესყიდვა 7-ჯერ გაზარდა, რაც ადგილობრივ მოხმარებას მრავალჯერ აჭარბებს.


ბოსტნეული იმპორტის კუთხით ევროკავშირი ჩინეთმა ჩაანაცვლა, თუმცა, თავად ჩინეთმა ევროპული ბოსტნეულის იმპორტი 3-ჯერ გაზარდა.


შედეგად, კვლევის ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს ყველაფერი ადასტურებს მოსაზრებას, რომ სინამდვილეში ამ ქვეყნებიდან იგივე სანქცირებული ევროპული პროდუქტები შემოდის. ასევე დიდია შეფარული ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებიდან, რომლებსაც რუსეთთან სავაჭრო შეღავათები აქვთ.


kommersant.ru

თენგიზ აბლოთია



თეგები:
რუსეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up