„თუ ამ კრიზისს ჩინეთიდან ამერიკული, იაპონური, კორეული კორპორაციების მიერ წარმოების გატანა  მოჰყვება, შესაძლოა ჩვენთვისაც გაჩნდეს იაფიანი წარმოების ათვისების ნიშა“

„თუ ამ კრიზისს ჩინეთიდან ამერიკული, იაპონური, კორეული კორპორაციების მიერ წარმოების გატანა მოჰყვება, შესაძლოა ჩვენთვისაც გაჩნდეს იაფიანი წარმოების ათვისების ნიშა“

access_time2020-05-12 11:40:33

 „თუ ამ კრიზისს ჩინეთიდან ამერიკული, იაპონური, კორეული კორპორაციების მიერ წარმოების გატანა  მოჰყვება, შესაძლოა ჩვენთვისაც გაჩნდეს ნიშა, რათა იაფიანი წარმოება ავითვისოთ“- ამის შესახებ „კომერსანტთან“ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ ისაუბრა.


პანდემიის აფეთქებიდან დღემდე უცხოურ მედიაში ხშირად ჩნდება პროგნოზები, მოსაზრებები და ანალიტიკური სტატიები მსოფლიოს ახალ წესრიგთან და დიდ ეკონომიკურ გადაწყობასთან დაკავშირებით. მიმდინარე მოვლენებმა გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე შესაძლოა ისე იმოქმედოს, რომ მივიღოთ სრულიად ახალი მსოფლიო წესრიგი. უცხოელი ანალიტიკოსების მოსაზრებით, კორონავირუსის პანდემიის შემდგომ გამოიკვეთება მთავარი მოთამაშეები და მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე გამარჯვებული და დამარცხებულიც მოინიშნება.


დაჩქარდა თუ არა დიდი გადაწყობის პროცესები კორონავირუსის გამო, სად იქნება ახალ მსოფლიოში საქართველო და რა გავლენას მოახდენს უკვე დაძაბულ აშშ-ჩინეთის ურთიერთობებზე პანდემია? ელის თუ არა რუსეთს დიდი ეკონომიკური რეცესია? - თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ არსებული პროცესები რუსეთთან მიმართებაში პოლიტიკური არასტაბილურობის მომასწავებელი უფროა, ვიდრე ეკონომიკური რეცესიის. ექსპერტის აზრით, რუსეთში ერთპიროვნული მმართველობა დიდხანს არ შენარჩუნდება, რაც საქართველოს გეოპოლიტიკურ სტატუსზეც იმოქმედებს.



 „რუსეთს ნახევარი ტრილიონი დოლარის ღირებულების  რეზერვები აქვს არა მხოლოდ ვალუტაში, არამედ ოქროსა და სხვადასხვა ფასიანი ქაღალდების სახით. არაერთი ეკონომიკური კრიზისი გადაუტანია რუსეთს, თუნდაც ყირიმის ანექსიის შემდეგ დაკისრებული სანქციები, რომელიც ნავთობის გაიაფებას დაემთხვა.  მაგრამ, უმთავრესი რუსეთთან მიმართებაში არის პოლიტიკური და არა ეკონომიკური ფაქტორი. თუ მას დაღმასვლა ელოდება,  ეს იქნება პოლიტიკური სისტემის კრიზისიდან და არა ეკონომიკური ფაქტორებიდან გამოწვეული. პოლიტიკური კრიზისი ადრე თუ გვიან ელოდება რუსეთს, იმიტომ რომ მათი პოლიტიკური მოდელი ძალიან ხელოვნურია და ასე მუდმივად არ შენაჩუნდება. თუ ერთი კაცის მმართველობას შეერყევა საფუძველი კორონავირუსის გამო ,მაშინ შეიძლება  ვილაპარაკოთ, რომ მართლაც გაუჭირდება რუსეთს პანდემიის შედეგებთან გამკლავება.ეს კი ცხადია ჩვენზეც, მსოფლიოში ძალთა განლაგებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს.“ - აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.


რაც შეეხება პანდემიის შემდეგ  გლობალურ გადაწყობას, ამგვარ განვითარებას პოლიტიკური ექსპერტი ნაკლებად ვარაუდობს, თუმცა, მისი აზრით, მოსალოდნელია ეკონომიკური ცვლილებები და საქართველოსთვის ახალი საწარმოო დატვირთვის პოტენციალი.

 

მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up