რუსეთმა ნავთობმოპოვების ზრდის პოტენციალი თითქმის ამოწურა

რუსეთმა ნავთობმოპოვების ზრდის პოტენციალი თითქმის ამოწურა

access_time2021-11-25 19:00:40

რუსულმა ნავთობკომპანიებმა ნავთობის მოპოვების ზრდის სიმძლავრეები თითქმის მთლიანად ამოწურეს, განაცხადეს 3 უმსხვილესი მომპოვებლის - „ლუკოილის“, „გაზპრომ ნეფტისა“ და „როსნეფტის“ მენეჯერებმა.

 


2020 წლის ოპეკ+-ს შეთანხმების საფუძველზე მათ მთელი 2021 წლის მანძილზე მოპოვების, და შესაბამისად, ახალ საბადოებში ინვესტიციების შემცირება მოუწიათ.

 


დღეს კი, როდესაც მსოფლიო დამატებით ნავთობს ითხოვს და დღის წესრიგში შესაძლოა კარტელის გარიგებიდან გასვლა დადგეს, რუსეთის ნავთობინდუსტრია სავარაუდოდ წარმოების ზრდასთან დაკავშირებით პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.

 


რუს მენავთობეებს ახალ წყაროებში ინვესტირების მკვეთრი ზრდა არა მხოლოდ ნედლეულის დამატებითი მოცულობების მოპოვებისთვის, არამედ უკვე არსებული კვოტების შესრულებისთვის მოუწევთ.

 


24 ნოემბერს „ლუკოილმა“ აღიარა, რომ მოპოვების მატების ყველა სიმძლავრე ამოწურა. კომპანიის პრეზიდენტმა ვაგიტ ალეკპეროვმა თვის დასაწყისში განაცხადა, რომ სიმძლავრეები 2022 წლის იანვარში ამოიწურება.

 


19 ნოემბერს კი „გაზპრომ ნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტმა ალექსეი იანკევიჩმა განაცხადა, რომ თავისუფალი სიმძლავრეები უკვე ამ წლის ბოლოს ათვისებული იქნება, ხოლო „როსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტის ერიკ ლირონის თქმით, კომპანიამ მის მფლობელობაში არსებული რესურსები ვადაზე ადრე, რუსეთის კვოტის შესრულების უზრუნველსაყოფად, უკვე გამოიყენა.


 


ოპეკ+-ის გარიგება 2020 წლის მაისში ამოქმედდა და მისი ერთ-ერთი პირობა იყო მოპოვების შემცირება, შემდეგ კი ეტაპობრივი ზრდა. შავი ოქროს მოპოვების მოცულობები პანდემიამდელ მაჩვენებელს 2022 წლის სექტემბერში უნდა დაუბრუნდეს.

 


დეკემბრისთვის რუსეთის კვოტა დღე-ღამეში 10 მლნ. ბარელს, რეალური მოპოვება კი 9 მლნ.-ს შეადგენს, თუმცა, სადღეისოდ ქვეყნის ნავთობინდუსტრია ამ მაჩვენებლის ათვისებასაც კი ვერ ახერხებს.

 


პანდემიის დროს მოთხოვნის მკვეთრი შემცირების პირობებში 1,5 წლის მანძილზე ინვესტირება ახალ საბადოებში მკვეთრად შემცირდა, შედეგად, როდესაც მოხმარება ისევ იზრდება, ქვეყნებს მოპოვების არათუ ზრდის, არამედ მომატებული კვოტების შევსების საშუალებაც კი არ გააჩნიათ.

 


მაგალითად, აგვისტოში ოპეკ+-ის ქვეყნებმა თავისი კვოტებით დადგენილ რაოდენობაზე დღე-ღამეში 1 მლნ., ხოლო სექტემბერში 700 000 ბარელით ნაკლები ნედლეული მოიპოვეს.

 


ამ ეტაპისთვის არსებული კვოტის თანახმად, რუსეთმა მოპოვება დღე-ღამეში 100 000 ბარელით უნდა გაზარდოს, თუმცა, ეს ადვილი არ იქნება. ამისთვის საჭიროა ახალი საბადოების დამუშავება, რაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციებს და საკმაოდ ბევრ დროს მოითხოვს.

