რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ შესაძლოა მთავრობას საერთაშორისო სასამართლოების მიერ დაწესებული კომპენსაციების გადახდაზე უარის თქმის უფლება მისცეს. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ შესაძლოა ნებისმიერი უცხოური და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები დაბლოკოს, რომელიც რუსეთს დაზარალებული ქვეყნების, პირებისა და კომპანიებისთვის თანხის გადახდას ავალდებულებს.
საკონსტიტუციო ცვლილება რუსეთის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს კომპანია „იუკოსის“ ყოფილ აქციონერებს 50-მილიარდიანი კომპენსაცია არ გადაუხადოს.
18 თებერვალს ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ჰააგის საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც რუსეთს „იუკოსის“ აქციონერებისთვის სოლიდური თანხის გადახდა ეკისრება. საკონსტიტუციო ცვლილებით რუსეთმა შესაძლოა უკრაინისთვის კომპენსაციების გადახდასაც აარიდოს თავი.
ვლადიმერ პუტინმა კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ 13 თებერვალს გამოაცხადა.
imedinews.ge