რუსეთში სიკვდილიანობა 1945 წლის შემდეგ რეკორდულ ნიშნულზეა

რუსეთში სიკვდილიანობა 1945 წლის შემდეგ რეკორდულ ნიშნულზეა

access_time2021-12-01 19:00:06

2020-ის დეკემბრიდან მიმდინარე წლის ნოემბრის ჩათვლით რუსეთში სიკვდილიანობამ 2,4 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. ამის შესახებ რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ დემოგრაფებზე დაყრდნობით წერს და აღნიშნავს, რომ ანაზე უარესი მაჩვენებლები ბოლოს მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს - 1941-1945 წლებში იყო. ამის შემდეგ დღემდე რეკორდულად ითვლებოდა 2003 წელი, როდესაც რუსეთის ფედერაციაში 2,37 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.



გაზრდილი სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად კორონავირუსის პანდემია სახელდება. კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, რუსეთში მხოლოდ ნოემბერში ყოველდღიურად საშუალოდ 1 222 ინფიცირებული იღუპებოდა.




თუმცა, დემოგრაფების აზრით, მიზეზო მხოლოდ პანდემია არ არის: 200 ათასზე მეტი გარდაცვალება ავადმყოფობას არ გამოუწვევია. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ სიკვდილიანობის ზრდას ჯანდაცვის სისტემის გადატვირთულობამაც შეუწყო ხელი.



სიკვდილიანობის ზრდას რუსეთის მოსახლეობის დაბერებამაც შეუწყო ხელი. თუ 2020-ის დასაწყისში ქვეყანაში 60 წელზე უფროსი ასაკის 32,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, მიმდინარე წლის დასაწყისში მათი რაოდენობა 33,5 მილიონს აღწევდა. გარდა ამისა, რამდენიმე ათასითაა გაზრდილი ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარებით დამდგარი გარდაცვალება.





ომის ზღვარზე - რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის

ომის ზღვარზე - რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის
access_time2022-01-20 19:00:25
რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის ალბათობა ამ დრომდე ნარჩუნდება. მძიმე ტექნიკა და 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი მოსკოვს მეზობელი ქვეყნის საზღვრიდან არ გაჰყავს და კონტიგენტს თითქმის ყოველდღე ცოცხალი ძალითა თუ ჯავშანტექნიკის დამატებითი ერთეულებით ავსებს. დასავლეთი პუტინს სანქციებით ემუქრება, წარსულის გამოცდილება აჩვენებს, რომ კრემლში სანქციების არ ეშინიათ, თუმცა სანქციებსაც გააჩნია, ერთია ალუმინის მომპოვებელი საწარმოს მეწილისთვის ვიზის არ მიცემა და მეორე საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების...

20 იანვარი - ლარის კურსი უმეტეს ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

20 იანვარი - ლარის კურსი უმეტეს ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-20 18:00:08
20 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.15 თეთრით 3.0825- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0800 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.50 თეთრით 3.4980-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.02 თეთრით 4.1990 -მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 1.36 თეთრით 6.3946-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.66 თეთრით 4.0305-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.08 თეთრით 1.8160-მდე გამყარდა.  თურქულ ლირასთან 0.14 თეთრით 0.2293-მდე...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-20 21:00:32
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. თბილისი - 190 მლნ ლარი, ბათუმი - 105 მლნ ლარი, ქუთაისი - 30 მლნ ლარი - მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული გეგმები საქართველოს მთავრობამ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია წარადგინა. ბიუჯეტის განახლებული ვერსია ხარჯების ზრდას...

„აირზენას“ შეძენით ჩინური და არაბული კომპანიები არიან დაინტერესებული

„აირზენას“ შეძენით ჩინური და არაბული კომპანიები არიან დაინტერესებული
access_time2022-01-20 20:00:00
„საქართველოს ეროვნული ავიაკომპანიის „აირზენას“ შესაძენად უკვე არის დაინტერესება ჩინური და არაბული კომპანიის მხრიდან“. ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ ყოფილმა დირექტორმა, „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დამფუძნებელმა რომან ბოკერიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ხელშეკრულებით არაბული კომპანიის დასახელება არ შეუძლია, რაც შეეხება ჩინურ მხარეს, ბოკერიას თქმით, „აირზენას“ შეძენით დაინტერესებულია სინჩუანის პროვინციის...

ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო
access_time2022-01-20 14:55:00
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ეტაპად წარიმართება, პირველ ეტაპზე კი ქეთევან დედოფლის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდება. „ვიწყებთ ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. ინფრასტრუქტურული პროექტი...


მსგავსი სიახლეები

up