რუსეთში დღე - ღამეში კორონავირუსით 500-1000 ადამიანი ინფიცირდება - კრემლის გეგმა პანდემიის წინააღმდეგ

რუსეთში დღე - ღამეში კორონავირუსით 500-1000 ადამიანი ინფიცირდება - კრემლის გეგმა პანდემიის წინააღმდეგ

access_time2020-04-12 17:30:47

კორონავირუსის პანდემიის ფონზე კრემლი იმაზე სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მოსახლეობის დიდი ნაწილი თვითვიზოლაციაშია და ამ ფონზე ქვეყნის პრეზიდენტი განზე დგომას ამჯობინებს. ამით სარგებლობენ ადგილობრივი ხელმძღვანელები, რომლებიც იღებენ ინიციატივას თავის თავზე.

 

რამდენიმე კვირის მანძილზე რუსეთში იმედოვნებდნენ, რომ დროულად მიღებული ზომები - საზღვრების დაკეტვა, ჩამომსვლელთა მოთავსება 14-დღიან კარანტინში, ავიამიმოსვლის  შეწყვეტა - საკმარისი იქნებოდა ეპიდემიის პრევენციისთვის. თუმცა, საზღვარზე ადამიანების შემოწმება ტარდებოდა ზედაპირულად და უსისტემოდ, ქვეყნის ხელისუფლება კი არ აქცევდა ყურადღებას იმას, რომ ვირუსი უკვე ვრცელდებოდა ქვეყნის შიგნით.

 

რუსეთში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება დღე-ღამეში 500-1000 ადამიანით და მათი უმრავლესობა სწორედ მოსკოვშია.

 

ამ დროს პუტინის გზავნილები მოსახლეობისადმი იყი არაერთგვაროვანი - მან 3-ჯერ მიმართა საზოგადოებას ტელევიზიით და გამოიყურებოდა დაბნეულად ვირუსთან ბრძოლის საკითხებში.

 

გარდა ამისა, საზოგადოება აღაშფოთა მისმა გადაწყვეტილებამ - ყველა დასაქმებულისთვის ხელფასების შენარჩუნება 4-კვირიანი კარანტინის დროს.

 


ერთი შეხედვით, ეს კარგია, რადგანაც მან ამით უზრუნველყო მინიმალური შემოსავლები ფაქტიურად უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის. თუმცა, მცირე და საშუალო ბიზნესის თვალსაზრისით, სახელმწიფომ გადააბარა საკუთარი პასუხისმგებლობა კერძო სექტორს.

 

არავის უთქვამს, როგორ უნდა გადაუხადოს თანამშრომლებს ხელფასები მცირე და საშუალო ბიზნესმა მაშინ, როდესაც ყველაფერი გაჩერებულია და არაფერი არ მუშაობს.

 

საოცრებები ხდება ცენტრს და რეგიონებს შორის ურთიერთობებში. პუტინი წლების მანძილზე აძლიერებდა ე.წ. სახელისუფლებო ვერტიკალს, ფაქტიურად გააუქმა ფედერალიზმი, ადგილობრივი გუბერნატორები კი უსიტყვოდ ასრულებდნენ კრემლის მითითებებს.

 

თუმცა, კრიზისის დროს პუტინმა დააკისრა მათ მთავარი პასუხისმგებლობა ადგილებზე მოვლენათა განვითარებაზე - მისი თქმით, მათ უკეთესად იციან სიტუაცია ადგილზე, და ამიტომ, სწორედ მათ უნდა მიიღონ ძირითადი გადაწყვეტილებები ეპიდემიასთან დაკავშირებით.

 

ამის ფონზე რეგიონული ხელმძღვანელები დაინტერესებულები არიან, რომ გამოავლინონ რაც შეიძლება ნაკლები ინფიცირებული.

 

ერთი შეხედვით, პუტინის გადაწყვეტილება საკმაოდ ლოგიკურია, რადგანაც რუსეთის რეგიონები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მარგამ გასაკვირია, რომ პრეზიდენტმა აღმოაჩინა ეს მაინც და მაინც დღეს, როდესაც პირიქით, საჭიროა მეტი ცენტრალიზება და კონტროლი.

 

 


თეგები:
რუსეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up