რუსეთში სავაჭრო ცენტრები გაბანკროტების ზღვარზე არიან - 7,5 მლნ კვ/მ ფართი ცარიელია

რუსეთში სავაჭრო ცენტრები გაბანკროტების ზღვარზე არიან - 7,5 მლნ კვ/მ ფართი ცარიელია

access_time2022-08-09 22:00:57

რუსეთის სავაჭრო ცენტრები სერგეი ლავროვს თხოვენ, „მეგობურლი“ ქვეყნების, კერძოდ, აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდეს ან მათთვის რუსული ვიზების აღების ღირებულება შემცირდეს. ამის შესახებ, რუსეთის სავაჭრო ცენტრების საბჭოს პრეზიდენტის, დიმიტრი მოსკალენკოს მიერ საგარეო საქმეთა მინისტრისადმი მიწერილ წერილშია აღნიშნული.


საგარეო უწყება  კომენტარს არ აკეთებს.


წერილში წერია, რომ დღეს რუსეთის სავაჭრო ცენტრებში საცალო მოვაჭრეები და ბრენდები საერთო ჯამში, დაახლოებით, 7,5 მილიონ კვადრატულ მეტრ ფართობზე აღარ ფუნქციონირებენ. ცენტრები მოელიან, რომ დარჩენილი დასავლური კომპანიების წასვლის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით უახლოეს თვეებში კიდევ 3 მილიონი კვადრატული მეტრ ფართობი გამოცარიელდება, რაც ინდუსტრიის შემოსავლების, მინიმუმ, 15-22%-ით შემცირებას გამოიწვევს.



„უძრავი ქონების მფლობელებისთვის, რომლებიც 2020-2021 წლების კორონავირუსული შეზღუდვებისგან ჯერ კიდევ არ არიან სრულად გამოჯანმრთელებული, ეს ბანკროტამდელ მდგომარეობამდე მისვლას ნიშნავს,“ - წერს დიმიტრი მოსკალენკო.


მას ანალიტიკოსების პროგნოზი მოჰყავს, რომ თუ ძირითადი უცხოური ბრენდები რუსეთის ბაზარს დატოვებენ, წლის ბოლოსთვის სავაჭრო ცენტრების 30% ცარიელი იქნება. მოსკოლენკოს ცნობით, აქამდე საცალო მოვაჭრეების „მეგობრული ქვეყნებიდან მიზიდვა ვერ მოხერხდა, რადგან დასავლელმა მოიჯარეებმა მხოლოდ ახლა დაიწყეს კონტრაქტების გაწყვეტა და შენობები ჯერ არ გაუთავისუფლებიათ. თუმცა ნებისმიერი უცხოური ბრენდის რუსულ ბაზარზე შესვლას, მინიმუმ, ერთი წელი სჭირდება, ამიტომ ახალი მაღაზიები 2023 წლის პირველ კვარტლამდე არ გაიხსნება.


ამასთან, მთავარ დაბრკოლებად მოსკალენკო ვიზების აღების ღირებულებას ასახელებს, რაც „მეგობრული“ ქვეყნებიდან ახალი ბრენდების რუსეთში მიზიდვას ხელს უშლის. მისი მონაცემებით, მაგალითად, თურქეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის ფედერაციაში ერთჯერადი შესვლის ვიზის ფასი 80 დოლარია, ხოლო მრავალჯერადი ვიზა 240 დოლარი ღირს.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up