რუსეთმა შესაძლოა, ხე-ტყის მასალის ექსპორტიც შეზღუდოს

რუსეთმა შესაძლოა, ხე-ტყის მასალის ექსპორტიც შეზღუდოს

access_time2021-05-17 13:10:00

რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო ხე-ტყის ექსპორტის შეზღუდვას განიხილავს. ამის შესახებ სამინისტროს პრეს-სამსახურში აცხადებენ. მიზეზი სახერხ მასალაზე ფასების ზრდაა. სახლების მშენებლობისთვის განკუთვნილ ამ მასალას „შიდა ბაზრისთვის არსებითად აუცილებელი საქონლის“ ჩამონათვალში შეიტანენ.


რამდენიმე თვის წინათ შემუშავებული დადგენილების პროექტის თანახმად, ფედერაციის მთავრობამ „შიდა ბაზრისთვის არსებითად აუცილებელი პროდუქციის“ სია უნდა შეადგინოს, რომლებზეც განსაკუთრებულ შემთხვევებში ექსპორტის შეზღუდვა ან აკრძალვა დაწესდება. მასში ბენზინის გარკვეული სახეობები უკვე შეიტანეს. როგორც ჩანს, ფასების ზრდის გამო ამ სიის შემდეგი პროდუქტი რუსული ხე-ტყის მასალა გახდება. სამინისტროში, ასევე, არ გამორიცხავენ, რომ 22%-ზე მეტი ტენიანობის სახერხ მასალაზე საექსპორტო საბაჟო გადასახადი დააწესონ. ამჟამად მოსაკრებლები ხის ტენიანობაზე დამოკიდებული არ არის და ხის მრავალი სახეობისთვის ნულოვანია.


ხის სახლების მშენებლობის ასოციაციის მონაცემებით, გასული წლის აპრილიდან მიმდინარე წლის აპრილამდე, დაფების ღირებულება, რომელსაც ხის სახლების მშენებლობაში ფართოდ იყენებენ, 2-ჯერ გაიზარდა. თუკი ერთი წლის წინათ 1 კუბამეტრი დაფა, საშუალოდ, 11 000-დან 13 000 რუბლამდე (150-170 დოლარი) ღირდა, დღეს მისი ღირებულება 22 000-დან 26 000 რუბლია (295-350 დოლარი). ასოციაცია ექსპორტის შეზღუდვის ინიციატივით გამოდის და წიწვოვანი ჯიშების სახერხ მასალაზე ფასების ზრდის შეკავებისთვის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსგან ზომების მიღებას მოითხოვს. მან შესაბამისი წერილით მინისტრ დენის მანტუროვს უკვე მიმართა.



ფასების ზრდა სახერხი მასალის დეფიციტმა გამოიწვია, რაც რუსეთის საზღვრებს გარეთ ბოლო 8 თვის განმავლობაში შეინიშნება. სამინისტროს მონაცემებით, მსოფლიო ბაზარზე ხე-ტყის ფასი რუსულ ფასებს, პროდუქციის სახეობის მიხედვით, 7-დან 30%-მდე აღემატება. უწყებაში მიიჩნევენ, რომ 2020 კრიზისული წლის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკის სტაბილიზაციის ფონზე ხე-ტყეზე მოთხოვნა გაზრდილია, რამაც მისი ფასების ზრდაც განაპირობა. გარდა ამისა, რუსეთში ხის სახლების მშენებლობაზე მოთხოვნა უპრეცედენტოდ გაიზარდა. ფედერაციის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ხის სახლების ექსპლუატაციის ფართობი 520 000 კვადრატული მეტრით გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.


„მიზეზი ისაა, რომ ხის მასალით სახლი სწრაფად შენდება, რაც პანდემიის პირობებში ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია,“ - აცხადებს კომპანია Изба де люкс-ის მფლობელი იულია იურლოვა.


BPN.GE


თეგები:
ექსპორტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up