რუსეთში მცხოვრები 5 ყველაზე შეძლებული ქართველი

რუსეთში მცხოვრები 5 ყველაზე შეძლებული ქართველი

access_time2017-08-19 20:00:32

თავის დროზე რუსეთის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მოსკოვში მცხოვრები ქართველი მომღერლის თამარ გვერდწითელის მიერ რუსეთის ჰიმნის შესრულებას ჩვენში მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.



ეს ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც რუსეთში მოღვაწე ქართველები საქართველოში განკიცხვის ობიექტი კრემლთან სიახლოვის გამო ხდებიან, თუმცა ვერსად გავექცევით ფაქტს, რომ რუსეთში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს, ქართველების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიასპორა ცხოვრობს და ჩვენი თანამემამულეები არაერთ სფეროში წარმატებულებიც არიან.

 


რუსეთში მცხოვრები 5 ყველაზე შეძლებული ქართველი

 


ზურაბ წერეთელი

 

რუსეთში მოღვაწე 83 წლის ზურაბ წერეთელი მოქანდაკე, მხატვარი და პედაგოგია. ის წლების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო დაახლოებული რუსეთის სხვადასხვა ხელისუფლებასთან და დღემდე რჩება კრემლის ფავორიტად. მისი ნამუშევრები მსოფლიოშია ცნობილი. 1997 წლიდან რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტია. წერეთლის ცნობილი ნამუშევრებია: პეტრე დიდის ძეგლი, იოანე პავლე II -ის ქანდაკება, მონუმენტები მეგობრობა სამუდამოდ, კარგი ამარცხებს ბოროტს და ა.შ.

 


border=0

 

ავტორია 500 ათასზე მეტი ფერწერული, გრაფიკული, მონუმენტური ნამუშევრებისა. წერეთელი ავტორია მსოფლიოში დიდი ქრისტეს ქანდაკებისა (80მ.), რომელიც შესაძლოა სანკტ-პეტერბურგში დადგან. მიუხედავად მისი პოპულარულობისა, ხშირად აკრიტიკებენ გიგანტური ნამუშევრების გამო.საინტერესოა, რომ რამდენიმე წლის წინ მან მონუმენტი თვით ვლადიმირ პუტინს მიუძღვნა. ზურაბ წერეთელს არ უყვარს ქონებაზე საუბარი, თუმცა ამბობენ, რომ ის არაერთი დიდი რუსული კომპანიის წილების მფლობელია და მის საკუთრებაში სულ ცოტა ორი მილიარდი დოლარია.

 



თენგიზ არშბა

 

რუსეთში მოღვაწე ოთარ, იგივე თენგიზ არშბა 1955 წელს სოხუმში დაიბადა და გაიზარდა ბათუმში.

 

ბავშვობაში ზაფხულის არდადეგებს აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონ სოფელ ბედიაში ატარებდა. ბებიის თხოვნით საქონელს უვლიდა, შეშას ჩეხავდა, სწორედ ბებოს წყალობით მიეჩვია მომავალი ბიზნესმენი შრომას. რაც შეეხება სპორტს, ძალიან უყვარდა ფეხბურთი. ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრიც გახლდათ. სკოლის დამთავრების შემდეგ ოთარის ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. სწავლობდა სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში. 1994 წელს კი მოსკოვის საერთაშორისო საფინანსო-საბანკო სკოლა დაამთავრა.



width=679

 

2003 წლიდან რუსეთის დუმის დეპუტატია.

 

90-იან წლებში რუსეთში მან საკმაოდ დიდი ქონება დააგროვა. არშბა ქართველი მილიარდერების სიაში მეცხრე პოზიციას იკავებს. მისი ქონება 2,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. მილიარდერი მსოფლიოში მე-14 უმსხვილესი რუსული სამთო-მეტალურგიული კომპანიის ევრაზ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრია.

 

 

დავით იაკობაშვილი

 

დავით იაკობაშვილი 1957 წლის 2 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკის 42-ე სკოლა. ამის შემდეგ დღისით მეტალურგიულ ინსტიტუტში მუშაობდა, ღამით მეტრომშენში. ასევე ეხერხებოდა რადიოტექნიკისა და მაგნიტოფონების შეკეთება.

 


border=0

 


ამჟამად იგი არაერთი ცნობილი რუსული და საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი ორგანოების წევრია. იაკობაშვილი მსხვილი რუსული რძის, წვენებისა და სასმელების მწარმოებელი კომპანიის სს ვიმ-ბილ-დან-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია და 2001-2010 წლებში კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეც იყო. მისი ქონება სამ მილიარდ დოლარს შეადგენს. დავით იაკობაშვილი მრავალი საქველმოქმედო ორგანიზაციის დამაარსებელია. წლების განმავლობაში მის სახელს საქართველოშიც არაერთი ბიზნესი უკავშირდებოდა.

