რუსეთში ავტომობილების სათადარიგო ნაწილების დეფიციტია

რუსეთში ავტომობილების სათადარიგო ნაწილების დეფიციტია

access_time2022-10-04 16:40:00

რუსეთის საავტომობილო ბაზრის წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში ავტომობილების სათადარიგო ნაწილები მნიშვნელოვნად გაძვირდა, ზოგიერთი მათგანი კი საერთოდ დეფიციტურია. მათი ცნობით, რუსეთში დეფიციტური გახდა საქარე მინები, ძარას დეტალები, ძრავები, ზეთის და საწვავის ფილტრები. ამასთან, მათი ნაწილის შეტანა ქვეყანაში პარალელური იმპორტითაც კი შეუძლებელია. ამის გამო რუსები ავტომფლობელებს სთავაზობენ არა ახალი დეტალებით ავტომობილის შეკეთებას, არამედ მეორადი ავტომობილების გამოცვლილი დეტალებით, რომლებიც ასევე 15%-ით გაძვირდა.



რუსეთში სათადარიგო ნაწილების ფასები იანვრის შემდეგ ბრენდის მიხედვით 35-65%-ით არის გაზრდილი. აღნიშნული ტენდენცია განპირობებულია რუსეთიდან ევროპელი მწარმოებლების გასვლით, ვალუტის კურსის რყევითა და გართულებული ლოჯისტიკით. ბრენდებს შორის, რომელთა ნაწილებზეც ამჟამად დიდი დეფიციტი ფიქსირდება, არის – Ford, Subaru, Suzuki, Renault, ასევე Audi, Mazda და Volvo. ხოლო რუსეთში პოპულარული Kia Rio და Hyundai Solaris-ის ძრავის ზეთის ფასი 40%-ით არის გაზრდილი, ხოლო სამუხრუჭე ხუნდების 65%.



კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ პრემიალური სეგმენტის ავტომობილების მფლობელები, რომელთა შორისაა: BMW, Mercedes-Benz, Jaguar, Land Rover, ასევე Volvo, Lexus და Porsche. მათი საქარე მინების ფასი მილიონ რუბლამდეა გაძვირებული, არ იშოვება მათი ბამპერებიც და ამორტიზატორები.




ამასთან, რუსების მხრიდან 23-ჯერ არის მოთხოვნა გაზრდილი მაკომპლექტებლებზე ონლაინ სეგმენტში. ყველაზე ხშირად ისინი ყიდულობენ ზეთებს, სალონის ფილტრებს, დამცველებს, ხუნდებს, საწვავის ფილტრებს და საყრდენების სტაბილიზატორებს. ამასთან, სექტემბერში გაიზარდა მოთხოვნა ძრავის ზეთებზე, სავარძლების შეფუთვებზე, ნისლსაწინააღმდეგო ფარებზე, მინის საწმენდებზე და საბურავებზე.



bpn.ge



თეგები:
დეფიციტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up