რუსეთში აშშ-ის ინფორმატორი ათწლეულების წინათაც არსებობდა

რუსეთში აშშ-ის ინფორმატორი ათწლეულების წინათაც არსებობდა

access_time2019-09-10 23:45:51

New York Times-მა აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის მაღალი რანგის მოხელე, რომელიც ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ გადაიბირა რამდენიმე ათწლეულის წინ, რუსეთიდან გამოიყვანეს, ვინაიდან შესაძლოა, ის გამოაშკარავების საფრთხის წინაშე აღმოჩენილიყო. მანამდე ამის შესახებ იტყობინებოდა CNN-ი.


New York Times-ის თანახმად, ეს ადამიანი არ შედიოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უახლოეს გარემოცვაში, მაგრამ რეგულარულად ხვდებოდა მას და, რაც მთავარია, წვდომა ჰქონდა სამთავრობო აპარატზე, სადაც იღებდნენ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს. გაზეთის თანახმად, სწორედ ეს ინფორმატორი იყო ის წყარო, რომლის მეშვეობითაც მოხერხდა დასკვნის გამოტანა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის ოპერაცია ვლადიმირ პუტინის უშუალო ხელმძღვანელობითა და განკარგულებით ტარდებოდა. ამ წყაროს თანახმად, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე პუტინმა გასცა განკარგულება დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის ელექტრონული ფოსტის გატეხვის თაობაზე.



ამ ადამიანის ვინაობას და ადგილმდებარეობას არ აცხადებენ, ვინაიდან მას შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას. ინფორმატორმა რუსეთი 2017 წელს დატოვა. გაზეთის თანახმად, ამ გადაწყვეტილების შედეგად დასრულდა რუსეთში აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფასეული წყაროს საქმიანობა. გაზეთი წერს, რომ „აშშ-ის ხელისუფლებამ დაკარგა შესაძლებლობა, შიგნიდან შეხედოს ვითარებას რუსეთში, მაშინ, როცა ის ეძებდა მტკიცებულებებს 2018 წლის არჩევნებსა და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის ჩარევის შესახებ“.


რადიო თვისუფლება






2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს

 2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს
access_time2019-09-19 19:00:57
ტექინსპექტირება, რომელიც თავდაპირველად ჰაერის დაბინძურების მიზეზით დაიწყო, ფაქტია, ამ მხრივ უშედეგო აღმოჩნდა. თითქმის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე მსუბუქი ავტომობილების ნაწილი დღესაც ისეთ შავ კვამლს უშვებს,რომ შეიძლება 200-300 მეტრზე ვერაფერი გაარჩიოთ. რადიო „ფორტუნამ“ ამ თემაზე ვრცელი სტატია გააკეთა, სადაც სპეციალისტები ტექინსპექტირების რეფორმის ჩავარდნაზე პირდაპირ საუბრობენ. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში კონცეფციაზე მუშაობენ,...

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა
access_time2019-09-19 17:15:52
ხაზარაძეს უნდა, რომ ორი კურდღელი ერთი გასროლით მოკლას. მე ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, მაგრამ, ამავე დროს ძალიან ცუდად ახასიათებს თავად ახალ შექმნილ პარტიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ვოლსკის თქმით, კომპანია, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა. “ხაზარაძე ასახელებს კომპანიას, რომელიც ფაქტობრივად, რუსული...

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“
access_time2019-09-19 15:20:57
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია. გამოკითხულთა 84 პროცენტი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და მთავრობას აკისრებს.   საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც 13-29 ივლისს ჩატარდა, ნათლად აჩვენებს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარებას,  რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი....

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ
access_time2019-09-19 15:00:53
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი მთავრობაში არ განიხილება. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები, - განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტის მიერ...

თინა ტურძილაძე: „ჩვენი სისტემის პირობებში, სადაც არა გვაქვს ჯენერიკების სწორი სტრატეგია, ფასრეგულაციით დაწყება სწორი არ არის“

თინა ტურძილაძე: „ჩვენი სისტემის პირობებში, სადაც  არა გვაქვს ჯენერიკების სწორი სტრატეგია, ფასრეგულაციით დაწყება სწორი არ არის“
access_time2019-09-19 16:15:58
ჯანდაცვის კონსულტანტი თინა ტურძილაძე რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც შესაძლოა სახელმწიფომ მედიკამენტების ფასები ნაწილობრივ დარეგულიროს. როგორც ტურიძილაძე განმარტავს,მედიკამენტების ფასის რეგულირება ფასის შეკავების მექანიზმია, რომელიც როგორც წესი, ფარმაცევტული დანახარჯის შესამცირებლად და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად გამოიყენება. საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ დამოუკიდებლად ეს ინსტრუმენტი ეფექტური...


მსგავსი სიახლეები

up