რუსეთს ტყის ხანძრების შედეგად 2,4 მილიარდი რუბლის ზარალი მიადგა

რუსეთს ტყის ხანძრების შედეგად 2,4 მილიარდი რუბლის ზარალი მიადგა

access_time2019-08-03 13:54:41

რუსეთს ტყის ხანძრების შედეგად 2,4 მილიარდი ზარალი მიადგა. მონაცემები სააღრიცხო პალატის facebook-ის გვერდზეა ხელმისაწვდომი.

ხანძრების შედეგად მიყენებული ზარალის მიზეზად პალატა მწირ დაფინანსებას და სპეცტექნიკის დეფიციტს ასახელებს. ბოლო მონაცემებით, რუსეთში ხანძარმა სამი მილიონი ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა.

რთული მდგომარეობაა იაკუტიაში, კრასნოდარის და ირკუტსკის მხარეში. ხანძარს სიბირში და შორეულ აღმოსავლეთში რუსეთის თავდაცვის ძალები აქრობენ. 

რუსეთის ტყეებში მასშტაბური ხანძარი სამ მილიონ ჰექტარზე მეტ ფართობზეა უკვე მოდებული. ხანძრისგან წარმოქმნილი კვამლი თითქმის ყველა დიდ ქალაქამდე აღწევს, მათ შორის შეინიშნა ალასკასა და მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორშიც.

რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა 1 აგვისტოს განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთში ტყის ხანძრები სპეციალურად გააჩინეს, იმისთვის, რომ ხე-ტყის მოპოვების უკანონო ფაქტები დამალონ. 

მოსახლეობა რუსეთის ხელისუფლების რეაგირებით უკმაყოფილოა და მას პეტიციით მიმართავს. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 31 ივლისს გამოსცა ბრძანება, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს ტყის ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვა უბრძანა.

ტყის მსხვილი ხანძრები ივლისის ბოლოს არსებული მონაცემებით არის ციმბირის ათამდე რეგიონში, მათ შორის იაკუტიში, კრასნოიარსკის ოლქში და ირკუტსკის ოლქში.

რუსეთში ტყის ხანძრებს მსახიობი ლეონდარდო დიკაპრიო კრიტიკით გამოეხმაურა. 


IPN 

თეგები:
რუსეთი



9 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა

9 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა
access_time2020-04-09 19:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი...

დარგები, რომელიც პანდემიის დასრულების შემდეგ გაკოტრების წინაშე აღმოჩნდება-ირაკლი ბერძენაძე

დარგები, რომელიც პანდემიის დასრულების შემდეგ გაკოტრების წინაშე აღმოჩნდება-ირაკლი ბერძენაძე
access_time2020-04-09 18:00:52
ევროპის ლიბერალური ეკონომიკის ასოციაციის საერთაშორისო ეკონომიკური ექსპერტი ირაკლი ბერძენაძე facebook-ში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „კორონავირუსის პანდემია აუცილებლად დასრულდება მაქსიმუმ 2 თვის ვადაში, მაგრამ სექტორები, რომლებიც აღმოჩნდებიან ღრმა ფინანსურ კრიზისში და გარკვეულწილად გაკოტრების წინაშე იქნება შემდეგი: 1) უძრავი ქონების ბაზარი - (კომერციული და საცხოვრებელი ბინების გაქირავება, მშენებლობა).2) ტურიზმი (სასტუმრო, AirBnb ზე...

საერთაშორისო მისიების ღია წერილი საქართველოს მთავრობასა და ხალხს - „საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ“

საერთაშორისო მისიების ღია წერილი საქართველოს მთავრობასა და ხალხს - „საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ“
access_time2020-04-09 14:31:25
საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები და დიპლომატები საქართველოს მთავრობასა და ხალხს ღია წერილით მიმართავენ. ღია წერილი მსოფლიო ბანკმა გაავრცელა. წერილში პანდემიისგან გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად საქართველოს მზაობასა და ქვეყნის მხარდაჭერაზეა საუბარი. „COVID-19–ის პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი უპრეცედენტო სისწრაფით ღრმავდება და მსოფლიოს ეკონომიკას რეცესიისკენ...

რუსეთში კარანტინის პირველივე კვირას ტანსაცმლის გაყიდვები განულდა

რუსეთში კარანტინის პირველივე  კვირას ტანსაცმლის გაყიდვები განულდა
access_time2020-04-09 18:30:46
„სბერბანკის“ ინფორმაციით, პირველივე არასამუშაო კვირა რუსეთში, რომელიც 30 მარტიდან 5 აპრილამდე გაგრძელდა, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებისთვის კრახის დასაწყისი გახდა, მოთხოვნა პრაქტიკულად განულდა - რეალიზაცია 94,2 პროცენტით შემცირდა. ავეჯსა და ინტერიერის ნივთებზე მოთხოვნა რუსეთში 81 პროცენტით დაეცა, ხოლო ტექნიკა და ელექტრონიკის გაყიდვები 58 პროცენტამდე შემცირდა. თუმცა, რუსებმა მოიმარაგეს ღვინო, საკვები და წამლები. სხვა სფეროებს კრიზისის...

Bloomberg: კორონავირუსის ეპიდემიის გამო გლობალური ეკონომიკა 5 ტრილიონ დოლარს დაკარგავს

Bloomberg: კორონავირუსის ეპიდემიის გამო გლობალური ეკონომიკა 5 ტრილიონ დოლარს დაკარგავს
access_time2020-04-09 15:00:23
გლობალური ეკონომიკის მთლიანი ზიანი ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ორ წელიწადში 5 ტრილიონ დოლარზე მეტი იქნება, - წერს Bloomberg-ი. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ „მსოფლიო ღრმა რეცესიაში შედის, რადგან ხელისუფლებებმა ვირუსის გამო კერძო ბიზნესს უბრძანეს, შეწყვიტონ მუშაობა და ხალხი დარჩეს სახლში.“ თუმცა, პროგნოზის მიხედვით, ვარდნა შეჩერდება, ქვეყნების ეკონომიკებს დანაკარგების ანაზღაურებისთვის საკმაოდ დრო დასჭირდებათ , - აღნიშნულია...


მსგავსი სიახლეები

up