SoundCloud-ის ფლატფორმაზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.
აკრძალვის მიზეზი გაურკვეველი რჩება. არც Roskomnadzor-ს და არც გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებიათ.
აღსანიშნავია, რომ მარტში რუსეთმა ასევე აკრძალა Facebook და Instagram.
Soundcloud შეიქმნა 2008 წელს. ამპლატფორმაზე დამოუკიდებელ შემსრულებლებს შეუძლიათ თავიანთი მუსიკის გაზიარება. სერვისს ჰყავს 76 მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი.
რუსული სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, საიტის დაბლოკვის საფუძველი გახდა „ინფორმაციის შესახებ“ კანონის 15.3 მუხლი, რომელიც არეგულირებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, რომელიც შეიცავს მასობრივი არეულობისა და არაავტორიზებული ქმედებების, ექსტრემიზმის, აგრეთვე არასანდო სოციალურად მნიშვნელოვან მოწოდებებს — აღნიშნულის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.