რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან

access_time2020-08-14 14:10:52

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს. სწორედ ამ მოთხოვნით მიმართეს ადგილობრივმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მათ აზრით, იმპორტირებული ხილის დიდი რაოდენობა, ადგილობრივი პროდუქციის ფასებს ამცირებს. ამის შესახებ ინფორამციას AgroTimes ავრცელებს.


აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის რუსეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მეტიც, გასულ წელს იმპორტირებული ვაშლის 87,2 %, ხოლო ქლიავის 89,2% სწორედ რუსეთში გავიდა.


როგორც AgroTimes წერს, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე განიხილავს შესაძლებლობას, რომ ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე შეზღუდვები დააწესდეს. მათი პოზიციაა, რომ ეს უზრუნველყოფს ბაზარზე უსაფრთხოებას და ფასების სტაბილურობას.


კვოტების დაწესება ვაშლზე დაახლოებით, სექტემბერ- ოქტომბერში, მოსავლის აღების პერიოდში და ასევე, იანვარ-აპრილში იგეგმება, როდესაც პროდუქტი უკვე შემნახველი მაცივრებიდან გაიყიდება.


რაც შეეხება ქლიავის იპორტის შეზღუდვას, სექტემბრის დასაწყისამდე იგეგმება.



უწყების თქმით, ადგილობრივი ხილის იპორტირებულთან შეფარდება 60% -40%-ზე უნდა იყოს.


„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა რაოდენობის ვაშლი და ქლიავი გადის საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე.


სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს საქართველოდან ჯამში 11 422 ტონა (4,593 აშშ დოლარი) ვაშლი გავიდა, აქედან 9,961 ტონა (4,064 მლნ აშშ დოლარი) რუსეთში. ეს ექსპორტირებული პროდუქტის დაახლოებით, 87,2 % -ა.


ვაშლის დარჩენილი ნაწილი გავიდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ავღანეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, სლოვენია, ყაზახეთი და ა.შ.


რაც შეეხება ქლიავს, გასულ წელს ჯამში 217.7 ტონა (132.8 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი გავიდა, აქედან რუსეთში 194.4 ტონა (112.1 ათასი აშშ დოლარი), რაც მთლიანი ექსპორტირებული პროდუქტის 89,2%-ს შეადგენს. დარჩენილი ნაწილი კი, ყაზახეთსა და სომხეთში გავიდა.


bpn.ge





უგულავა თუ ივანიშვილი, ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?

უგულავა თუ ივანიშვილი,  ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?
access_time2020-09-19 20:46:58
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ურუგვაიში კანაფის კულტივაციის პროექტთან არავითარი კავშირი არ აქვს და მისი მფლობელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა. ფონდმა განცხადება დღეს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ანონსის შემდგომ გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ურუგვაიში კანაფის კულტივაციის ბიზნესს ფლობს. "გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი...

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.
access_time2020-09-19 18:40:22
კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ბიუროკრატია და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების, მაგალითად ბენდუქიძის დროს.როგორ დავამარცხეთ 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია? ვიღაცას შესაძლოა ჰგონია რომ ჩვენ იმ პერიოდში გვქონდა ისეთი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველა ადამიანი ვინც ფულს აიღებდა აუცილებლად დაისჯებოდა. მაგრამ ასე არ მომხდარა. ქვეყანაში არსებობდა ათასი ლიცენზია და ნებართვა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა...

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება
access_time2020-09-19 20:00:45
2050 წლისთვის სივრცე, სადაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არსებობისთვის გამოუსადეგარი გახდება. ქარიშხლები, წყალდიდობები, წლის და სურსათის დეფიციტი - კვლევების თანახმად, ყველა ეს პრობლება 30 წლის მანძილზე მილიონობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას დააცარიელებს. საუბარი არ არის ჯუნგლებზე და უდაბნოებზე, სადაც ისედაც არავინ ცხოვრობს - პრობლემა მილიარდზე მეტი ადამიანის მიერ დასახლებულ სივრცეს ეხება. კლიმატის ცვლილება, კონფლიქტები, რესურსების...

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

Facebook და Ray-Ban გაფართოებული რეალობის სათვალეს 2021 წელს გამოუშვებენ

Facebook და Ray-Ban გაფართოებული რეალობის სათვალეს 2021 წელს გამოუშვებენ
access_time2020-09-20 10:00:21
ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ Facebook AR (გაფართოებული რეალობის) სათვალეზე Ray-Ban-ის შემქმნელ კომპანიასთან ერთად მუშაობდა. რამდენიმე დღის წინ კი, კონფერენცია Facebook Connect-ზე, მარკ ზაკერბერგმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ Ray-Ban-ის შემქმნელ კომპანიასთან EssilorLuxottica თანამშრომლობით დამზადებული ჭკვიანი სათვალე 2021 წლისთვის გახდება ხელმისაწვდომი. The Verge-ის ცნობით, ფეისბუკმა დაადასტურა, რომ ეს სათვალე AR მოწყობილობად იქნება კლასიფიცირებული, თუმცა, მას ინტეგრირებული...


მსგავსი სიახლეები

up