„რუსეთმა ტრამპის მოკავშირეები გამოიყენა, რათა 2020 წლის არჩევნებზე გავლენა მოეხდინა“, - აშშ მორიგ სანქციების შემოიღებს

„რუსეთმა ტრამპის მოკავშირეები გამოიყენა, რათა 2020 წლის არჩევნებზე გავლენა მოეხდინა“, - აშშ მორიგ სანქციების შემოიღებს

access_time2021-03-17 20:00:26

შესაძლოა, მომავალ კვირას აშშ-მ რუსეთის წინაამღდეგ, ამჯერად 2020 წლის არჩევნებში ჩარევის გამო, ახალი სანქციები შემოიღოს. ამერიკული დაზვერვის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რუსული სპეცსამსახურები ჯო ბაიდენის რეპუტაციის შელახვას მედიაში გაჩაღებული პროპაგანდის და დონალდ ტრამპის გარემოცვაში გარკვეული ადამიანების ხელშეწყობით ცდილობდა.

 

ამჯერად რუსეთი მარტო არაა, შეზღუდვები შესაძლოა ირანს და ჩინეთსაც დაუწესდეს. მათ ასევე შტატების პრეზიდენტის არჩევნებში ჩარევა ბრალდება.

 

სახელმწიფი დეპარტამენტის წარმომადგენლები მომავალ სანქციებთან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობენ, მათ მხოლოდ სანქციების ქვეშ მოხვედრილი ქვეყნების დასახელება შეუძლიათ.

 

სავარაუდოდ, შეზღუდვები ეროვნული დაზვერვის, იუსტიციის სამინისტროს, გამოძიებათა ფედერალური ბიუროს და კიბერუსაფრთხოების სამსახურის მიერ მიერ მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ დაწესდება.

 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინმა ბაიდენის და დემოკრატიული პარტიის დისკრედიტაციის მიზნით, „გავლენის ოპერაციის“ დაწყების ბრძანება გასცა. ასევე პროპაგანდისტული კამპანიის მიზანი აშშ-შ- საზოგადოებრივ-პოლიტიკური უთანხმოებების გაღვივება და საარჩევნო პროცესისადმი უნდობლობის დათესვა იყო.

 

დაზვერვის ანალიტიკოსების აზრით, მოსკოვი რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ ადამიანების მეშვეობით მედიაში ავრცელებდა ინფორმაციას, რომელსაც მაყურებლები შეცდომაში შეჰყავდა. მათ შორის დონალდ ტრამპის გარემოცვაში მყოფი ადამიანებიც იყვნენ.

ამ გეგმის რეალიზებაში ასევე რუსული არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.


 

ანგარიშის საფუძველზე იუსტიციის და შიდა უსაფრთხოების მინისტრებმა უნდა მოამზადონ მოხსენება 2020 წლის არჩევნებზე უცხო ქვეყნების გავლენის თაობაზე, რის შემდეგ რუსეთის, ჩინეთის და ირანის წინაამღდეგ სანქციების შემოღება შესაძლებელი გახდება.

 

თეთრი სახლის წარმომამდგენელმა ჯეინ ფსაკიმ განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის მიერ ალექსეი ნავალნის წინაამღდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო გარკვეული ზომები უკვე მიიღო.

 

„პრეზიდენტმა ბაიდენმა ვლადიმერი პუტინთან თავის პირველ საუბარში რუსეთის პრეზიდენტი გააფრთხილა, რომ აშშ რუსეთის მადესტაბილიზირებელ ქმედებებზე პასუხს გასცემს“ - განაცხადა მან.

 

ფსაკის თქმით, სანქციების შემოღება არა მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებზე მასობრივ კიბეშეტევასთანაა დაკავშირებული.

 

„ჩვენ ამ საკითხებს  ბოლომდე განვიხილავთ, რის შემდეგაც პრეზიდენტი იტოვებს უფლებას პასუხი გასცეს იმ დროს და იმ ფორმით, როგორც საჭიროდ ჩათვლის“ - განაცხადა ჯეინ ფსაკიმ.

 

ამ დროისთვის აშშ-ს უკვე შემოღებული აქვს სანქციებს რუსეთის სპეცსამსახურების და რამდენიმე მაღალჩინოსნის წინაამღდეგ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო. სანქცი​რებულ პირთა სია წლების მანძილზე რამდენიმეჯერ შეიცვალა.

 

საინტერესო ისაა, რომ სანქციების შემოღება ირანის წინაამღდეგ იგეგმება, თუმცა მოსკოვს და თეირანს ამ შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებული მიზნები ჰქონდათ, რუსეთი პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის არჩევას ლობირებდა, მაშინ, როდესაც თეირანი პირიქით, ჯო ბაიდების სასარგებლოდ მუშაობდა. შესაბამისად, მათ შორის არავითარი კოორდინაცია და ურთიერთკავშირი მათ შორის არ ყოფილა.

 

 

წყარო: cnn.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up