 


„2020 წლის ოპეკ+-ის შეთანხმების შედეგებს ჩვენ დღეს ვხედავთ - ახალი საბადოების ათვისება 2021 წლის ბოლოსთვის 5%-ს შეადგენს, რაც ძალიან ცოტაა და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ნავთობკომპანიები მოპოვების ზრდასთან დაკავშირებით სიფრთხილეს იჩენენ“, - მიიჩნევს Vygon Consulting-ის ექსპერტი მარინა მოსოიანი.

 


მისი თქმით, 2020 წელს მოთხოვნის ვარდნის გამო ნავთობის მოპოვების შესაძლო ზრდის წყარო უკვე არსებული საბადოების უფრო ინტენსიური გამოყენებაა და არა ახალი საბადოების ათვისება. შედეგად, 2021 წელს 2020 წელთან შედარებით მოპოვება მხოლოდ 4%-ით გაიზრდება, რაც დღევანდელი ენერგოკრიზისის პირობებში არასაკმარისია.

 


„2022 წელს მოპოვების ვარდნის თავიდან აცილებისთვის აუცილებელი იქნება ახალი საბადოების ბურღვა და ნავთობის დღევანდელი ფასები ამის შესაძლებლობას იძლევა“, - თვლის მოსოიანი.

 





დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-01 21:00:43
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. 2000 გარდაცვლილი ერთ თვეში - კოვდიკოშმარი გრძელდება, პასუხისმგებლობას არავინ იღებს საქართველოში კოვიდით გარდაცვლითა რიცხვმა ნოემბერში 2000-ს გადააჭარბა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1 თვეში ამდენი ადამიანი სხვა დროს არასდროს...

ლარი დოლართან გაუფასურდა, ხოლო ევროსთან და ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან გაუფასურდა, ხოლო ევროსთან და ლირასთან გამყარდა
access_time2021-12-01 18:00:10
1-ელი დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1 თეთრით 3.1279-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1250 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.37 თეთრით 3.5414-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.13 თეთრით 4.1623-მდე, ხოლო ლარი თურქულ ლირასთან 0.20 თეთრით 0.2367-მდე გამყარდა. 1000 სომხურ დრამთან 1.15 თეთრით 6.4031-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.32 თეთრით 1.8380-მდე, 100 რუსულ რუბლთან 6.30 თეთრით 4.2290-მდე...

9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 14%-ით შემცირდა

9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 14%-ით შემცირდა
access_time2021-12-01 17:00:26
2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 606,7 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 131,2 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 31,9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით...

საქართველომ „ინტერ რაოსთან“ წაგებული $80.5 მილიონიანი დავა გაასაჩივრა

საქართველომ „ინტერ რაოსთან“ წაგებული $80.5 მილიონიანი დავა გაასაჩივრა
access_time2021-12-01 14:55:00
სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „ინტერ რაოსა“ და საქართველოს მთავრობას შორის დავა რუსული კომპანიის სასარგებლოდ გადაწყდა, ქართულმა მხარემ გაასაჩივრა. „სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 2021 წლის 19 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც „ინტერ რაოს“ ეკუთვნოდა გარკვეული კომპენსაცია. ინტერ-რაო ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის ეკონომიკას ანგრევს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის ეკონომიკას ანგრევს
access_time2021-12-01 20:00:29
საერთაშორისო სავალუტო ფონდებისგან სესხების აღებას უკრაინისთვის აზრი არ  აქვს, რადგან სსფ-ის მიერ წარდგენილი პირობები ქვეყნის ეკონომიკისთვის დამანგრეველია.   მაგალითად, ერთ-ერთი ვალდებულების მიხედვით, კიევმა გატანილ კაპიტალზე გადასახადი არ უნდა დააწესოს.   ფონდს მხოლოდ ერთი რამ, საგადასახადო ბაზის გაფართოება აინტერესებს, რაც უკრაინას დავალიანების სწრაფად დაფარვის საშუალებას მისცემს. არანაირ ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარი არ მიდის, რადგანაც...


მსგავსი სიახლეები

up