რუსეთის მოქალაქეები თებერვლიდან ჩინური ბრენდების ავტომობილებზე გადადიან. პოპულარული ჩინური მოდელების გაყიდვები რუსეთში, 2021 წლის ზამთრის პერიოდთან შედარებით 70%–ით არის გაზრდილი.
ჩინური ავტომობილების პოპულარობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო დასავლეთის ქვეყნების მხრიდან მკაცრი სანქციების დაწესებით აიხსნება.
რუსეთის ტერიტორიაზე ოპერირება შეწყვიტეს ისეთმა ცნობილმა ავტომწარმოებლებმა, როგორებიცაა Mercedes-Benz, BMW, Volkswagen, Skoda და Stellantis (Peugeot, Citroen და Opel).
secretmag.ru