შვედურმა IKEA-მ, რომელიც 2022 წლის მარტიდან ეტაპობრივად წყვეტს საქმიანობას რუსეთში, თავისი შვილობილი კომპანიის - რუსეთში IKEA-ს შესყიდვების სამსახურის ლიკვიდაცია დაიწყო. მულტინაციონალურმა კონცერნმა აღნიშნული გადაწყვეტილება 10 ნოემბერს მიიღო.
„კომპანიის ლიკვიდატორად დიმიტრი ჩურინი დაინიშნა. ეს უკანასკნელი, მიმდინარე წლის სექტემბერში, რუსეთში მეორე სკანდინავიური კომპანიის Glaston Oyj-ის ლიკვიდატორადაც მოგვევლინა.
რუსეთში IKEA-ს შესყიდვების სამსახურის ძირითადი საქმიანობა მონაცემთა ბაზებისა და საინფორმაციო რესურსების შექმნა და გამოყენება, უძრავი ქონების მართვა და მის შეფასებაში შუამავლის როლის გაწევა იყო. 2021 წლის ბოლოს კომპანიას 454 მილიონი რუბლის შემოსავალი ჰქონდა, საიდანაც წმინდა მოგება 31 მილიონი იყო.
ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნებულ 2022 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ წლის ბოლომდე IKEA აპირებს, რომ სამუდამოდ დახუროს თავისი შესყიდვებისა და ლოჯისტიკის ოფისები მოსკოვსა და მინსკში. 2023 წლის დასაწყისისთვის რუსეთში კომპანიის ოთხი ქარხანა გაიყიდება - ლენინგრადის ოლქში, ველიკი ნოვგოროდსა და კრასნაია პოლიანაში.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა