რუსეთმა სავალუტო ფონდისგან $18 მლრდ მიიღო, საქართველომ – 406 მლნ

რუსეთმა სავალუტო ფონდისგან $18 მლრდ მიიღო, საქართველომ – 406 მლნ

access_time2021-08-24 12:00:04

საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან (სსფ) რუსეთმა სპეციალური სასესხო უფლების სახით (SDR), ფონდის სახსრების ანტიკრიზისული განაწილების ფარგლებში, $18 მლრდ მიიღო. ექსპერტების თქმით, მოსკოვს შეუძლია ეს სუფლი საკუთარ რეზერვებს შემატოს, ან სხვა ქვეყნებს დაეხმაროს.


სსფ–ის ისტორიაში რეკორდული მოცულობის სპეციალური სასესხო უფლების განაწილება ორგანიზაციის წევრ ქვეყნებზე ორშაბათს, 23 აგვისტოს შევიდა ძალაში – საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრები 456 SDR–ს მიიღებენ, რაც $650 მლრდ–ის ექვივალენტია. საქართველომ დამატებითი განაწილების შედეგად 2021 წელს 285 SDR მიიღო, რაც დაახლოებით $406 მლნ–ის ექვივალენტია და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების 6,6%–ს შეადგენს. ფონდის მმართველთა საბჭომ ამ ინიციატივას აგვისტოს დასაწყისში დაუჭირა მხარი.


დამატებითი SDR–ის არანაკლებ $500 მლნ–ის მოცულობით გამოშვების შესახებ ინიციატივა პირველად 2020 წლის გაზაფხულზე, მანდემიის პირველი ტალღის პიკზე გაჟღერდა. სსფ–ის მმართველმა დირექტორმა ამ განაწილებას „უპრეცედენტო კრიზისის პირობებში მსოფლიო ეკონომიკის აცრა“ უწოდა.



გამოყოფილმა თანხებმა მსოფლიოს ქვეყნებს კრიზისის შედეგების დაძლევის, საერთაშორისო რეზერვების ლიკვიდობის ზრდის შესაძლებლობა უნდა მისცეს.


მთლიანი თანხიდან $275 მლრდ განვითარებადმა ქვეყნებმა მიიღეს, მათ შორის $25 მლრდ დსთ–ის ქვეყნებსა და საქართველოს გამოეყო.


რაში იყენებენ ქვეყნები SDR–ს


ვინაიდან SDR არ ითვლება ფიზიკურ აქტივად, საჭიროა მათი კონვერტაცია, რათა შესაძლებელი გახდეს ამ აქტივის გამოყენება სსფ–სთან შიდა ტრანზაქციების მიღმა გამოყენება.


ფონდის მონაწილე ქვეყნებს უფლება აქვთ, იყიდონ და გაყიდონ SDR, ასევე ისესხონ ან გაასესხონ, გირაოში ჩადონ, მიიღონ შემოწირულობის სახით. სსფ–ის საკრედიტო პროგრამებისგან განსხვავებით, SDR–ის განაწილება არ მოიცავს პირობებსა და ვალდებულებებს.


თეგები:
სსფ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up