„რუსეთს პოლარიზებული ევროპა აწყობს“

„რუსეთს პოლარიზებული ევროპა აწყობს“

access_time2016-12-07 09:00:21

ევროპის ქვეყნები სხვადასხვა პოზიციებზე დგანან - იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენზიმ გადადგომის შესახებ განცხადება კვირას გამართულ რეფერენდუმზე განცდილი მარცხის შემდეგ გააკეთა. მისი პროევროპული პოლიტიკა იტალიელებმა ბრიტანელების მსგავსად უარყვეს. საპირისპირო მდგომარეობაა ავსტრიაში, სადაც არჩევნები მემარცხენეებმა მოიგეს. ბულგარეთმა, ევროპის კავშირის წევრმაც გასულ თვეში სოციალისტი ლიდერი აირჩია, რომელსაც რუსეთთან ახლო კავშირები აქვს. რას უნდა მოასწავებდეს ამგვარი დინამიკა ევროპის ქვეყნებში რუსეთთან მიმართებაში?

 

კვირას, საფრანგეთის დედაქალაქში, რუსეთის კათალიკოს-პატრიარქმა ეიფელის კოშკის მახლობლად აშენებული რუსული ტაძარი აკურთხა. ცნობილია, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი პრეზიდენტ პუტინის ახლო მოკავშირეა. აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსების ნაწილი პარიზის ცენტრში ტაძრის კურთხევის ფაქტს რუსეთის პოლიტიკის ევროპაზე დომინირების სიმბოლურ ნიშნად აღიქვამს.


თუკი გაზაფხულზე საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები ნაციონალისტმა კანდიდატმა მოიგო, მოსკოვი პარიზზე გავლენას გაზრდის - ამბობს პროფესორი პიტერ ელცოვი, ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი. „საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ რუსეთის ბანკებმა მარინ ლე პენს, საფრანგეთის ულტრა-მემარჯვენე ფრთის "ნაციონალური ფრონტის" ლიდერს 27 მილიონი ევრო ასესხა. რამდენიმე თვეში იქ საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მას გამარჯვების რეალური შანსები აქვს. თუ ეს ასე მოხდა, თამამად შემიძლია ევროპის კავშირის დასასრულის პროგნოზი გავაკეთო“, - აღნიშნავს პროფესორი ელცოვი.

 

ლე პენი აცხადებს, რომ ის ამერიკის მომავალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან ერთად ისეთი ტრიოს წევრი გახდება, რომელიც "მშვიდობისთვის კარგი იქნება".


 

სავარაუდოდ, დონალდ ტრამპის არჩევას შოკური ტალღების მსგავსი გავლენა ექნება ევროპის ქვეყნებზე - ამბობს პროფესორი ელცოვი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში. ნაციონალისტური ჯგუფები გაძლიერდებიან, თუმცა იქნება სოციალისტების გამარჯვებებიც. მისი აზრით, რუსეთი ხელს ორივე რადიკალურ მხარეს უწყობს. „რომ წარმოიდგინოთ, რუსეთი მხარს წესით უნდა უჭერდეს ან მემარჯვენე, ან მემარცხენე პოლიტიკოსებს. მაგრამ, კრემლი უმთავრესად ხელს უწყობს იმათ, ვინც ევროპის კავშირს სკეპტიკურად უყურებს. მათ, ვისაც კავშირის დატოვება უნდა და ვინც მომავალში მას რუსეთზე დაწესებული სანქციების მოხსნაში დაეხმარება“, - ამბობს ის.

 

მოსკოვი ინვესტიციებს არამარტო ევროპელ პოლიტიკოსებში, არამედ ძლიერ პროპაგანდაშიც დებს, რომელსაც გავლენა მთელ რეგიონზე აქვს. „ცდილობენ, რაც კი შეუძლიათ, ყველაფერი გააკეთონ. მე ვიტყოდი, მთავარი სუსტი წერტილები, რომელიც დღეს პროპაგანდის განსაკუთრებული გავლენის ქვეშ არის, ესენია: საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი და გარკვეული დოზით, ბულგარეთიც. ჩრდილოეთ ევროპას ეს ნამდვილად არ ეხება“, - აღნიშნავს პროფესორი ელცოვი.

