რუსეთში Ikea და H&M იხურება - მაღაზიებთან რიგებია

რუსეთში Ikea და H&M იხურება - მაღაზიებთან რიგებია

access_time2022-03-04 13:50:00

ორი მსხვილი ბრენდი Ikea და H&M რუსეთსა და ბელორუსში მუშაობას დროებით აჩერებს. კომპანიებმა ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიული შეჭრის საპასუხოდ მიიღეს.


ავეჯისა და აქსესუარების შვედური ბრენდი Ikea მსოფლიოში ავეჯის ყველაზე დიდი კომპანიაა. მას რუსეთში 17 მაღაზია აქვს.


კომპანიამ განაცხადა, რომ კონფლიქტს უზარმაზარი ადამიანური გავლენა აქვს, რაც მიწოდების ჯაჭვისა და სავაჭრო პირობების სერიოზულ შეფერხებებს იწვევს. შედეგად, მან გადაწყვიტა შეაჩეროს ყველა საწარმოო და საცალო ოპერაციები რუსეთში და მის მოკავშირე ბელარუსში.


ამის გამო, გუშინ რიგები იყო IKEA-ს მაღაზიებთან. სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ მომხმარებლები მაღაზიებში შეღწევას კარის დახურვის შემდეგაც ცდილობდნენ.


კომპანიის გადაწყვეტილება პირდაპირ ზეგავლენას 15,000 დასაქმებულზე იქონიებს, თუმცა ისინი გარკვეული დროით ხელფასს ისევ მიიღებენ.



Ikea-ს განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტის შედეგად იძულებით დევნილთათვის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 20 მილიონ ევროს გაიღებს.


Ikea-ს „მშობელი კომპანია“ Ingka Group რუსეთში ოპერირებას აგრძელებს. მისი „მეგა“ სავაჭრო ცენტრი რუსებს საკვებით, ტანსაცმლითა და საქონლით კვლავ უზრუნველყოფს.


რაც შეეხება ტანსაცმლის კომპანია H&M Group-ს, რომელსაც რუსეთში 168 მაღაზია აქვს, ქვეყანაში მუშაობას დროებით ისიც აჩერებს.


„H&M Group ზრუნავს ყველა კოლეგაზე და უერთდება მშვიდობისკენ მოწოდებას“,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.


ამ გადაწყვეტილებით, Ikea და H&M უერთდებიან საერთაშორისო კომპანიების მზარდ რიცხვს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რუსეთში მუშაობას აჩერებს. მათ შორის არიან მსხვილი კომპანიები: Apple, Disney და Ford და სხვა.



businessformula.ge



თეგები:
მაღაზიები



წელს მსოფლიო ტურიზმი 65%-ით აღდგება - UNWTO

წელს მსოფლიო ტურიზმი 65%-ით აღდგება - UNWTO
access_time2022-11-29 23:55:13
ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის (UNWTO) პროგნოზით, საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი წელს 65% იქნება. ორგანიზაციის ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში 700 მლნ ტურისმტმა იმოგზაურა მთელ მსოფლიოში, რაც წლიურად 133%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო 2019 წლის შესაბამისი პერიოდის 63%-ს შეადგენს. აღდგენის ეს მაჩვენებელი გამოწვეულია მოგზაურობაზე მაღალი მოთხოვნითა და „კოვიდის“ გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებით. საანგარიშო პერიოდში რეგიონში...

2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების ვინაობა ცნობილია

2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
access_time2022-11-29 21:55:59
2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი პრიზი - აშშ-ში ნასას საზაფხულო ბანაკში გამგზავრება, გუნდმა “LIGGA“-მ პროექტით „რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა“ მოიპოვა. გუნდის მიერ შექმნილიპროექტის საშუალებით, შესაძლებელია ოთახებსა და შენობებში რადიაციის დონის კონტროლი და რადიაციის გავრცელების არეალის განსაზღვრა. გამარჯვებული გუნდის წევრები გაემგზავრებიან აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებენ NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში....

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი
access_time2022-11-29 20:55:28
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბუქარესტში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები გამოხატავენ მტკიცე ერთგულებას ალიანსის ღია კარის პოლიტიკისადმი. „დასავლეთ ბალკანეთის და შავი ზღვის რეგიონებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის. ჩვენ მივესალმებით ჩვენს შეხვედრას ნატო-ს პარტნიორების, ბოსნია და...

ეკონომიკის ორნიშნა ზრდას და ლარის სიმყარეს მხოლოდ რუსეთის ეფექტს ვერ დავაბრალებთ - ვახტანგ ჭარაია

ეკონომიკის ორნიშნა ზრდას და ლარის სიმყარეს მხოლოდ რუსეთის ეფექტს ვერ დავაბრალებთ - ვახტანგ ჭარაია
access_time2022-11-29 21:30:15
ეკონომიკის ორნიშნა ზრდა და ლარის სიმყარეს მხოლოდ რუსეთის ეფექტს ვერ დავაბრალებთ, -ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ვახგანგ ჭარაიამ, გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ განაცხადა. მისი თქმით, გლობალურმა თუ ეკონომიკურმა ცვლილებებმა საქართველოზე გარკვეული პოზიტიური ეფექტი იქონია, მაგრამ საქართველო ამისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდა და ბევრი...

კომპანია Starlink-მა უკრაინის მაცხოვრებლებს ინტერნეტის ტარიფი გაუზარდა

კომპანია Starlink-მა უკრაინის მაცხოვრებლებს ინტერნეტის ტარიფი გაუზარდა
access_time2022-11-29 20:30:44
კომპანია Starlink-მა ინტერნეტის ტარიფი გაუზარდა უკრაინის მაცხოვრებლებს. კომპანიამ აბონენტებისთვის შესაბამისი წერილების დაგზავნა დაიწყო. 29 დეკემბრიდან სატელიტური ინტერნეტი კერძო პირებისთვის თვეში 60 დოლარიდან გაიზრდება 75 დოლარამდე. როგორც „ტელეგრამში“ წერს Инсайдер UA, Starlink-ის ტერმინალისა და ანტენის ფასი გაიზრდება და 500 დოლარის ნაცვლად 700 დოლარი ეღირება. ომის დაწყებიდან ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა უკრაინას Starlink-ის დაახლოებით 20...


მსგავსი სიახლეები

up