 


ალექსანდრე ჯაფარიძე

 

ალექსანდრე ჯაფარიძე 20 ივლისს 1955 წელს მახაჩკალაში დაიბადა. ბავშვობაში გატაცებული იყო ფიზიკით და მათემატიკით. 1977 წელს დაამთავრა ნავთობქიმიისა და გაზის წარმოების ინსტიტუტი და გეოფიზიკოსთა ექსპედიციის ხელძღვანელად დაინიშნა.

 


border=0
1995 წელს მან დააარსა მომსახურების კომპანია პეტროალიანსი, რომელიც კომპანიებს მომსახურებას უწევდა ნავთობმოპოვების სფეროში. 2004 წელს ბიზნესმენმა ეს კომპანია გაყიდა და შექმნა საბურღი კომპანია. დღეს კომპანია ევრაზიას მფლობელია. ჯაფარიძე ფორბსის რეიტინგში 62-ე ადგილს იკავებს. მისი შემოსავალი 1,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

 



სოსო ორჯონიკიძე

 

იოსებ (სოსო) ნიკოლოზის ძე ორჯონიკიძე 1948 წელს ბორჯომში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ინჟინერ-მექანიკოსის ფაკულტეტზე. 1971 წელს მუშაობა დაიწყო ინჟინერ-ტექნოლოგად. მოგვიანებით, 1976 წელს კომკავშირული კომიტეტის პირველ მდივნად დაინიშნა.
border=0

 

რუსეთში გადასვლის შემდეგ, ის მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის მოადგილედ მუშაობდა. ბიზნესმენი მოსკოვი სიტის მშენებლობის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. გარდა ამისა, რუსეთში ფორმულა 1 ის ტრასის მშენებლობაზე სწორედ მან აიღო პასუხისმგებლობა.

 


ორჯონიკიძეს ორჯერ დაესხნენ თავს: პირველად 2000 წლის 19 დეკემბერს, როდესაც ავტომატური ცეცხლასასროლი იარაღიდან ესროლეს, რა დროსაც ძლივს გადაურჩა სიკვდილს. მეორე მცდელობის დროს 2002 წელს ბიზნესმენი აღარ დაშავებულა. თავდასხმებს მის სათამაშო ბიზნესს უკავშირებენ.


ორჯონიკიძეს ჟურნალისტი ცოლი და ორი შვილი ჰყავს. მისი ქონება შეფასებულია ერთ მილიარდ აშშ დოლარად.

 

 

kvirispalitra.ge




ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი
access_time2020-02-18 19:32:12
ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა. „კომერსანტმა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული  სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელი ქვეყანა ყიდულობს ქართულ ღვინოს ყველაზე დიდი რაოდენობით. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს რუსეთში 4 366,2 ათასი ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტირება მოხდა. ჯამში 2019 წელს რუსეთში 133 251,5 აშშ დოლარის ღვინო...

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
access_time2020-02-18 15:30:46
17 თებერვალს, „m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში, გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას უკავშირდება უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაც, რომელიც თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე. ოფისი თანამედროვედ მოწყობილი საქმიანი სივრცეა. აქ ბინის შეძენის, მსურველები, მიმდინარე თუ დასრულებული კომპლექსების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან ამა თუ იმ პროექტის ძირითად...

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ
access_time2020-02-18 17:30:29
2018 წლის აპრილის მერე, როცა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომელთა გაფიცვის შედეგად მაშინდელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსებს“ ბათუმის ნავსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, რომლის ვინაობასაც რედაქცია, გასაგები მიზეზების გამო, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. ნავსადგურის თანამშრომლის განცხადებით, თანამშრომელთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2018 წლის მოვლენებისას...

პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“

 პასუხი  ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“
access_time2020-02-18 17:10:54
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცხელის ხაზის ტარიფთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას კომპანია „სილქნეტი“ ეხმაურება. „კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  „დილიდან გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ცხელ ხაზზე ტარიფს განსაზღვრავს „სილქნეტი“.განვმარტავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის - 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია „სილქნეტი“. ყველა სატელეფონო...

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ
access_time2020-02-18 17:00:49
დამტკიცდა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები.აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა. ბრძანების თანახმად, ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად ხუთ კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა. ორსულობის 27-ე კვირიდან კი...


მსგავსი სიახლეები

up