რუსეთში მარცვლეულის ცუდ მოსავალს პროგნოზირებენ - გაიზრდება თუ არა ხორბლის ფასი საქართველოში?

რუსეთში მარცვლეულის ცუდ მოსავალს პროგნოზირებენ - გაიზრდება თუ არა ხორბლის ფასი საქართველოში?

access_time2020-12-10 09:55:46

რუსეთი,  ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ერთ-ერთი მსხვილი ექპორტიორი ქვეყანა, სეზონზე ცუდ მოსავალს პროგნოზირებს. მთავარ მიზეზად  კი არასახარბიელო კლიმატური პირობები - ნაკლები ნალექი და ძლიერი ყინვები სახელდება. ექსპერტების განმარტებით, შესაძლოა, პროგნოზი მცირედით შეიცვალოს, თუმცა, მათი ვარაუდით, შემცირებული მოსავალი გარდაუვალი იქნება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოებშიც გამოჩნდა ინფორმაცია.



არსებული ვითარების ფონზე რუსეთი ხორბალზე კვოტის დაწესებას განიხილავს. რუსეთის ფედერაციის შემდეგ, მარცვლეულის მწარმოებელი მსხვილი ექსპორტიორი ყაზახეთია, რომელიც ხორბალზე კვოტის დაწესებას არ აპირებს, თუმცა, დღეის მდგომარეობით, ყაზახეთიდან იმპორტირებული  ხორბლის ფასი რუსულთან  შედარებით 20 აშშ დოლარით ძვირია. საქართველოში ხორბლის იმპორტის 80%-ზე მეტი სწორედ რუსეთიდან ხორციელდება, მარაგის დაახლოებით 10% ყაზახეთიდან ივსება. ადგილობრივ წარმოებაზე კი მოხმარების მხოლოდ 10%-მდე მოდის. ასეთი ვითარების ფონზე, საინტერესოა, დაბალი მოსავლის შესახებ პროგნოზის გამართლება რა გავლენას იქონიებს ფასებზე, ან როგორ აისახება რუსეთის მხრიდან კვოტირება საქართველოში მარაგების შევსებაზე?



 


როგორც წისქვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორი ვლადიმერ ბიძინაშვილი განმარტავს, არსებული პროგნოზის მიხედვით ხორბალზე ფასის ზრდა მოსალოდნელია: „კვოტის დაწესება, რომელსაც რუსეთი განიხილავს, რა თქმა უნდა, არასახარბიელო იქნება საქართველოსთვის. საექსპორტო მარცვლეულზე გარკვეული ლიმიტის დაწესების შემთხვევაში რისკია, რომ სხვა ქვეყნებმა, მაგალითად თურქეთმა ან ეგვიპტემ, ლიმიტი საქართველოზე ადრე აითვისონ.



ესეთი სცენარის დადგომისას იძულებულები ვიქნებით ხორბალი სხვა ექსპორტიორი ქვეყნებიდან შევიძინოთ.  ჩვენ რეგიონში რუსეთის შემდეგ ორი მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანა მოდის; ესენია ყაზახეთი და უკრაინა. მართალია, არც ყაზახეთში და არც უკრაინაში არ პროგნოზირებენ შემცირებულ მოსავალს, მაგრამ, ამჟამად არსებული ფასებით, ყაზახური 20 $-ით ხოლო უკრაინული ხორბალი 8-15$-ით ძვირია რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბალთან შედარებით. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რომელიმე ექსპორტიორმა ქვეყანამ, შესაძლოა, ხელოვნურად გაზარდოს ფასები მარცვლეულზე, მივიღებთ ტონა ხორბალზე მინიმუმ 15$ გაძვირებულ ფასს.


 

არსებულ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი ხორბლის გარკვეული მოცულობის წინასწარ შეძენა იქნებოდა. შეიქმნებოდა გარანტია იმისა, რომ მარაგების არსებობით, რაღაც პერიოდი სტაბილურ ფასს შევინარჩუნებდით. თუმცა, მარაგებისთვის საჭიროა დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება, რაც კერძო მეწარმეებისთვის ისედაც სირთულეს წარმოადგენს და კორონავირუსის მიერ გამოწვეული მდგომარეობის გამო, კიდევ უფრო გართულდა“.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up