რუსეთში და ჩინეთში სამხედროები  iPhone-ს და Microsoft Windows- ვერ იყიდიან

რუსეთში და ჩინეთში სამხედროები iPhone-ს და Microsoft Windows- ვერ იყიდიან

access_time2020-07-01 20:00:05

29 ივნისს აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მრეწველობის და უსაფრთხოების ბიუროს  გადაწყვეტილება რუსეთში, ჩინეთში და ვენესუელაში ტექნოლოგიების ექსპორტის გამკაცრების თაობაზე  ძალაში შევიდა.დადგენილების თანახმად, საუბარია ჩამოთვლილ ქვეყნებში „საგრძნობი და მნიშვნელოვანი“ ტექნოლოგიების  მიწოდების აკრძალვაზე.

 

 ლიცენზიები სამოქალაქო პროდუქციისთვის

 

 აქამდე ამერიკულ კომპანიებს რუსეთში სამოქალაქო დანიშნულების საქონლის ფართო სპექტრის ექსპორტი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეეძლოთ. გადაწყვეტილების ამოქმედების შემდეგ კი, ამისთვის სპეციალური ლიცენზიების მიღება სავალდებულო  იქნება.

 

 საუბარია ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა  ნახევარგამტარები, კომპიუტერები, სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობა,  რადიოლოკაციური სისტემები, დანადგარები საავიაციო ძრავების წარმოებისთვის, და ა.შ.

 

 29 ივნისიდან ამ პროდუქციის ექსპორტიორებს  სამოქალაქო გამოყენების უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა მოუწევთ. ასეთ შემთხვევებში ექსპორტიორმა აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროში სპეციალური ლიცენზიის მისაღებად უნდა მიმართონ.

 

 ეს დამატებით დროს მოითხოვს, თანაც, თუ პროდუქციის საბოლოო მომხმარებელთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდება, მრეწველობის და უსაფრთხოების ბიუროს (BIS) ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის უფლება აქვს.

 

 უწყება ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ხშირად ისეთი ქვეყნები, როგორც რუსეთი და ჩინეთია,  სამოქალაქო ტექნოლოგიებს სამხედრო მიზნებისთვის იყენებენ. თანაც, სამხედრო და სამოქალაქო სექტორები ერთმანეთთან იმდენად ინტეგრირებულია, რომ ამერიკელ ექსპორტიორებს ამა თუ იმ პროდუქციის რეალური საბოლოო მომხმარებლის დადგენა ძალიან უჭირთ.

 

 შედეგად, ეს მძლავრი და საშიში ტექნოლოგიები, რომლებიც  ოფიციალურად სამოქალაქო მიზნებისთვის იყიდება, საბოლოო ჯამში, სამხედრო ორგანიზაციების საკუთრება ხდება.

 

 ახალი ნორმა ამერიკელ ექსპორტიორებზე სერიოზულ გავლენას მოახდენს.სანქციებს და საექსპორტო კონტროლის დარგში მომუშავე იურიდიული კომპანია Jacobson Burton Kelley PLLC - ს დირექტორის დუგ ჯეიკობსონის თქმით, ბიზნესს რუსეთში და ჩინეთში პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობა მაინც ექნება. თუმცა, ამას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება.თანაც, ვერც ერთი ექსპორტიორი  დარწმუნებული ვერ იქნება, რომ ლიცენზიას მიიღებს.


 

 IPhone ჯარისთვის ვერ გაიყიდება

 

 გასათვალისწინებელია ისიც, რომ დადგენილების მე-2 ნორმა რუსეთისთვის, ჩინეთისთვის, და ვენესუელასთვის მცნებას „სამხედრო გამოყენება“ საგრძნობლად აფართოებს. ეს კი ამ ქვეყნების სამხედრო სექტორისთვის ამერიკული საქონლის, ტექნოლოგიებს და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

 

 „საბოლოო სამხედრო მომხმარებლებად“ ისეთი ორგანიზაციები ჩაითვლება, როგორიცაა შეიარაღარებული ძალები, პოლიცია, ეროვნული გვარდია, დაზვერვა, ნებისმიერი კერძო ან საჯარო პირი, რომლის საქმიანობა სამხედრო მიზნებთან რაიმე კავშირშია. ამ პუნქტის დამატება ამერიკული პროდუქციის შესყიდვას ძალოვან სექტორთან, თუნდაც ,მინიმალური შეხების მქონე ორგანიზაციებისთვის შეუძლებელს გახდის.


