რუსეთში 100-მდე  მედიკამენტზე  დეფიციტის შექმნაა მოსალოდნელი

რუსეთში 100-მდე მედიკამენტზე დეფიციტის შექმნაა მოსალოდნელი

access_time2023-01-25 01:00:51

რუსეთში აფთიაქებში მედიკამენტებზე  დეფიციტს ელოდებიან. პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც საზღვარგარეთიდან წამლების იმპორტი შემცირდა და იმპორტირებულ ნედლეულზე დამოკიდებული შიდა წარმოებაც გართულდა. ინფორმაციას  ფარმვესტნიკი ავრცელებს.


დეფიციტი მოსალოდნელია 97 დასახელების წამალზე, მათ შორის არის ძირითადი ანტისეპტიკები, ტკივილგამაყუჩებლები, ჰორმონები და ვაქცინები. კერძოდ, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ სიაში შედის პარაცეტამოლი, ასპირინი, იბუპროფენი, ანალგინი, ჰორმონალური პრეპარატი პრედნიზოლონი, პენიცილინის ანტიბიოტიკები (ამოქსიცილინი და დოქსიციკლინი). 


სიაში ასევე შედის საანესთეზიო ლიდოკაინი, იოდის ხსნარი, კორვალოლის ტაბლეტები და წვეთები, ნიტროგლიცერინი, დიფტერიის, ყივანახველისა და ტეტანუსის ვაქცინა (ADKS), ვიტამინი E და რამდენიმე სახის იმუნოგლობულინი.



„ჩამონათვალში შედის მედიკამენტები, რომლებზეც პრიორიტეტული იქნება ზომები ბაზარზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად“, - განმარტავენ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.


RNC Pharma-ს შეფასებით, საზღვარგარეთიდან რუსეთში მედიკამენტების იმპორტი  20%-ით შემცირდა. 




USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს
access_time2023-01-28 09:55:58
კომპანია არ შევა მომხარებელთან დავაში და ასობით მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას. აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული.„ჩვენ გვიყვარს თითოეული მომხმარებელი -...

„55 000 კურსდამთავრებულიდან 80% უმუშევარია“ – შოთა ბურჯანაძე

„55 000 კურსდამთავრებულიდან 80% უმუშევარია“ – შოთა ბურჯანაძე
access_time2023-01-28 11:00:28
საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ვაკანსიების სიჭარბესა და უმუშევრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება პარადოქსია, მისი თქმით ქვეყანაში 55 000 კურსდამთავრებულია მათგან 80% კი უმუშევარია." ის ისევ ეძებს სხვა პროფესიით სამუშაოს, ან ქვეყნიდან გაედინება. აუცილებელი უნდა იყოს ამ ხალხისთვის პროფესიულ სასწავლებელში სწავლის შესაძლებლობის მიცემა, და არა ის, რომ „შეტენო“...

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს
access_time2023-01-28 09:00:43
2022 წლის კრიზისული წლის შედეგების მიხედვით, რუსეთის ბანკების მოგება 2022 წელს 11,8-ჯერ შემცირდა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ის 2,4 ტრილიონი რუბლიდან 203 მილიარდ რუბლამდე დაეცა. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით...

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ
access_time2023-01-28 10:00:53
დეკემბრიდან მოქმედი ემბარგოს მიუხედავად, ევროპული ტანკერები აგრძელებენ რუსული ნავთობის ევროპაში გადატანას. ამის შესახებ გამოცემა Investigate Europe -ზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.     როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის მიწოდების აკრძალვა ძალაში 5 დეკემბერს შევიდა, თუმცა მას შემდეგ ევროპულმა ტანკერებმა...

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
access_time2023-01-28 00:45:35
შვიდი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაული უბნის ნევე იააქოვის სინაგოგასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა სინაგოგასთან სროლა დაიწყეს, საპასუხო სროლის შედეგად ერთი მათგანი მოკლეს, დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს. პოლიცია რაიონში ჩხრეკას ატარებს, რათა გამოირიცხოს ახალი თავდასხმების შესაძლებლობა. სამართალდამცავები თავდამსხმელების მანქანასაც...


მსგავსი სიახლეები

up