რუსეთში სავალუტო კურსის პრობლემას მაჩვენებელი ტაბლოების აკრძალვით

რუსეთში სავალუტო კურსის პრობლემას მაჩვენებელი ტაბლოების აკრძალვით "აგვარებენ"

access_time2018-12-05 18:30:00


ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს  ქუჩაში კურსის ამსახველი ტაბლოების განთავსებას აუკრძალავენ - შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც რუსეთის  ცენტრალურმა ბანკმა შეიმუშავა, უკვე მიღებულ აქვს  სახელმწიფო სათათბიროს.


გადაწყვეტილების მიღების მიზეზად არალეგალური გადამცვლელი პუნქტებისთვის მოქალაქეთა მოზიდვაში ხელის შეშლა გამოცხადდა.


რუსეთის პარლამენტის ფინანსური ბაზრის კომიტეტის თავმჯდომარემ ანატოლი აქსაკოვმა განაცხადა, რომ ხშირად ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია ტაბლოებზე, არ შეესაბამება რეალობას.


„თანაც ხშირად ამას აკეთებენ არალეგალური გადამცვლელი პუნქტები. ეს პუნქტებიც კი არაა - უფრო რაღაცა გაუგებარი სარდაფებია, სადაც ხორციელდება უკანონო ფინანსური ოპერაციები და მოქალაქეებს ატყუებენ. შედეგად ჩვენი მოქალაქეებო კარგავენ ფულს“ - განაცხადა დეპუტატმა.



ახალმა ნორმამ შეიძლება  კლიენტებს დამატებითი პრობლემები შეუქმნას - მათ მოგებიანი კურსის ძიებაში ყველა ბანკის ფილიალში მოუწევთ შესვლა. თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არის დადებით მხარეებიც - ზოგჯერ ტაბლოზე ერთი კურსია, ხოლო ვალუტის გაცვლა  სხვა კურსით ხდება.


ამავე დროს რუსეთის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორის ევგენი კოგანის თქმით, ტაბლოების აკრძალვა ვერ გადაწყვეტს არალეგალური გადამცვლელი პუნქტების პრობლემას.


„იქნება აბრა შიგნით, თუ იქნება გარეთ - ეს არაფერ ცვლის. თუ ეს მნიშვნელოვანია დეპუტატებისთვის - იყოს.  ჩვენთვის კი სულ ერთია. ეს არის სტრაუსის პოლიტიკა - არ შეიმჩნიო არსებული პრობლემა და თავის ქვიშაში დამალო,“ - თვლის კოგანი.


ექსპერტის აზრით, რაც არ უნდა მიიღოს პარლამენტმა, მოქალაქეებისთვის ტაბლო ვალუტის კურსებით მაინც იქნება ეკონომიკის სარკე, რადგან იქ განთავსებულ ინფორმაციას ადამიანები უფრო ენდობიან, ვიდრე მთავრობის და ცენტრალური ბანკის განცხადებებს.


bfm.ru






ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება“ დატოვა - ვინ იქნება შემდეგი

ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება“ დატოვა - ვინ იქნება შემდეგი
access_time2019-02-22 12:06:38
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დატოვა. შესაბამისი განცხადება მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.  „რთულია ვთქვა, მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა... ქართული ოცნება ასცდა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის იდეალებს. ჩვენ გვაქვს ღირებულებათა სხვაობა,- განაცხადა ეკა ბესელიამ.“ აღნიშნული გადაწყვეტილება ეკა...

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
access_time2019-02-21 21:18:42
ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. შესაბამისი განცხადება გოგიჩაიშვილმა რამდენიმე წუთის წინ, ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. “ყველაფერი ნათელია. მე დღეს უნდა დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობის ფორმატში პარლამენტის ტრიბუნაზე ბოლო გამოსვლა მქონდა. ჩემთვის ზღვარი წაიშალა. მე ვშიშობდი, რომ ეს ზღვარი წაიშლებოდა. მორალური ზღვარი აღარ არსებობს. "ოცნებამ" დღეს დაკარგა მორალური უპირატესობა, ვინაიდან იმ ადამიანებს დაუჭირა მხარი, ვინც სააკაშვილს წლების განმავლობაში...

ეროვნული ბანკის მორიგი განცხადება თიბისი ბანკზე

ეროვნული ბანკის მორიგი განცხადება თიბისი ბანკზე
access_time2019-02-21 18:15:19
საქართველოს ეროვნული ბანკი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ფინანსური სექტორის სტაბილურობას. კომერციული ბანკების ზედამხედველობა საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება  თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე. ამასთანავე, თიბისი ბანკის...

ირაკლი კოვზანაძე - „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე

ირაკლი კოვზანაძე - „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე
access_time2019-02-21 18:55:45
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კონფლიქტი ამოწურულია, „თიბისი ბანკმა“ უნდა გადაიხადოს ჯარიმა და ეს თემა არის დახურული. როგორც კოვზანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია,...

შვიდი საუკეთესო ბურგერი თბილისში

 შვიდი საუკეთესო ბურგერი თბილისში
access_time2019-02-22 11:00:28
ევროპაში და ამერიკაში დანერგილმა „კრაფტ ბურგერის“ კულტურამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოშიც შემოაღწია და დღეს ჩვენ ქვეყანაში  საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.   „კრაფტ ბურგერის“ სეგმენტში რომელი საბურგერეა დღეს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი? — ამ თემაზე „კომერსანტმა“ გამოკითხვა ჩაატარა....


მსგავსი სიახლეები

up