რუსეთში ნავალნის მხარდამჭერი აქციები იმართება - პოლიცია აქციის მონაწილეებს აქტიურად უტევს

რუსეთში ნავალნის მხარდამჭერი აქციები იმართება - პოლიცია აქციის მონაწილეებს აქტიურად უტევს

access_time2021-01-23 14:20:32

რუსეთის რეგიონებში დილიდან დაიწყო 23 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი საპროტესტო აქციები, კრემლის მწვავე კრიტიკოსის, 17 იანვარს დაკავებული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად. რუსეთის მედია იტყობინება, რომ ნოვოსიბირსკში პოლიციამ 30-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

რადიო თავისუფლების რუსეთის სამსახურის ცნობით, ნოვოსიბირსკის ოლქის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე მასობრივი არეულობისკენ მოწოდებების ბრალდებით. დაკავებულია ადგილობრივი მკვიდრი, რომლის სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა. დაკავებულის ვინაობა უცნობია.

ნოვოკუზნეცკში ხალხი რამდენიმე ადგილას შეიკრიბა. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახური ადგილობრივებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აქციაში ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს და ჭარბობენ ახალგაზრდები. ისინი სკანდირებენ - „თავისუფლება“ და „პუტინი ქურდია“.

ალექსეი ნავალნის მოწოდებების შესაბამისად, პუტინის რეჟიმის გასაპროტესტებლად ხალხი ქუჩაში გამოვიდა ქალაქ ბარნაულშიც. იუწყებიან, რომ მოედანზე გამართულ აქციაში მონაწილეობს თითქმის 5 ათასი ადამიანი. მანამდე, აქციის მონაწილეები მსვლელობას აწყობდნენ და სკანდირებდნენ „ძირს მეფე“, „ჩვენ ვართ აქ ხელისუფლება“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“. აქციაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობს. აქციის დაწყებამდე პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა და გზები არაერთ ადგილას გადაკეტა.

პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმებმა აქციის მონაწილეებს პრობლემები შეუქმნეს აღმოსავლეთ ციმბირში, ბურიატეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ულან-უდეშიც. აქციის მონაწილეები შეგროვდნენ პოლიციის განყოფილებასთან, სადაც რამდენიმე დაკავებულია გადაყვანილი. დაკავებულთა შორისაა ბურიატიაში ცნობილი კინორეჟისორი, არტემ ბურლოვი. იტყობინებიან, რომ ის საწრაფო დახმარების მანქანით გამოიყვანეს განყოფილებიდან და მისი ბედი უცნობია. აქციის მონაწილეებს პოლიცია მოუწოდებს მჭიდროდ დადგნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაკავებით ემუქრებიან.

აქციები ამ ეტაპზე იმართება ირკუტსკში, ჩიტაში და რუსთის სხვა ქალაქებსა თუ რაიონულ ცენტრებში. კრასნოდარში ერთ-ერთ აქტივისტს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა იმის გამო, რომ ის აქციის შესახებ ინფორმაციას „ტიკ-ტოკის“ საშუალებით ავრცელებდა. დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები იგეგმება რუსეთის სხვა ქალაქებშიც.


რუსეთის პოლიციამ ნავალნის მომხრეების დაკავება ჯერ კიდევ 22 იანვარს დაიწყო.

ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც იგი მკურნალობის კურსს გადიოდა სამხედრო დანიშნულების შხამით, „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ.

მოსკოვში ჩასული ნავალნი პოლიციამ აეროპორტშივე დააკავა. მეორე დღეს, 18 იანვარს სასამართლომ მას 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, სასჯელაღსრულების დაწესებულების სარჩელის საფუძველზე.

ალექსეი ნავალნიმ რუსეთის მოქალაქეებს საპროტესტო აქციების გამართვისკენ და ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა.


Radiotavisupleba.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up