„საბოლოო სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებად“ 29 ივნისიდან არა მხოლოდ უშუალოდ სამხედრო პროდუქციის შექმნა ან ექსპლუატაცია, არამედ მომიჯნავე საქმიანობაც ჩაითვლება . სამხედრო პროდუქციის გამოყენების ხელშეწყობა, დაყენება და მონტაჟი, ტექნიკური მომსახურეობა, რემონტი, მოდერნიზება, და ა.შ.

 

 ანუ, ამერიკული ტექნოლოგიების ყიდვა არა მხოლოდ უშუალოდ სამხედრო სექტორს აეკრძალება. მაგალითად, კვების პროდუქტების მწარმოებელი, რომელიც ჯარს ან პოლიციას ამარაგებს, ასევე სანქციების ქვეშ მოხვდება.

 

 ამ ტიპის ნებისმიერი ექსპორტი კატეგორიულად აკრძალულია  რუსეთში და ჩინეთში „საბოლოო სამხედრო გამოყენებისთვის“ განკუთვნილი ექსპორტი ლიცენზიას ვერ მიიღებს  - ბიზნესს შეუძლია ამაზე დრო ტყუილად არ დაკარგოს.

 

 აკრძალული საქონლის ჩამონათვალში ატომური ელექტროსადგურების გენერატორები, სენსორები, ლაზერები, ძრავები, სანაოსნო აღჭურვილობა, წყალქვეშა ობიექტების აღმოჩენისთვის საჭირო აკუსტიკური მოწყობილობაც შედის.

 

მეტიც,რუსეთში და ჩინეთში სამხედრო მომხმარებლები iPhone-ს და Microsoft Windows-საც კი ვერ იყიდიან.დუგ ჯეიკობსონის თქმით, ეს ცვლილებები ყველაზე მეტად ჩინეთში ელექტრონული ნაწილების და კომპონენტების ექსპორტს შეაფერხებს.

 

 აშშ რუსეთში და ჩინეთში ექსპორტზე კონტროლს ამკაცრებს

 

 ახალ წესებში საგანგებოდ ხაზგასმულია, რომ შეზღუდვები რუსეთში კოსმოსური დანიშნულების პროდუქციის ექსპორტს არ შეეხება.როგორც ყოველთვის, ამერიკის მთავრობა რუსეთთან კოსმოსის დარგში თანამშრომლობას ნებისმიერ სანქციებზე მაღლა აყენებს.

 

ჯერ კიდევ თებერვალში აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრომ რუსეთი და ჩინეთი იმ ქვეყნების ჩამონათვალში გადაიყვანა, რომლებიც სარაკეტო და ბირთვული ტექნოლოგიების ექსპორტის თვალსაზრისით პრობლემურები არიან.

 

 შედეგად, სადღეისოდ იქ აკრძალულია ისეთი პროდუქციის ექსპორტი, რომელიც  ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური იარაღის, ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიების, უპილოტო სისტემების წარმოებისთვის ან ექსპლუატაციისთვის გამოიყენება.

 

 2018 წლის აგვისტოში აშშ-მ  რუსეთში „ეროვნული უსაფრთხოების“ ნიშნის მქონე პროდუქციის ექსპორტი აკრძალა. მათ შორის, ავიონიკა, წყალქვეშა აპარატები, ზოგიერთი სახეობის გაზოტურბინები, საკალიბრო მოწყობილობა, ელექტრომოწყობილობა, საინფორმაციო უსაფრთხოების სისტემები, და ა.შ.


წყარო: RBC

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up