რუსეთში ერთი კვირის განმავლობაში ანაზღაურებადი შესვენების პერიოდი იწყება. როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განმარტა, ჯანდაცვასთან დაკავშირებული სტრუქტურები მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებენ, როგორებიცაა სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები, მაღაზიები, ასევე საბანკო სერვისცენტრები, ტრანსპორტი და ხელისუფლების ყველა ორგანო.
ხანგრძლივი შესვენების პერიოდი საჭიროა იმისთვის, რომ კორონავირუსის პანდემიის გავრცელება მაქსიმალურად შემცირდეს, აღნიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა.
შესვენება გაგრძელდება 28 მარტიდან 5 აპრილამდე, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესს გადასახადები 6 თვით გადაუვადდებათ. ცოტა ხნის წინ პუტინმა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ განხილვის გადადება გადაწყვიტა.
RIA.RU
მარიამ მორგოშია