რუსეთში Apple-ს სმარტფონები აიკრძალება

რუსეთში Apple-ს სმარტფონები აიკრძალება

access_time2019-11-08 21:00:12

რუსეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონი, რომელიც კრძალავს სმარტფონების გაყიდვას იმ შემთხვევებში, თუ მათზე არაა დაყენებულ რუსული პროგრამული უზრუნველყოფა.დეპუტატების აზრით, ეს დაეხმარება რუსული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლებს უცხოელებთან კონკურენციაში.


ინიციატივას უკვე დაუჭირა მხარი მთავრობამ, რომელიც მიიჩნევს, რომ ახალი კანონი  რუსეთში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას შეუწყობს ხელს.


დაავადების ისტორია


2014 წელს რუსულმა საძიებო სისტემა „იანდექსმა“  რუსეთის ანტიმონოპოლიურ სამსახურში Google-ს უჩივლა, რომელიც Android-ის საფუძველზე შემქნილი სმარტფონების მწარმოებლებისგან კონკურენტი სერვისების - მათ შორის იანდექსის - დაყენების აკრძალვას ითხოვდა.


2-წლიანი განხილვის შემდეგ სამსახურმა ცნო რუსული კომპანიის პრეტენზიების მართებულობა  და  Google 438 მლნ. რუბლით დააჯარიმა. გარდა ამისა,  მოითხოვა კონტრაქტში ჩადებული დისკრიმინაციული ნორმის გაუქმება.


ამის შემდეგ კიდევ ერთი სკანდალი  იყო - Samsung Galaxy S8-ის მომხმარებლები უკმაყოფილოები იყვნენ იმის გამო, რომ ამ ტელეფონებში შეუძლებელი აღმოჩნდა Facebook-ს წაშლა.ამის საპასუხოდ რამდენიმე დეპუტატამა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ავალდებულებდა ყველა მწარმოებელს ადგილობრივი პროგრამების დაყენების უფლების მიცემას.



დროის ფაქტორი


ახალი კანონი შედის ძალაში 2020 წლის 1 ივლისიდან, თუმცა, შესაძლოა ეს ვერ მოხერხდეს - საქმე იმაშია, რომ დეტალები - კერძოდ,რუსული პროგრამების და დამატებების სია უნდა წარადგინოს მთავრობამ, სადაც ამ საკითხზე ერთიანი აზრი ჯერ არაა ჩამოყალიბებული.


მაგალითად, კავშირგაბმულობის სამინისტროს აზრით, სია საერთოდ არაა საჭირო  და შეღავათები უნდა ეხებოდეს ნებისმიერ რუსულ პროგრამას.ასევე პრობლემაა ისიც,რომ სიის შედგენის შემთხვევაში ძალიან მაღალია მასში მოხვედისთვის კორუფციული რისკები.


რუსეთი აიფონების გარეშე


მომხმარებლების დიდი ნაწილისთვის ახალი კანონი არაფერს ცვლის - ყველა პროგრამა, რომლის  დაყენების უფლებაზეც საუბარია კანონპროექტში - უფასოა. თანაც არავინ არ ითხოვს უცხოური პროგრამული უზრუნველყოფის რუსულით ჩანაცვლებას.კანონი მოითხოვს მხოლოდ იმას, რომ უცხოურებთან ერთად ტელეფონებზე უნდა იყოს რუსული პროგრამებიც.


ანუ, არავის არ მოუწევს არჩევანის გაკეთება „იანდექსს“ და Google-ს შორის.კანონი შეეხება მხოლოდ Apple-ის პროდუქციას, რომლის ოპერაციული სისტემა არ ითვალისწინებს უცხო პროგრამების დაყენების საშუალებას.


ამიტომაც, ჯერ კიდევ თებერვალში კომპანიამ განაცხადა, რომ ახალი კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში გადახედავს ბიზნესმოდელს რუსეთში, ანუ, სავარაუდოდ დატოვებს ბაზარს, რომელზეც  მისი ბრუნვის მხოლოდ მცირე ნაწილი მოდის.


Ria.ru






19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-10-19 18:30:02
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 19 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2117 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-19 21:00:58
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. კომერსანტის ექსკლუზივი - პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, ამოქმედებული დადგენილება თუ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი ქაოსი კოვიდ სტატისტიკაში   კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან რვა თვის შემდეგ, კომერსანტმა...

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება
access_time2020-10-19 20:30:21
დღეს ორი განსხვავებული საფრანგეთი არსებობს, ერთი რომელიც კომენდანტის საათში კორონავირუსის გამო 21.00-დან 6.00-მდე ჩაკეტეს და  მეორე, რომელიც ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს, თუ ამას ინფექციის გავრცელების სიჩქარე დააცდის.   ემანუელ მაკრონმა არჩევანი მკაცრი ზომების და დიდ ქალაქებში კომენდანტის საათის სასარგებლოდ გააკეთა და ამით რეალურ რისკზე წავიდა.   სწორედ დიდ ქალაქებში, პირველ რიგში პარიზში, პანდემიამ ყველაზე მძიმე სოციალური  ჭრილობები დატოვა,...

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება
access_time2020-10-19 19:30:29
როდესაც კორონავირუსი ჩინეთის ტერიტორიას გასცდა და პანდემია დაიწყო, ყველა ეკონომიკა მსოფლიოში ერთბაშად და უნისონში ჩამოიშალა. ყველა ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა ისეთ დონეზე, რომელიც კაცობრიობას მშვიდობიანობის დროს არ უნახავს.   ამის შემდეგ აგრესიული ფისკალური და მონეტარული რეაქცია დაიწყო, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსის წარმატებული შეკავება, მაგალითად ჩინეთში.   საერთაშორისი სავალუტო ფონდის პროგნოზის...

ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხვალ პირველ თვითმფრინავს შემოიყვანს

ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხვალ პირველ თვითმფრინავს შემოიყვანს
access_time2020-10-19 17:30:07
ავიაკომპანია „აირ ჯორჯიამ“ შესაძლოა, დაბალბიუჯეტიანი ფრენები დაიწყოს. როგორც ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა, პირველი AIRBUS A320 ტიპის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ხვალ შემოვა, მეორე კი დაახლოებით, 1 თვეში.   გიორგი კოდუას თქმით, ამ ეტაპზე მთავრობასთან მოლაპარაკებები ისევ გრძელდება და დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ქართული დაბალბიუჯეტანი ავიაკომპანია, რომელიც კონკურენციას Wizz Air-ს გაუწევს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო...


მსგავსი სიახლეები

up