ასობით ადამიანი დააკავეს რუსეთის ახალი "ნაწილობრივი მობილიზაციის" წინააღმდეგ საპროტესტო აქციების გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით — აღნიშნულის შესახებ BBC-ი წერს.
OVD-Info-ს ცნობით, შაბათს 724 ადამიანი 32 სხვადასხვა ქალაქში დააკავეს.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ უკრაინაში საბრძოლველად 300 000 კაცის გაწვევას გეგმავს, მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო.
წყარო: bbc.com