გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 5 427 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 850 870-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 70 ადამიანი გარდაიცვალა 8 114 კი გამოჯანმრთელდა, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 14 128-მდე გაიზარდა.
Imedinews