რუსეთმა დაკარგა ადგილი გაეროს მმართველ საბჭოში, რომელიც მხარს უჭერს 193 ქვეყანას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლობასა და კოორდინაციას — აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.
რუსეთმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რათა შეენარჩუნებინა თავისი ადგილი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, ანუ ICAO-ს მმართველ საბჭოში, შაბათს გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით. ICAO-ს სპიკერმა კომენტარი არ გააკეთა შედეგებზე. აღსანიშნავია, რომ ხმის მიცემა ტარდება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ.
სააგენტო შეიქმნა 1944 წელს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებულ განვითარებას მთელს მსოფლიოში.
წყარო: bloomberg.com