რუსულმა ორგანიზაციამ „საზოგადოებრივი სამომხმარებლო ინიციატივა“ 59 კომპანიის სია შეადგინა, რომლებიც, მათი აზრით, ნაციონალიზაციას უნდა დაექვემდებარონ იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მუშაობა შეწყვიტეს. სიაში მოხვდნენ IKEA, IBM, Microsoft, McDonald's და სხვა ცნობილი ფირმები.
აღნიშნული დოკუმენტი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რუსეთის მთავრობას და გენერალურ პროკურატურას გაუგზავნეს, უთხრა რუსულ გამოცემა „იზვესტიას“ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ოლეგ პავლოვმა.
მანვე შავი სიიდან შემდეგი კომპანიები დაასახელა: Volkswagen, Apple, IKEA, Microsoft, IBM, Shell, McDonald's, Porsche, Toyota და H&M. გამოცემას სრული სია არ გამოუქვეყნებია.