რუსეთის ვიცე-პრემიერ ტატიანა გულიკოვას ინფორმაციით, 16 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 93 პაციენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ТАСС-ი ავრცელებს.
რეგისტრირებულ დაავადებულთაგან 7 შემთხვევა არ არის იმპორტირებული, მათი დაინფიცირება ქვეყანაში მყოფი სხვა პაციენტებისგან მოხდა. აღსანიშნავია, რომ 4 პაციენტი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა და კლინიკებში მხოლოდ 79 გადის მკურნალობას.
„სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ რუსეთში 15 ათასი ადამიანი იმყოფება, ისინი აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან“, - განაცხადა ტატიანა გულიკოვამ.
შეგახსენებთ, რომ დღემდე რუსეთში კორონავირუსით დაავადებულთა 63 შემთხვევა ფიქსირდებოდა.
კორონავირუსით გამოწვეული ავადობა პირველად ჩინეთის ქალაქში უხანი გამოვლინდა და მას ოფიციალურად „კორონავირუსით დაავადება-2019“ ანუ COVID-19 ეწოდა. ბოლო მონაცემებით, მთელ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 169 ათასზე მეტი ადამიანი. 6 632 ადამიანი გახდა ვირუსის მსხვერპლი, ხოლო 78 ათასზე მეტი განკურნა.
rambler.ru
ნინო თამაზაშვილი