რუსეთში ბრენდის RuCoLa რეგისტრაციას გეგმავენ. შესაბამისი განაცხადი როსპანტენტში გამოჩნდა. ამ ბრენდის ქვეშ გაზიანი წყლის, წვენების და ლიმონათების გამოშვებას გეგმავენ. განაცხადი კომპანიამ „სასმელები ჩერნოგოლოვკიდან – აკვალაიფ“ შეიტანა. ამერიკულ Coca-Cola Company–ში უკვე იციან ამის შესახებ და რუსულ კონკურენტს სასამართლოშიც უჩივლებენ. მანამდე უკვე ჰქონდა Coca-Cola–ს ერთი სასამართლო დავა „ჩერნოგოლოვკასთან“ გამაგრილებელი სასმლის Fantola გამო.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
დღეს რუსული კომპანია 7 დასახელების სასმელს აწარმოებს.
სააგენტო „მოსკვას“ ცნობით, Coca-Cola Company–მ, რომელსაც ბრენდი Coca-Cola ეკუთვნის, უკვე მიმართა სასამართლოს „სასმელები ჩერნოგოლოვკიდან – აკვალაიფ“–ისა და როსპატენტის წინააღმდეგ თავისი ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად და რუსული კომპანიის განაცხადის ანულირება მოითხოვა.