რუსეთს დედოლარიზაციამ 8 მილიარდი დოლარი დააკარგვინა-საქართველოში კი დედოლარიზაცია ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკაა

რუსეთს დედოლარიზაციამ 8 მილიარდი დოლარი დააკარგვინა-საქართველოში კი დედოლარიზაცია ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკაა

access_time2019-10-21 18:30:53

რუსეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებამ, სავალუტო რეზერვების ნაწილი სხვა ვალუტებში გადაეტანათ, რუსეთის ეკონომიკას 8 მილიარდი დოლარი დააკარგვინა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.


საუბარია ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებული ექსპერიმენტზე, რომელიც სავალუტო რეზერვებში დოლარის წილის შემცირებას გულისხმობდა. ამ გადაწყვეტილების გამო რუსეთმა ვერ მიიღო სარგებელი, რომელსაც დოლარის 6.5%-იან გამყარება მოუტანდა.


სავალუტო რეზერვების მანამდე არსებული სტრუქტურით, რეზერვის სახით არსებული 531 მილიარდი დოლარი 3.8%-ით გაიზრდებოდა.


Goldman&Sach-ის მონაცემებით, დედოლარიზაციის გადაწყვეტილება რუსეთში ამერიკული სანქციების გავლენის შესამცირებლად მიიღეს. დოლარზე ნაწილობრივ უარის თქმის შემდეგ, რუსეთმა პრიორიტეტად ჩინური იუანი დაისახა.


ამ დროისთვის რუსეთი იუანის მსოფლიოს რეზერვების 70%-ს ფლობს. დედოლარიზაციით გამოწვეულ დანაკარგებს ნაწილობრივ ოქროს მზარდი მარაგები აკომპენსირებს. 2018 წელს რუსეთის ოქროს საცავების ღირებულება 40%-ით 100 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.



ამის პარარელურად, საქართველოში დედოლარიზაცია ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკაა. „უმჯობესია დედოლარიზაცია სწრაფად მიდიოდეს ფიზიკური პირებისთვის და მცირე სესხების შემთხვევაში, ვიდრე მაღალ კორპორატიული სესხებში,“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა, რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“. მან საქართველოში არსებულ მონეტარული პოლიტიკასა და საბანკო რეგულაციებზე ისაუბრა.


„მაღალი დოლარიზაცია არამარტო მოსახლეობას, არამედ ფინანსურ სექტორსაც უქმნის პრობლემებს. ბოლო პერიოდში ქვეყნის საკრედიტო რეიტიგინგი გაუმჯობესდა,ერთ-ერთ ნეგატიურ მხარესა და რისკებში ყოველთვის სახელდებოდა მაღალი დოლარიზაცია. თუმცა, მთავარი აქცენტი ჩვენთვის  ფიზიკურ პირებზე კეთდება. უმჯობესია დედოლარიზაცია სწრაფად მიდიოდეს ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც  მცირე სესხებს  იღებენ, ვიდრე მაღალ კორპორატიული სესხებში.


რეგულაციები რამდენიმე ეტაპად განხორციელდა, მთლიანობაში რომ შევხედოთ, არასაბანკო სესხებზე მკვეთრად შემცირდა საპროცენტო განაკვეთები, ეს არ ეხება მხოლოდ მიკროსაფინანსოებს. იყვნენ გამსესხებლები,რომელთა საშუალო საპროცენტო განაკვეთი 200-300% იყო და ახლა ეს რიცხვი ჩამოსულია 20-30%-ზე. ეს კვლავ მაღალია, მაგრამ წარსულში არსებულთან შედარებით გაცილებით მცირე. პროცენტი შემცირებულია იპოთეკურ სესხებზეც. სამომხმარებლო სესხები კვლავ მცირდება და 0-თან ახლოს არის.რაც შეეხება მთლიან დაკრედიტებას, სესხების გაცემის ზრდა დაახლოებით 21%-ია, თუ კურსის ეფექტს გამოვრიცხავთ საკმაოდ კარგი მაჩვენებელია ჩვენი დინამიკისთვის. ასევე იზრდება ბიზნესში დაკრედიტება და იპოთეკური სესხების ზრდა, მათ შორის ლარით იპოთეკური სესხების დაკრედიტების 100%-იანი ზრდა აქვს. ჯამურად პოზიტიური დინამიკაა,რომელიც მომავალში კიდევ უფრო ჯანსაღ ფინანსურ გარემოს მოგვცემს,“ - ამბობს არჩილ მესტვირიშვილი.


ნათია კეკენაძე 




პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
access_time2019-11-16 20:14:30
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია...

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“
access_time2019-11-16 15:00:31
„გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს. მისი აზრით, კანონპროექტის ჩაგდება, არამხოლოდ პოლიტიკურ არასტაბილურობას, არამედ ეკონომიკურ პრობლემებსაც გამოიწვევს, „კომერსანტი ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „რა არის გასაკეთებელი (ბლოკებად დავყოფ რომ ლოგიკა გასაგები იყოს):   ა) გვყავს ფაქტობრივად არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც გადააგდო ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის...

ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს

 ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს
access_time2019-11-16 14:10:08
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ახალი ტარიფების საჯარო განხილვას ითხოვს, ის პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრსა და ექიმებს იბარებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დადგენილების გამოცემის წინ, მოხმდარიყო შეხვედრა, ან ახლა მაინც მოხდეს შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტში, სადაც მსჯელობის საშუალება მიეცემათ კლინიკის ხელმძღვანელებს, დადგენილი ტარიფები რამდენად არის მისაღები“,-ამბობს კობერიძე.

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება
access_time2019-11-16 13:27:55
მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაძაბულობა გრძელდება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაძაბულობა გრძელდება
access_time2019-11-16 12:30:22
„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ დაპირისპირება გრძელდება. აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა „ქართული ოცნების“ ოფისის პიკეტირება მოეხდინათ, რის შემდეგაც დაპირისპირება...


მსგავსი სიახლეები

up