„სბერბანკის“ ინფორმაციით, პირველივე არასამუშაო კვირა რუსეთში, რომელიც 30 მარტიდან 5 აპრილამდე გაგრძელდა, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებისთვის კრახის დასაწყისი გახდა, მოთხოვნა პრაქტიკულად განულდა - რეალიზაცია 94,2 პროცენტით შემცირდა. ავეჯსა და ინტერიერის ნივთებზე მოთხოვნა რუსეთში 81 პროცენტით დაეცა, ხოლო ტექნიკა და ელექტრონიკის გაყიდვები 58 პროცენტამდე შემცირდა.
თუმცა, რუსებმა მოიმარაგეს ღვინო, საკვები და წამლები.
სხვა სფეროებს კრიზისის პერიოდში მეტნაკლებად გაუმართლათ - ღვინის მაღაზიებს 31%-იანი ზრდა დაუფიქსირდათ, ციფრული ტექნიკის გაყიდვები 17%-ით გაიზარდა. წამლებსა და საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნა დღემდე ყველაზე მაღალია.
„CBERDANNIE”-ს ლაბორატორიის ანალიტიკოსების გათვლებით, რომ მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში რუსეთის წლიური მთლიანი შიდა პროდუქტი 900-950 მილიარდი რუბლით შემცირდება.
GQ.RU
მოამზადა მარიამ მორგოშიამ