 

ის ფიქრობს, რომ მოსკოვი ასევე შეეცდება ფინანსური და იდეოლოგიური რესურსები ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შესასუსტებლად მიმართოს. ექნება მცდელობა NATO რამდენიმე წევრმა დატოვოს, ან მასში გაწევრიანება გადაიფიქროს და ალიანსისკენ სვლა შეაჩეროს. პროფესორ ელცოვის აზრით, შეერთებულმა შტატებმა ევროპელი მოკავშირეები მტკიცე მხარდაჭერაში მაქსიმალურად უნდა დაარწმუნოს და ამასთან „რა თქმა უნდა, არ უნდა უღალატოს თავის მოკავშირეებს აღმოსავლეთ ევროპაში. კონკრეტულად ბალტიისპირეთის ქვეყნებს ვგულისხმობ, სახელმწიფოებს, რომელთაც რუსეთის ეშინიათ და სადაც საკმაო რაოდენობით რუსები ცხოვრობენ". ანალიტიკოსის აზრით, თუკი დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობებში დათბობას არჩევს, მაშინ ვეღარასოდეს მიაღწევენ იმ მიდგომის გამეორებას, რომელიც დაახლოებით 30 წლის წინ, რეიგან-გორბაჩოვის ეპოქაში იყო.

 

„ამერიკის ხმა“

 



გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა
access_time2019-11-18 12:51:44
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების აქციებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეორე ფრთის რევოლუციური სცენარის განვითარებას წარმოადგენს. „ეჭვი მაქვს, იქნებ, ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება, რომ არ მივიღოთ, რადგან ბიუჯეტი არის გათვლილი ადამიანზე. ის შევადგინეთ მას შემდეგ, რაც ათასობით სოფელი მოვიარეთ საქართველოში. ბიუჯეტის და იმ...

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად
access_time2019-11-18 11:20:21
ციფრული გადახდების გლობალურმა ლიდერმა, Mastercard-მა, პროექტის “Cashelss for future” გამარჯვებულები გამოავლინა. ფინანსური განათლების ასამაღლებელი ტრენინგები Mastercard-მა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებთან“ ერთად დაგეგმა, პროექტის მოწვეული ტრენერი საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძეც გახლდათ. პროექტი 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მიზნად საუკეთესო მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვას ისახავდა, რომელიც საქართველოში უნაღდო...

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“
access_time2019-11-18 12:16:29
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პრესსამსახური  გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებას  ავრცელებს, რომელსაც “კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, თუ რა პროცესები ვითარდება რეალურად უკანასკნელ დღეებში. გუშინ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ საპროტესტო აქციის რეალური ორგანიზატორი იყო ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით. ამ აქციის საბაბი პროპორციული...

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფი დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება“

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფი დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება“
access_time2019-11-18 11:30:14
„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფი ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც ჩვენ ვიმყოფებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეგიონალური საავადმყოფოს ფასი არის ერთი,  ქალაქში მომუშავე საავადმყოფოს ფასი არის მეორე“, - ასე აფასებს   „PINEO“-ს სამედიცინო ეკოსისტემის სამედიცინო დირექტორი ზაზა სინაურიძე ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმას. მეან-გინეკოლოგი აცხადებს, რომ დადგენილი ტარიფები ჰაერიდან არის აღებული...

სესხის ამომღები კომპანიები სამუშაო მეთოდებს არ ცვლიან – შანტაჟი და მუქარა მსესხებლების წინააღმდეგ

სესხის ამომღები კომპანიები სამუშაო მეთოდებს არ ცვლიან – შანტაჟი და მუქარა მსესხებლების წინააღმდეგ
access_time2019-11-18 11:00:50
საქართველოში უკვე იშვიათად მოიძებნება ადამიანი, ვისაც ბანკთან, მიკროსაფინანსო ან ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციასთან ურთიერთობა არ აქვს. შესაბამისად, არსებობს იმის რისკიც, რომ ამ ურთიერთობებს პრობლემები მოყვეს. ამ რისკის დადგომის ალბათობას, კიდევ უფრო რეალურს ხდის ქვეყანაში არსებული არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა და მძიმე სოციალური ფონი. საკრედიტო ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ხშირად ირღვევა, მიზეზი კი, ძირითადად, ერთია – მომხმარებლის...


მსგავსი სიახლეები

up